ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილება შედის: 2026 წლის 1-ელ მარტამდე ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი უნდა შეიქმნას — "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა".

იხილეთ: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე და ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა იქმნება — რა წერია კანონში?

ცვლილების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის მონაცემებს შეაგროვებს და ერთიან საინფორმაციო ბაზაში შეიტანს. ამ სამედიცინო მონაცემებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ექნება წვდომა, მათ კი პოტენციურად იარაღის ტარების ნებართვის ან მართვის მოწმობის გაცემისას გამოიყენებენ. საკანონმდებლო ინიციატივას "საზოგადოებრივი უსაფრთხოების" დაცვის მიზნით ასაბუთებენ.

NEXT.On.ge ფსიქიატრ ეკა ჭყონიას გაესაუბრა. ვიდეოში ფსიქიატრი აგვიხსნის: ვინ მოხვდება რეესტრში, როგორ გაიცემა ზემოხსენებული ნებართვები ახლა და რატომაა კანონი პრობლემური.