ნახეთ: ეს ვირუსული რეკლამა მარტოსულ მგელზე AI ტრენდის წინააღმდეგ ილაშქრებს (ვიდეო)
ფოტო: Romance Agency / Intermarché
რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცე ერთმა საშობაო რეკლამამ მოიცვა. სუპერმარკეტების ფრანგულმა ქსელმა Intermarché-მ ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელსაც აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მასშტაბით. ორწუთნახევრიანი კლიპი, რომელიც მგლის გარდაქმნის ისტორიას ხელით ნახატი ანიმაციით აცოცხლებს, კრეატიულ სფეროში ფეხმოკიდებულ AI ტრენდსაც უპირისპირდება და ადამიანური შემოქმედებითობის ძალას გვიჩვენებს.
რეკლამის სიუჟეტი სადღესასწაულო სუფრაზე იწყება, სადაც პატარა ბიჭს საჩუქრად მიღებული მგელი შეაშინებს. ბიჭის გასამხნევებლად და შემოსარიგებლად, საჩუქრის ადრესანტი იწყებს ამბის მოყოლას მარტოსულ მგელზე, რომელსაც ტყეში არავინ ემეგობრებოდა: მის გამოჩენაზე ყველა გარბოდა და იმალებოდა. თუმცა, ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ზღარბის რჩევით მგელი კვების რაციონის შეცვლას და ხილ-ბოსტნეულის მირთმევას გადაწყვეტს. საქმე იქამდე მივა, რომ მგელი საშობაო სუფრაზე სხვა ცხოველებთან ერთად მოილხენს. ვიდეორგოლი კი მგლის სათამაშოსთან ჩახუტებული ბიჭის ჩაძინებით სრულდება... "ყველას გვაქვს მიზეზი, ვიკვებოთ უკეთესად", — ჩნდება წარწერა რეკლამის დასასრულს.
თუმცა, ცხადია, ვიდეორგოლი მხოლოდ უკეთესად კვებისკენ არ მოგვიწოდებს. ფრანგი მომღერლის, კლოდ ფრანსუას, 70-იანი წლების ჰიტით Le mal aimé ("სიყვარულს მოკლებული") გაფორმებული რეკლამა, რომელიც სიმღერის სახელს ატარებს, გვიყვება მეგობრული ურთიერთობების, მიმღებლობისა და გარეგნული მხარის უგულებელყოფის მნიშვნელობაზე — რომ "წიგნი ყდით არ უნდა განსაჯო". თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, ვიდეორგოლისა და მისი შემქმნელების სათქმელი მეტია: ადამიანური ემოცია მხოლოდ ადამიანური შემოქმედებიდან მოდის.
კლიპზე ფრანგული სარეკლამო სააგენტო Romance, ანიმაციურ კომპანიასთან და საპროდიუსერო სტუდიასთან თანამშრომლობით, თითქმის მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში 80-მდე ადამიანი იყო ჩართული და არცერთ ეტაპზე არ იქნა გამოყენებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტი. ამაზე ხაზგასმა შემქმნელებისთვის მნიშვნელოვანია.
"ხელოვნური ინტელექტი ამბავს ვერ მოჰყვება. ამბებს მხოლოდ ჩვენ ვყვებით", — ამბობს Romance-ის მთავარი ქოფირაითერი, ვიქტორ შევალიე, — "ჩვენი რეკლამა ასეთი წარმატებული იმიტომ გამოდგა, რომ მას საკმაო დრო დავუთმეთ".
სააგენტოს განწყობას იზიარებს დამკვეთიც: Intermarché-ს მფლობელი კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათი მიზანი იყო, ეჩვენებინათ, რომ "ადამიანურ ინტელექტს რობოტისგან განსხვავებული ემოციის შექმნა შეუძლია".
კომპანიის ეს გადაწყვეტილება დინების თუ არა, ტრენდის წინააღმდეგ წასვლა ნამდვილად არის: კრეატიულ ინდუსტრიაში გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს უფრო და უფრო ხშირად იყენებენ. მაგალითად, კოკა-კოლამ რამდენიმე კვირის წინ გამოუშვა ახალი საშობაო რეკლამა, რომელიც სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. ბრენდმა ინტერნეტში მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.
Intermarché-ის რეკლამაზე ასეთი მასშტაბური დადებითი გამოხმაურება კი მოწმობს, რომ AI ტრენდის მიუხედავად, ხალხის დიდი ნაწილი ნამდვილ, ადამიანურ შემოქმედებითობას და ემოციას განსაკუთრებულად აფასებს. ამდენად, ბრენდებისთვის მომხმარებელთან კავშირის დამყარება სწორედ ამ ღირებულებაზე გადის. ეგ კი არა, ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ახლა ითხოვს, მგლის ისტორია გაგრძელდეს და სრულმეტრაჟიან ანიმაციად იქცეს...
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
კომენტარები