OpenAI-მ სურათების გენერირების ახალი მოდელი გამოუშვა — რა უნდა ვიცოდეთ
ფოტო: AaronP/Bauer
OpenAI-მ ფოტოების გენერირების ახალი მოდელი გამოუშვა და როგორც ჩანს, ის Google-ის Nano Banana-ს გაუწევს კონკურენციას. კომპანიის "სურათების გენერირების ახალი მოდელი" უკვე ხელმისაწვდომია ChatGPT Images-სა და API-ში მოდელის სახელით — GPT Image 1.5.
შეინიშნება, რომ ბოლო დროს OpenAI მთავარ კონკურენტს ჩამორჩება. Google Gemini 3-ის ჩაშვების შემდეგ, OpenAI-მ გასულ კვირას GPT-5.2 გამოუშვა. როგორც კომპანია აცხადებს, მათ სურთ, რომ ახალმა მოდელმა ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ღირებულება მოუტანოს.
და, აი, ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ OpenAI კონტრშეტევაზე გადადის — ცდილობს სურათების გენერირებაში Google დაჯაბნოს. ChatGPT Images-ის საკმაოდ მასშტაბური განახლებით, კომპანია გვპირდება უკეთესი სურათების გენერირებას, სურათების უფრო ეფექტიანად რედაქტირებასა და დროის დაზოგვას.
"ნულიდან ქმნით თუ ფოტოს არედაქტირებთ, შედეგს ზუსტად ისეთს მიიღებთ, როგორსაც მოისურვებთ. ჩვენი ახალი სისტემა დეტალებს უცვლელად ინარჩუნებს და სურათებს 4-ჯერ უფრო სწრაფად აგენერირებს", — ამბობენ OpenAI-ში.
გარდა იმისა, რომ ახალი ChatGPT Images სურათების შესაქმნელად გამოყოფილი სივრცეა, ის ასევე ერთგვარი აღმოჩენისა და იდეების გენერირების საშუალებაცაა — ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მოგაწოდოთ იდეები იმაზე, თუ როგორი გამოსახულების შექმნაზე იმუშაოთ.
OpenAI-ში ამბობენ, რომ ახალი ფუნქცია "შექმნილია იმისთვის, რათა სურათების გენერირება უფრო სასიამოვნო გახდეს".
რეალურად, უახლესი განახლება უფრო დახვეწაა, ვიდრე რაიმე სრულიად ახალი. OpenAI-ის წარმომადგენლების თქმით, ChatGPT-ის ახალი გამოსახულების მოდელი უფრო საიმედო იქნება, უკეთესად მოერგება მომხმარებლის სურვილს და დეტალები მეტად თანმიმდევრული იქნება.
როგორ გამოვიყენოთ ახალი ChatGPT Images
OpenAI-ის განცხადების თანახმად, განახლება ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. შესაბამისად, თქვენ მისი გამოყენება ახალ ჩანართის — "სურათები" — საშუალებით შეგეძლებათ. ინსტრუმენტის პოვნა შეგიძლიათ chatgpt.com/images-ზე. სავარაუდოდ, უფასო მომხმარებლებს ძალიან შეზღუდული წვდომა ექნებათ.
გამოსახულების ახალი მოდელი ასევე ხელმისაწვდომია OpenAI API-ში. ფასების შემოწმება შეგიძლიათ OpenAI-ის ვებსაიტზე.
კომენტარები