საახალწლო გზამკვლევი: ისარგებლე 40%-მდე ქეშბექით და შეარჩიე საჩუქრები მარტივად
ფოტო: თიბისი
რა ვაჩუქო?
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ეს კითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება. სამსახურში სეკრეტ სანტას ვთამაშობთ, საჩუქარი უნდა ავურჩიოთ მეგობრებსაც, სიურპრიზი — შეყვარებულს და თან საკუთარი თავის განებივრებაც არ დაგვავიწყდეს. სია გრძელია, დრო ცოტა, ბიუჯეტი კი, შეზღუდული.
სწორედ ამიტომ, თიბისიმ კვლავ იზრუნა შენს საჭიროებებზე და ახალი თიბისი ბარათის საახალწლო შეთავაზებების კალენდარი მოგიმზადა, რომელზეც დეკემბრის ბოლომდე, ყოველ შაბათ-კვირას, მრავალფეროვანი შეთავაზებები დაგხვდება.
მაგალითად, ამ შაბათ-კვირას, 20-21 დეკემბერს, პარტნიორ ობიექტებში 40%-მდე მომენტალური ქეშბექი გელოდება, თუმცა სანამ საახალწლო შოპინგს დაიწყებ, გაეცანი ჩვენს სასაჩუქრე გზამკვლევს, იმისთვის, რომ შეთავაზებებს მაქსიმალურად მომზადებული დახვდე და საყვარელი ადამიანებისთვის საუკეთესო ნივთები ბიუჯეტურად შეარჩიო.
კომფორტის მოყვარულ მეგობარს, თანამობინადრეს ან ოჯახის წევრს:
ყველას გვყავს ოჯახის ისეთი წევრი ან მეგობარი, ვისთვისაც სახლის სიმყუდროვე შეუცვლელია. მათ ურჩევნიათ, ცივი საღამოები პლედში გახვეულებმა, ჩაის თანხლებით გაატარონ, ან უბრალოდ, უყვართ, როცა მათი გარემო ესთეტიკურად დახვეწილი და მოწესრიგებულია. ასეთ ადამიანს აუცილებლად გაახარებს ფუმფულა პლედი, დეკორი, ან სულაც სურნელოვანი სანთლები. ხოლო თუ ადრესატთან საცხოვრებელ სივრცესაც ინაწილებ, შეგიძლია, საჩუქარი საერთო საჭიროებებს მოარგო და საოჯახო ტექნიკა ან დახვეწილი ჭურჭელი შეურჩიო
სად ვიყიდო: სახლისთვის ყველაფერს ICR HOME-ში იპოვი. თუ თანამედროვე, მინიმალისტური ან ორიგინალური ნივთები გაინტერესებს, Laboratory My Home-ის მაღაზიებს უნდა ეწვიო, სადაც ფუმფულა ტექსტილს, ლამაზ, ფუნქციურ დეკორს, სამზარეულოსა და სერვირების გამორჩეულ აქსესუარებს ნახავ. განსხვავებულ თუ არტისტულ ნივთებს, მათ შორის ექსტრავაგანტურ დეკორსა და სანათებს KARE-ს მაღაზიაში იპოვი. ღია სივრცეების მოყვარულებისთვის კი, ზედგამოჭრილია Naterial-ის ბუნებრივი და კომფორტული ავეჯი.
უმაღლესი ხარისხის ტექნიკას Midea-ში ნახავ, იქნება ეს მსხვილი ტექნიკა მეტი კომფორტისთვის თუ სამზარეულოს გაჯეტები გემრიელი ექსპერიმენტებისთვის.
20-21 დეკემბერს ახალი თიბისი ბარათითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას ICR HOME-ში 25%-ს, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარს დაიბრუნებ. თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით ჯამში მაქსიმუმ 500 ლარს. მხოლოდ 20 დეკემბერს, იდენტური პირობით დაგიბრუნდება 30% Midea-ში.
კოლეგას ან სეკრეტ სანტას ადრესატს:
ოფისის სეკრეტ სანტა ხშირად ყველაზე რთული გამოწვევაა. რა ვაჩუქოთ ადამიანს, ვისთანაც მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ან კოლეგას, რომელთანაც მთელ დღეს ვატარებთ? თუ შენი ადრესატი სამუშაო მაგიდასთან დიდ დროს ატარებს, შეგიძლია, მის კომფორტზე იზრუნო და ახალი საოფისე სავარძელი შესთავაზო. ხოლო თუ იცი, რომ დატვირთული გრაფიკის შემდეგ მისთვის პრიორიტეტი სრულფასოვანი დასვენებაა, შეგიძლია, აქცენტი ჯანსაღ ძილზე გააკეთო და შესაბამისი ატრიბუტიკა უყიდო.
სად შევიძინო: თუ არჩევანს კომფორტის გაზრდაზე შეაჩერებ, ჩემი ოფისი უნდა მოინიშნო, ერგონომიული სავარძლების გამორჩეული ასორტიმენტით. ხოლო მშვიდი ძილისა და სრული რელაქსაციისთვის Sleep & Bed-ის შოურუმი დაგეხმარება, სადაც არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის თეთრეულს იპოვი, არამედ ოთახის არომატიზატორებსაც.
არ დაგავიწყდეს, რომ 20-21 დეკემბერს 25%-იან ქეშბექს ICR HOME-ის ამ ბრენდებშიც მიიღებ, იმავე პირობებით.
ოჯახის ყველაზე პატარა წევრებს:
ახალი წელი ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ. მათთვის ეს დღესასწაული სურვილების ასრულებასთან, თოვლის ბაბუასთან და ნაძვის ხის ქვეშ დახვედრილ სიურპრიზებთან ასოცირდება. ამიტომ, პატარა და-ძმების, შვილების თუ ნათლულების დასაჩუქრება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
ყველაზე პატარებისთვის, მაღალი ხარისხის ფერადი ბოდეები და საახალწლო საღამურები იდეალური საჩუქარია, რომელსაც თვითონ თუ ჯერ ვერა, მშობელი აუცილებლად დაგიფასებთ. მათთვის, ვინც უკვე ნამდვილ თავგადასავლების მაძიებლადაა ქცეული, LEGO-ს კუბიკები, სამაგიდო თამაშები თუ ინტერაქციული სათამაშოები ზედმეტი არასდროსაა. მათ კი, ვინც ახლახან შეაბიჯეს თინეიჯერობაში ან ცნობისმოყვარე ბუნება ადრეული ასაკიდანვე გამოავლინეს, შეგიძლია წიგნები, ორიგინალური საკანცელარიო ნივთები და სასკოლო აქსესუარები შეურჩიო.
სად ვიყიდო: პატარების კომფორტსა და სტილზე ზრუნვა Carter's-ს მიანდე. აქ არა მხოლოდ ხარისხიან ბოდეებს, არამედ საახალწლო თემატიკის უსაყვარლეს საღამურებსაც იპოვი, რომლებიც სადღესასწაულო ფოტოებს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს.
სათამაშოების ჯადოსნურ სამყაროში XS Toys და პეპელა გიმასპინძლებენ, სადაც LEGO-ს უახლესი ნაკრებებიდან დაწყებული, განმავითარებელი სათამაშოებითა თუ ბორდგეიმებით დამთავრებული, ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის იპოვი სასურველ ნივთს. ხოლო თუ შემეცნებითი და კრეატიული საჩუქრის შერჩევა გსურს, ბიბლუსი უნდა მოინიშნო. აქ ლიტერატურული სიახლეებისა და მსოფლიო ბესტსელერების გარდა, ხატვისა და ძერწვისთვის საჭირო მასალებს, ფაზლებსა და სასკოლო ცხოვრების გასახალისებელ ფერად დეტალებს იპოვი.
20 და 21 დეკემბერს ოთხივე ქსელში 30%-ს დაიბრუნებ: ახალი თიბისი ბარათითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას ჯამში მაქსიმუმ 200 ლარს; თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით ჯამში მაქსიმუმ 250 ლარს ოთხივე ობიექტში ჯამურად.
შეყვარებულს, მეგობრებს… საკუთარ თავს?
ახალი წელი საუკეთესო დროა გარდერობის განახლებისთვის. მოდური აქსესუარი ან ხარისხიანი სამოსი კი ის საჩუქარია, რომელიც ყოველთვის ამართლებს. სწორედ ამიტომ, შეურჩიე მეგობარს ლამაზი საათი, საყურე ან ტრენდული ჩანთა. შეყვარებულისთვის ხარისხიანი პულოვერი ან პერანგი შეუცვლელი სიურპრიზია. სპორტის მოყვარულებისთვის კი არც ახალი სპორტული ფეხსაცმელი იქნება ზედმეტი.
სად ვიყიდო: თუ ბრიტანული ხარისხი და კლასიკური სტილი გიზიდავს, Marks & Spencer-ს უნდა ეწვიო, სადაც ზამთრისთვის აუცილებელ თბილ ნაქსოვებსა და კომფორტულ სამოსს იპოვი. სპორტული ელეგანტურობის მოყვარულებისთვის US Polo Assn-ის კოლექციებია ზედგამოჭრილი. ფეხსაცმლისა და ჩანთების გამორჩეული მოდელები ALDO-ს თაროებზე დაგხვდება, ხოლო ლუქის დასასრულებლად საჭირო აქცენტებსა და სამკაულებს Parfois-ში შეარჩევ. აქვეა Zippy-ც, თუ საშოპინგოდ პატარებისთვისაც შეივლი.
ჩამოთვლილ მაღაზიებში, მხოლოდ 20 დეკემბერს, ყველაზე მაღალ, 40%-მდე ქეშბექს მიიღებ. ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს; თიბისი კონცეპტ მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით ჯამში მაქსიმუმ 200 ლარს.
მთავარია, არ გამოგრჩეს საკუთარი თავი. შენთვის საჩუქრის საყიდლად შეგიძლია ის ფული გამოიყენო, რომელსაც უქმეებზე ქეშბექის სახით დაიბრუნებ.
ნუ გადადებ საახალწლო საყიდლებს ბოლო წუთისთვის. აიღე ახალი თიბისი ბარათი მობაილბანკიდან სულ რაღაც 30 წამში და შეიქმენი საახალწლო განწყობა თიბისისთან ერთად.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები