სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა — რა ხდება რეგიონებში
ფოტო: პირველი არხი
სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მიკროავტობუსის მცირე სივრცე კორონავირუსის გამო საფრთხის შემცველია.
მიკროავტობუსებით გადაადგილება უკვე აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.
განსხვავებით ქალაქში შიდა გადაადგილებისგან, სადაც, ძირითადად, ტრანსპორტის არჩევანი არის, გართულდა ტრანსპორტირება ქალაქებს ან სოფლებს შორის, რადგან ამ შემთხვევაში მოქალაქეები ძირითადად სამარშრუტო ტაქსებით სარგებლობენ.
მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილება მერიებმა მიიღეს, რეგიონებში სხვადასხვაგვარი შეზღუდვა ამოქმედდა.
ჯერ კიდევ ბუნდოვანია მიკროავტობუსების მძღოლების ბედი, რომლებიც აკრძალვის შემდეგ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
თბილისი
თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა სრულად აიკრძალა. მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტობუსით ან მეტროთი. თეთრი ტაქსებიც რჩება, აკრძალვა მათ არ შეხებია. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ 17 მარტის ბრიფინგზე განაცხადა, სწავლის შეჩერებისა და დისტანციურად მუშაობის გამო, მგზავრების ნაკადი შემცირებულია და ავტობუსების დამატება აუცილებელი არაა.
იმისთვის, რომ ავტობუსების მძღოლების უსაფრთხოება დაცული იყოს, მათი სივრცე იზოლირებული იქნება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და მგზავრები მხოლოდ ორი უკანა კარით ისარგებლებენ. მუშაობას დროებით წყვეტენ კონდუქტორები.
რაც შეეხებათ შემოსავლის გარეშე დარჩენილ მიკროავტობუსის 3 ათასამდე მძღოლს, თბილისის მერი აცხადებს, რომ თბილისის მიკროავტობუსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მძღოლებმა მინიმალური შემოსავალი მაინც მიიღონ. თუმცა, ექნებათ თუ არა შემოსავალი დროებით უსამსახუროდ დარჩენილ მძღოლებს, ამ დროისთვის ბუნდოვანია — როგორც კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ქვემო ქართლი
ქვემო ქართლში მგზავრების გადაყვანის კუთხით ყველაზე მჭიდრო კავშირი რუსთავსა და თბილისს აქვთ. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მიკროავტობუსები შენარჩუნდება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. სამარშრუტო ხაზზე მოძრავი თერთმეტი ლოტიდან, ხაზზე მხოლოდ ექვსი მიმართულება დარჩება.
რაც შეეხება უშუალოდ ქალაქ რუსთავს, სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება აქაც სრულად იზღუდება. მგზავრების გადაყვანისთვის დამატებულია ავტობუსებიც და დღეს ქალაქში 16 ერთეული ავტობუსის ნაცვლად 23 მუშაობს.
"კითხვაზე, ეყოფა თუ არა ეს სატრანსპორტო საშუალებები მგზავრთა ნაკადს, გიპასუხებთ, რომ უნდა ეყოს, რადგან ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ გადაადგილება და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ვიმოძრაოთ როგორც ქალაქში, ისე მის გარეთ", — განაცხადა 17 მარტს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.
მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქში გადაზიდვებზე ოთხი კომპანია მუშაობს და შეზღუდვების პერიოდში მათ მოსაკრებლის გადასახადისგან გაათავისუფლებენ.
მიკროავტობუსებით შიდა გადაადგილება აიკრძალა ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში. როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ამბობენ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ქალაქებს შორის გადაადგილება იქნება შესაძლებელი, თუმცა ავტოტრანსპორტი განახევრდება.
იმერეთი
18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა ქუთაისშიც. ქალაქში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.
მიკროავტობუსებით გადაადგილება შეზღუდულია იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. როგორც გუბერნატორის მრჩეველი, რაულ ქირია On.ge-სთან ამბობს, აუცილებლობის შემთხვევაში, მოხალისეთა ჯგუფი 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს მედიკამენტებსა და სურსათს მიაწვდის. ასევე, გადაუდებელ სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებით უშუალოდ მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი სამსახური ჩაერთვება.
გარკვეული შეზღუდვები დაწესდა ქალაქებს შორის გადაადგილებაზეც:
"მკაცრად გაკონტროლდება, გადატვირთული არ იყოს მიმართულებები. ამას შესაბამისი სამსახურები თვალყურს ადევნებენ".
რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსების მფლობელ კერძო კომპანიებსა და მძღოლებს, რაულ ქირიას თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი რეკომენდაციაა, რომ თანამშრომლებს ხელფასი შეუნარჩუნდეთ:
"პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, კერძო სექტორთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება, რათა ბიზნესი არ დაზარალდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირველ რიგში დაყენებული უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი — ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხები. როგორც პრემიერმა განაცხადა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იგივე რეჟიმში ვიმყოფებით ჩვენ — რეგიონები".
გურია
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ქეთი მოისწრაფიშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა შეჩერდა, ხოლო მუნიციპალიტეტებს ან ქალაქებს შორის გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება:
"აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რადგან მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუკი არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები შეიძლება შეექმნათ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ ერთეულთან დაკავშირება, ყველა სოფელში გვყავს წარმომადგენელი, რომელიც გაფრთხილებულია და აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას. თუ არის ისეთი საკითხი, რომელიც საჭიროებს ჩვენს ჩართულობას, ჩვენ მზად ვართ ადამიანებს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება", — აღნიშნა ქეთი მოისწრაფიშვილმა.
მცხეთა-მთიანეთი
შეზღუდვები შეეხო მცხეთა-თბილისის რეისსაც. მცხეთიდან მიკროავტობუსი თბილისის მიმართულებით დილით 08:00 საათზე გავა, ხოლო თბილისიდან მცხეთის მიმართულებით 09:00 საათზე დაბრუნდება. რაც შეეხება საღამოს საათებს, განრიგი ასეთია: მცხეთიდან თბილისის მიმართულებით — 18:00 საათი, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით — 19:00 საათი.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, შალვა კერესელიძის თქმით, მუნიციპალიტეტის ცენტრებს შორის სამარშრუტო ტაქსები აქამდეც არ მოძრაობდა. დედაქალაქის მიმართულებით კი მოძრაობა მაქსიმალურად შეიზღუდა და დღეში ერთი ან ორი რეისი გაკეთდება.
"პრაქტიკულად, მოსახლეობაც აღარ არის და აღარც დადის. ვინც დედაქალაქში მუშაობდა ან დედაქალაქიდან მცხეთაში მუშაობდა, უმრავლესობა დისტანციური მუშაობის პრინციპზე არის გადასული. საჭიროებაც აღარ არის. ამასთან ერთად, მოსახლეობას ვუხსნით იმ რისკებისა და საფრთხის შესახებ, რაც ამ ვირუსს ახლავს თან", — აღნიშნავს გუბერნატორი On.ge-სთან.
გარდა ამისა, გუბერნატორი ამბობს, რომ სამარშრუტო ტაქსები აღარ მოძრაობს სოფლებსა და მუნიციპალურ ცენტრებს შორის. ტრანსპორტი გამონაკლისის სახით მხოლოდ კვირაში ერთხელ ივლის, როცა მოსახლეობას ექიმთან ვიზიტი ან სურსათის ყიდვა დასჭირდება.
რაც შეეხება უმუშევრად დარჩენილ მძღოლებს, შალვა კერესელიძის თქმით, ეს რთული საკითხია, თუმცა ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს და საფრთხეები კარგად გაითავისოს:
"კომპანიას თვითონ შეუძლია დაარეგულიროს, რომ პირობითად, თუ დღეში კეთდება ორი რეისი, მორიგეობით ან გრაფიკით იმუშაონ მძღოლებმა, რათა მხოლოდ ერთმა არ იმუშაოს და დანარჩენები არ დარჩნენ უმუშევრები".
სამეგრელო-ზემო სვანეთი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ქალაქებში შიდა გადაადგილებისთვის მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ავტობუსები გადანაწილებულია სხვადასხვა სოფელშიც, ხოლო სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა.
"საქალაქთაშორისო ჯერჯერობით რჩება, თუმცა არის შეზღუდვები და ველოდებით რეკომენდაციებს. შეზღუდვები ეხება მგზავრთა ნაკადს, რომ ის იყოს შემცირებული, დისტანცია იყოს დაცული და ა.შ", — აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მათივე თქმით, ტრანსპორტი საკმარისია ზუგდიდსა და ფოთში, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ავტობუსებს მოიძიებენ.
კახეთი
ამ ეტაპისთვის კახეთში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა სრულად შეზღუდულია, მათ შორის მიკროავტობუსები აღარ მოძრაობს მუნიციპალიტეტებს შორისაც. როგორც კახეთის მხარის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი On.ge-სთან ამბობს, თუ რეკომენდაცია სრულად არ გატარდა, სამარშრუტო ტაქსების შეზღუდვას აზრი არ აქვს.
ქადაგიშვილის თქმით, საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების თანამშრომლებს გადაადგილებაში მუნიციპალიტეტთან ერთად დაეხმარებიან.
"ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ ვინმეს პრობლემა შევუქმნათ, ჩვენი მიზანია, რომ ადამიანების თავშეყრის ადგილების განეიტრალება მოხდეს. გამომდინარე აქედან, ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას", — ამბობს ქადაგიშვილი.
რაც შეეხება სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების აუცილებელ საჭიროებებს, გუბერნატორი ამბობს, რომ ბევრ სოფელში არის ოჯახის ექიმი, ამბულატორიები და სასურსათო მაღაზიები:
"ჩვენ მთავარი უნდა გავიგოთ, რომ არჩევანი ორ რამეს შორის გვაქვს გასაკეთებელი — ან მაღალი ტალღა მივიღო დაინფიცირების და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება, ან ეს იძულებითი შეზღუდვის ზომები შემოვიღოთ და მაღალი დაინფიცირების ალბათობა შეძლებისდაგვარად დავიყვანოთ მინიმუმამდე".
ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ ეს აღნიშნული გადაწყვეტილებები მძღოლებისთვის და სამარშრუტო ტაქსების მფლობელებისთვის დისკომფორტი იქნება, თუმცა მთავრობა კომპლექსურ სამუშაოებს ატარებს.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქებიდან სოფლების მიმართულებით აქამდეც მხოლოდ ავტობუსები მოძრაობდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს შორის მოძრაობას, აქაც ავტობუსები განაგრძობენ მუშაობას.
შეზღუდვები არ არის რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და სხვა ქალაქებს შორის მოძრაობაზე.
სამცხე-ჯავახეთი
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, შალვა ბერძენიშვილი ამბობს, რომ რეგიონში მკაცრი ზომების მიღება არ მოუწიათ და სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება მხოლოდ ბორჯომში შეზღუდეს. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ბერძენიშვილის თქმით, მოძრაობა ჩვეულებრივად გრძელდება.
ბორჯომის მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აქ მოსახლეობა ძირითადად ავტობუსებით სარგებლობს. იმ ერთი მიმართულებაზეც, სადაც მიკროავტობუსი დადიოდა, მგზავრებს უკვე ავტობუსი გადაიყვანს.
შიდა ქართლი
სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდა შიდა ქართლის ქალაქებშიც. ამავე დროს, შენარჩუნებულია მიკროავტობუსების მოძრაობა სოფლებსა და ქალაქებს შორის, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. ასევე, შეზღუდულად იმოძრავებენ საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსები.
გიორგი ხოჯევანიშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ შეიზღუდა როგორც მიკროავტობუსების რაოდენობა, ისე მიმართულებების რაოდენობა და სიხშირე.
შემოსავლის გარეშე დარჩენილ მძღოლებთან დაკავშირებით კითხვას ის ასე პასუხობს:
"კომპანიებს გარკვევით ავუხსენით მაღალი რისკის არსებობის შესახებ. ასევე, გვქონდა საუბარი, რომ მაქსიმალურად სოლიდარულები ყოფილიყვნენ თავიანთი თანამშრომლების მიმართ, მაგრამ ეს იყო მათი გადასაწყვეტი, რა ფორმის თანამშრომლობას გააგრძელებდნენ. იმ რისკის საპირწონე, რომლის წინაშე დღეს ვდგავართ, არაფერია, მათ შორის, არც მუშაობა".
აჭარა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტებს შორის სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შენარჩუნებულია, თუმცა მკაცრად კონტროლდება. შეზღუდულია როგორც მგზავრთა გადაყვანა, ასევე, სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა.
ბათუმში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. თბილისის მსგავსად, იქაურ მუნიციპალურ ავტობუსებშიც იზღუდება კონდუქტორების მუშაობა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ.
პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლის სივრცე გამოიყოფა და მგზავრები მხოლოდ უკანა კარით სარგებლობას შეძლებენ.
-
4-წლიანი პაუზის შემდეგ, ჰარი სტაილსი ახალი ალბომით ბრუნდება 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ჰარი სტაილსი ახალი ალბომით ბრუნდება
გადახედვა
-
ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაციამ" წარმატებით ჩაიარა — ისინი უკვე დედამიწაზე არიან ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაციამ" წარმატებით ჩაიარა — ისინი უკვე დედამიწაზე არიან
გადახედვა
-
საქსტატი: საარსებო მინიმუმი 4.5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარს შეადგენს საქსტატი: საარსებო მინიმუმი 4.5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარს შეადგენს
გადახედვა
-
ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის — ტოიოტა ცენტრი თეგეტას კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის — ტოიოტა ცენტრი თეგეტას კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია
-
ილონ მასკის ჩატბოტი Grok აშშ-ის სამხედრო სისტემებში ინტეგრირდება ილონ მასკის ჩატბოტი Grok აშშ-ის სამხედრო სისტემებში ინტეგრირდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
-
ანსამბლი საქართველოდან — კარნეგი ჰოლის სცენაზე სუხიშვილები ანსამბლი საქართველოდან — კარნეგი ჰოლის სცენაზე სუხიშვილები
-
"ჩვენი პრიორიტეტია, მოქალაქეები დარჩნენ საქართველოში" — შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკაზე "ჩვენი პრიორიტეტია, მოქალაქეები დარჩნენ საქართველოში" — შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკაზე
გადახედვა
-
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
-
McDonald’s დადიანზე — თბილისში კიდევ ერთი, რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა McDonald’s დადიანზე — თბილისში კიდევ ერთი, რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
-
"ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური საჩივრით მიმართა BBC-ის და ფილმის აღება და "საჯარო და მკაფიო ბოდიში" მოსთხოვა "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური საჩივრით მიმართა BBC-ის და ფილმის აღება და "საჯარო და მკაფიო ბოდიში" მოსთხოვა
გადახედვა
-
სად თამაშობენ Dark-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ სად თამაშობენ Dark-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ
გადახედვა
-
ირანის ხელისუფლების განცხადებით, მომიტინგე ერფან სოლთანი სიკვდილით არ დასჯილა ირანის ხელისუფლების განცხადებით, მომიტინგე ერფან სოლთანი სიკვდილით არ დასჯილა
გადახედვა
-
აბას არაღჩი ამბობს, რომ დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები "არ არსებობს" აბას არაღჩი ამბობს, რომ დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები "არ არსებობს"
გადახედვა
-
სასარგებლოა თუ არა ცხელი წყლის დალევა? სასარგებლოა თუ არა ცხელი წყლის დალევა?
-
ლუვრი EU-ს არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბილეთების ფასს ზრდის ლუვრი EU-ს არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბილეთების ფასს ზრდის
გადახედვა
-
აშშ-ს სავიზო შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზის აპლიკანტებზე და არა ტურისტულ ვიზებზე — საელჩოს განმარტება აშშ-ს სავიზო შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზის აპლიკანტებზე და არა ტურისტულ ვიზებზე — საელჩოს განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინის ფინანსური დახმარების €90-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინის ფინანსური დახმარების €90-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
ქალებმა გინეკოლოგიური სარკის ახალი, ნაკლებად მტკივნეული დიზაინი შექმნეს ქალებმა გინეკოლოგიური სარკის ახალი, ნაკლებად მტკივნეული დიზაინი შექმნეს
გადახედვა
-
მოსკოვის პროკურატურამ 30 წლის ალექსანდრე საქანიას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსკოვის პროკურატურამ 30 წლის ალექსანდრე საქანიას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გადახედვა
-
მარჯანიშვილის ქუჩაძე მეზობელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — ახალი დეტალები მარჯანიშვილის ქუჩაძე მეზობელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — ახალი დეტალები
გადახედვა

კომენტარები