EBRD თეგეტა ჰოლდინგს საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საავტომობილო სექტორში განვითარების მასშტაბურ პროექტს იწყებენ. სტრატეგიული თანამშრომლობა საავტომობილო სერვისის რეგიონული ჰაბის გაფართოებას, პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ჰოლდინგის კორპორაციული მმართველობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში EBRD 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გასცემს, ხოლო თეგეტა ჰოლდინგი 7 მილიონ ევროს საკუთარი ინვესტიციით აფინანსებს. მიღებული ფინანსური რესურსი თბილისის შემოვლით გზაზე მდებარე, ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ჰაბის, გეზის ფილიალის გაფართოებას მოხმარდება. სესხის დაფინანსების გარდა, EBRD უზრუნველყოფს ტექნიკური თანამშრომლობის სერვისებს, რომლებიც თეგეტა აკადემიაში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების განვითარებასა და კორპორაციული მმართველობის პრაქტიკების დანერგვას მოიცავს.
შეთანხმებას თეგეტას მრავალფუნქციურ სერვისცენტრში მოეწერა ხელი, რომელიც სატვირთო ავტომობილებს, ავტობუსებსა და კომერციულ ტრანსპორტს აერთიანებს. ხელმოწერის ღონისძიებას EBRD-ს რეგიონული დირექტორი კავკასიის რეგიონში და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “მოხარულები ვართ, რომ EBRD-სთან მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. თეგეტას გამოცდილებითა და ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერით პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად განამტკიცებს კადრების მომზადების სტანდარტებს საავტომობილო სექტორში და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს დასაქმებისა და პროფესიული წინსვლისთვის.
სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი უკვე რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა და მსოფლიო ბრენდ MAN-ის, მიერ A კატეგორიით არის აღიარებული. ფილიალის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის სერვისების მოცულობას და გააძლიერებს თეგეტას და ჩვენი ქვეყნის, როგორც მთავარი ტრანზიტული ქვეყნის, როლს რეგიონში.
საავტომობილო ინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება, მდგრადი განვითარების თანმიმდევრული სტრატეგია და ბიზნესპროცესების გამჭვირვალობა ის კრიტერიუმებია, რომელთა თანხვედრით EBRD-ს მოთხოვნებს სრულად ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, გვაქვს ნდობა და მხარდაჭერა საამისოდ, რომ შვიდწლიანი პროექტის ფარგლებში დასახულ მიზნებს წარმატებით მივაღწიოთ.
ეს არის ინოვაციური სივრცე, რომელიც ერთ ტერიტორიაზე აერთიანებს სატვირთო ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების სრულ სერვისს. ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, მიზნად ვისახავთ ისეთი ზონის შექმნას, რომელიც ადგილობრივ და ტრანზიტულ ათასობით ავტომობილს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს, ხოლო მძღოლებისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს“.
ფოტო: თეგეტა
პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება თეგეტა აკადემიის მხარდაჭერაა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ახალი სასწავლო მოდულები სატვირთო და კომერციული ავტომობილებით დაინტერესებული პირებისთვის. სასწავლო პროგრამებში მინიმუმ 200 მონაწილე ჩაერთვება. ისინი თეორიულ სწავლებას თეგეტა აკადემიაში გაივლიან, პრაქტიკულ სესიებს კი, თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. სწავლება პროფესიონალი ტრენერების მონაწილეობით წარიმართება. ამ პროცესში EBRD და თეგეტა ჰოლდინგი ერთობლივად ჩართავენ ექსპერტთა გუნდს, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას უზრუნველყოფს.
პარტნიორობა ასევე მიმართულია კორპორაციული მმართველობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებისკენ. თეგეტა ჰოლდინგი საქართველოში ერთადერთი საავტომობილო კომპანია, რომელიც ნებაყოფლობით აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, EBRD-ს პარტნიორობით დანერგავს კორპორაციული მმართველობის დამატებით მექანიზმებს, იმისთვის, რომ სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.
EBRD-სთან შვიდწლიანი პროექტის ფარგლებში, თეგეტა ჰოლდინგი საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და მყარად იმტკიცებს პოზიციებს როგორც შიდა, ისე რეგიონულ საავტომობილო ბაზრებზე.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები