კატალონიის მთავრობამ 3 მილიონი ევრო გადაუხადა იმ მედია კომპანიებს რომლებიც ამტკიცებენ, რომ შექსპირი, სერვანტესი, კოლომბუსი და სხვები კატალონიიდან იყვნენ.

ეს ინფორმაცია კატალონიის ვიცე-პრეზიდენტმა, პრესასთან საუბარში თქვა. მისი განცხადებით, 2012 წლიდან ფული ორ მედია საშუალებებს ერიცხებოდა. ორივე, ალბერტ კოდინასის მფლობელობაშია. გარდა მედია საშუალებებისა, ის New History Institute (INH) ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია.

ნურია ჯორაქი, რომელიც TV3-ის არხს ფლობს, განაცხადა რომ ახალი ისტორიის ინსტიტუტის ექვსი ფილმის გაშვებაში, 184 000 ევრო გადაიხადეს.

პროგრამაში წარმოჩენილი იყო კატალონიელების როლი, რის შედეგად ევროპელებმა ამერიკა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ნახსენებიც იყო დონ კიხოტის ავტორი, მიგელ დე სერვანტესი. გადაცემის მიხედვით, ცნობილი ავტორი სინამდვილეში კატალონიაში ცხოვრობდა და ესპანური ინკვიზიციის გამო, იძულებული გახდა, რომ თავისი ნამდვილი სახელი შეეცვალა. იქვე ამტკიცებენ, რომ ლეონარდო და ვინჩიც სწორედ რომ კატალონიელია.

დოკუმენტური ფილმი სერვანტესზე ამტკიცებს, რომ ესპანეთის ლიტერატურის გიგანტი სინამდვილეში ჯოან მიგელ სირვენტია, რომელიც კატალონიაში ცხოვრობდა და არა ლა-მანჩაში. აღსანიშნავია, რომ დონ კიხოტში მოქმედება, სწორედაც რომ ლა-მანჩაში ვითარდება. ფილმი ასევე ამტკიცებს, რომ შექსპირი და სერვანტესი სინამდვილეში ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ. ფილმის ავტორის, მიგელ ივგერდოს განცხადებით, კატალონურად seré რომელიც მომავალ დროს გულისხმობს და ესპანურად soy რაც ახლანდელი დროის აღმნიშვნელია, ერთად ჟღერს როგორც "I will be and am". (მე ვიქნები და ვარ) ივგერდოს განცხადებით, ცხადია რომ ფრაზა სირვენტს გულისხმობს.

The Cervantes documentary claims that the giant of Spanish literature was in fact Joan Miquel Sirvent, a Catalan from Alicante in south-east Spain – nowhere near Don Quixote’s La Mancha – and that “Cervantes” and Shakespeare were one and the same person. Among author Miquel Izquierdo’s abstruse arguments is that will, seré in Catalan, and am, soy, together mean “I will be and am”. According to Izquierdo, “from here it’s clear” that it refers to Sirvent.

ორგანიზაცია 2007 წელს დაარსდა და თეორიის დასადასტურებლად, უამრავი წიგნი და დოკუმენტური ფილმი აქვს გამოშვებული. მათი მტკიცებით, კოლუმბუსი კატალონიიდან იყო და ერაზმუს როტერდამელი მისი უკანონო შვილია. ორგანიზაციას ასევე სხვა თეორიებიც აქვთ, მაგალითად, მოგზაური ფრანსისკო პისარო რომელიც მიჩნეულია რომ მოღვაწეობა დასავლეთ ესპანეთში, ღორის მწყემსობით დაიწყო, სინამდვილეში თურმე კატალონიიდან ყოფილა. იგივე თეორია აქვთ ტერეზა ავილაზე, იდუმალებით მოცულ ქრისტიან წმინდანზე რომელიც გადმოცემის მიხედვით, ებრაული ოჯახიდან იყო.

ესპანელი ისტორიკოსების უმეტესობას, ძალიან არ მოწონს თუ რამხელა მნიშნველობას ანიჭებს, სხვა მხრივ სოლიდური მედია საშუალებები ამ თეორიებს.

ვისენტ ბაიდალი, ისტორიკოსი და სამართლის პროფესორია. მას თანა ავტორთან ერთად, წიგნი აქვს დაწერილი კატალონიის ფსევდო ისტორიის წინააღმდეგ. მისი განცხადებით:

"ორგანანიზაციის წარმომადგენლები ისტორიკოსებიც კი არ არიან და წარმოდგენა არ აქვთ სერიოზული გამოძიება როგორ უნდა ჩაატარონ. ასევე ისიც არ იციან ისტორიული დოკუმენტი როგორ უნდა მოიძიონ".

გაბრიელ რუფლანის, კატალონიის მემარცხენე პარტის წამომადგენლის განცხადებით, ადგილობრივმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს IHN-ის დაფინანსება. მათი მტკიცებით:

"არც ერთი ფსევდო მეცნიერი არ უნდა დაფინანსდეს ხალხის ფულით, რადგან ეს მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კატალონიელები სულელ და არასერიოზულ იდიოტებად გამოჩდნენ".