ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში მესამეული, ანუ შიდა გადაცემა დადასტურდა
ფოტო: დაავადებათა კონტროლის ცენტრი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ მესამეული ანუ შიდა გავრცელება დადასტურდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"დღეს დილით დადასტურდა 5 დამატებითი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ისევ და ისევ იტალიას. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში არის ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთი —ესპანეთში, დანარჩენი 12 მოგზაურობა იტალიაში —10 კონტაქტი, ხოლო დღეს შეგვიძლია ვთქვათ, მესამეული გადაცემა ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი... სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ შიგნით გვაქვს შემთხვევა", — თქვა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტებს აქვთ მსუბუქი სიმპტომები და მიმდინარეობს მათი ჩაღრმავებული კვლევა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლოებას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და დაიცვან პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები.
დღეს, 14 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
პანდემია და რეკომენდაციები
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.
- პრემიერმა შსს-ს დაავალა, გააკონტროლოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები
- პრემიერმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა
- კორონავირუსის პრევენციისთვის თბილისის მერიის სერვისები შეიზღუდება
- საქართველოს საზღვარზე შემოწმების შემდეგ სავალდებულო კარანტინი კიდევ 4 ევროპული ქვეყნისთვის დაწესდა — სია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.
ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ოკეანეებს, ზღვებსა და მდინარეებს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ოკეანეებს, ზღვებსა და მდინარეებს?
-
პუტინი: თუ კიევი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, რუსეთი სამხედრო გზით შეეცდება თავისი მიწების გათავისუფლებას პუტინი: თუ კიევი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, რუსეთი სამხედრო გზით შეეცდება თავისი მიწების გათავისუფლებას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა
-
"ოცნების" პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს "ოცნების" პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს
გადახედვა
-
ნახეთ: ეს ვირუსული რეკლამა მარტოსულ მგელზე AI ტრენდის წინააღმდეგ ილაშქრებს (ვიდეო) ნახეთ: ეს ვირუსული რეკლამა მარტოსულ მგელზე AI ტრენდის წინააღმდეგ ილაშქრებს (ვიდეო)
-
ზჯისლავ ბეკშინსკი და მისი კოშმარული ხელოვნება ზჯისლავ ბეკშინსკი და მისი კოშმარული ხელოვნება
გადახედვა
-
თიბისი 33 წლისაა — თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია თიბისი 33 წლისაა — თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
-
"ოცნების" პარლამენტმა გახარიას პარტიის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარი არ დაუჭირა "ოცნების" პარლამენტმა გახარიას პარტიის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სანქცირებული ნავთობტანკერების შესვლა-გასვლის აკრძალვის ბრძანება გასცა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სანქცირებული ნავთობტანკერების შესვლა-გასვლის აკრძალვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EBRD თეგეტა ჰოლდინგს საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს EBRD თეგეტა ჰოლდინგს საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
-
ვიდეო: ვინ მოხვდება ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრში და რა პრობლემა აქვს კანონს ვიდეო: ვინ მოხვდება ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრში და რა პრობლემა აქვს კანონს
გადახედვა
-
ევროკავშირის საბჭო "ოცნებას" მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი ევროკავშირის საბჭო "ოცნებას" მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი
გადახედვა
-
დღეს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება დღეს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება
გადახედვა
-
ე.წ. წულუკიანის კომისიის ანგარიში წიგნად გამოიცა ე.წ. წულუკიანის კომისიის ანგარიში წიგნად გამოიცა
გადახედვა
-
ელენე ჯაფარიძე: "კანონი ამბობს, რომ თუ ბრალდებული "ფსიქიკურად დაავადდა" და ამის გამო პროცესუუნარო გახდა, ადამიანი გადაჰყავთ იძულებით მკურნალობაზე ელენე ჯაფარიძე: "კანონი ამბობს, რომ თუ ბრალდებული "ფსიქიკურად დაავადდა" და ამის გამო პროცესუუნარო გახდა, ადამიანი გადაჰყავთ იძულებით მკურნალობაზე
გადახედვა
-
OpenAI-მ სურათების გენერირების ახალი მოდელი გამოუშვა — რა უნდა ვიცოდეთ OpenAI-მ სურათების გენერირების ახალი მოდელი გამოუშვა — რა უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
დავით მათიკაშვილი: BBC-სგან ბოდიშს ველოდებით დავით მათიკაშვილი: BBC-სგან ბოდიშს ველოდებით
გადახედვა
-
მეცნიერებმა 66 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური მოზაზავრის კბილი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 66 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური მოზაზავრის კბილი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი საქართველოს ქალაქი გერბით ტესტი: გამოიცანი საქართველოს ქალაქი გერბით
-
სითი მოლში საახალწლო სამზადისი დაიწყო! სითი მოლში საახალწლო სამზადისი დაიწყო!
-
კასპში 18 წლის ზუკა გულაროვს მე-5 დღეა ეძებენ — ოჯახი დახმარებას ითხოვს კასპში 18 წლის ზუკა გულაროვს მე-5 დღეა ეძებენ — ოჯახი დახმარებას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები