შენც შეგიძლია! — როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში
ფოტო: EU
საკუთარი საქმის დაწყება ყოველთვის არაა მარტივი. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენი მოვალეობაა ზრუნვა სახლზე, ბავშვებსა და მშობლებზე, თუ ხელს არავინ გიწყობს და ხშირად გაუგებარია, საიდან დაიწყო საქმის კეთება. თუმცა, არსებობს ბევრი საერთაშორისო პროგრამა, რომლებიც ქალებს საკუთარი ბიზნესის დაწყებაში, განათლების მიღებასა და საკუთარი ეკონომიკური უფლებების დაცვაში ეხმარება. როგორ გავერკვეთ ამ ყველაფერში? ამაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ღია ბარათები დაგეხმარებათ, რომელიც ევროკავშირის ყველა მიმდინარე პროექტს აერთიანებს და ქალებს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში ეხმარება.
მინდა საკუთარი ბიზნესის დაწყება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებს ჩემი იდეა თუ არა. ვის შეუძლია რჩევის მოცემა?
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის, განსაკუთრებით ქალთა ბიზნესის განვითარებას, მითუფრო საქართველოს რეგიონებში, ხშირად — სასოფლო და არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ტერიტორიებზე. ამიტომ, არ იფიქროთ, რომ თბილისში უნდა ცხოვრობდეთ, უნდა გქონდეთ უმაღლესი განათლება ან ჩამოყალიბებული ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირის დახმარება მიიღოთ — პირიქით!
ევროკავშირი ხელს უწყობს მთელ რიგ პროგრამებსა და ბიზნესის მხარდამჭერ საშუალებებს, რომლებიც მოგაწვდიან შესაბამის რჩევებს, გაგიწევენ პრაქტიკულ დახმარებას და გამოგიყოფენ დაფინანსებასაც კი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.
აი, რამდენიმე მაგალითი:
თუ გსურთ მხარდაჭერის მიღება სოფლის მეურნეობაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) მოგაწვდით ინფორმაციას და რჩევებს, გაგიწევთ ფინანსურ დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით; ამ პროგრამით 2013 წლის შემდეგ ასობით ათასმა ფერმერმა ისარგებლა. პროგრამის ინტერაქტიული რუკით შეძლებთ იპოვოთ რეგიონული ინიციატივები, კონტაქტები, საინფორმაციო ცენტრები და კოოპერატივები თქვენ მახლობლად.
პროგრამა მერები ეკონომიკური ზრდისთვის ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკონომიკურ ზრდა-განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში ეხმარება. ამ პროგრამაში მონაწილე ათეულობით ადგილობრივი ხელისუფლებიდან სამი — ბოლნისი, გორი და თბილისი საპილოტე პროექტებს ახორციელებს, მათ შორის მხარს უჭერს ახალ საწარმოებს ტრენინგებით და ბიზნესის განვითარების საშუალებებით; ისინი უზრუნველყოფენ ქალთა თანაბარ ხელმისაწვდომობას განვითარებისთვის საჭირო ყველა საშუალებაზე.
რჩევები ბიზნესის შესახებ ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ფულია საჭირო. როგორ მივიღო დაფინანსება, თუ არ მაქვს არც ფული და არც ბიზნესის მართვის გამოცდილება?
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში (ENPARD) უამრავი გრანტია ხელმისაწვდომი სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის. ეწვიეთ განაცხადების ნაწილს პროგრამის ვებ-გვერდზე და ნახეთ მიმდინარე საგრანტო კონკურსების სია.
მიუხედავად იმისა, რომ მერები ეკონომიკური ზრდისთვის ინიციატივის ფარგლებში გრანტები არ გაიცემა, ეს ინიციატივა დაფინანსების მიღებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, SPARK ბიზნესის აქსელერატორი, რომელიც პროექტის ფარგლებში თბილისში დაარსდა, ახალ ბიზნეს-საწარმოებს ბიზნეს-გეგმის მომზადებაში დახმარებას სთავაზობს და გაძლევთ პოტენციურ ინვესტორებთან და დაფინანსების წყაროებთან კონტაქტის დამყარების საშუალებას.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროგრამა მსურველებს სთავაზობს სესხებს, რომლებიც სპეციალურად ქალებზეა მორგებული. პროგრამას ქალები ბიზნესში დაგაფინანსებთ როგორც ბიზნესის დასაწყებად, ისე ბიზნესის განვითარების მიზნით. პროგრამა თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან: საქართველოს ბანკთან და TBC ბანკთან და მეწარმე ქალებს შეღავათიან პირობებს სთავაზობს ახალი ბიზნეს-იდეების, ან არსებული ბიზნესის გაფართოების დასაფინანსებლად. EU4Business ინიციატივის რამდენიმე სხვა პროექტი, ადგილობრივ ბანკებთან თანამშრომლობით, მცირე და საშუალო საწარმოებზე სესხების გასაცემად ხორციელდება და მოიცავს როგორც მიკროდაფინანსებას, ისე მსხვილ საინვეტიციო სესხებს.
უკვე მაქვს ბიზნესი, მაგრამ მჭირდება დახმარება მის შემდეგ საფეხურზე გადასაყვანად. არსებობს ევროკავშირის მხრიდან რაიმე სახის მხარდაჭერა ჩემთვის?
თუ უკვე გაქვთ ბიზნესი და აპირებთ მის განვითარებას, თქვენთვის ხელმისაწვდომია დაფინანსება და ტრენინგი მთელი რიგი პროგრამების საშუალებით EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ეხმარება კერძო სექტორის განვითარებას მთელ საქართველოში.
სესხების გაცემის გარდა, ინიციატივა ქალები ბიზნესში გთავაზობთ ტრენინგს და დაფინანსებულ საკონსულტაციო მომსახურებას, რომლებიც კონკრეტულად იმ ბიზნესებზეა მორგებული, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. პროგრამა ასევე გთავაზობთ პერსონალიზებულ ონლაინ საშუალებას, ბიზნეს-ობიექტივს თქვენი ბიზნესის შესაფასებლად და იმ მხარდაჭერის სანახავად, რომლის მიღებაც შეგიძლიათ.
ფოტო: EU
გარდა ამისა, ინიციატივის EU4Business ზოგიერთი პროგრამა გთავაზობთ დაფინანსებას გაცილებით დიდი ბიზნესისთვის, მაგრამ სხვები, მაგალითად: DCTA Initiative East გასცემს მიკროდაფინანსების სესხებს 25,000 ევრომდე. ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) ასევე გასცემს მცირე სესხებს (სესხის საშუალო ოდენობა — 14 300 ევრო) ყველაზე პატარა ბიზნესებისთვის (10-ზე ნაკლები თანამშრომელი) ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა და მომსახურება. ვებსაიტზე მოცემულია დაფინანსების პროგრამების სრული სია EU4Business ინიციატივის ფარგლებში ასევე, იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელიც გთავაზობთ ტრენინგს და ბიზნეს-კონსულტაციებს და იმ პროექტების სია, რომელიც სხვადასხვა ბაზარზე გასვლაში დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, ქართველი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია ევროპის მეწარმეთა ქსელი, რომელიც ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს პარტნიორების პოვნაში ბიზნესის და ტექნოლოგიის სფეროში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.
არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მინდა ბიზნესის დაწყება, მაგრამ მინდა ახალი უნარების ათვისება. შეუძლია ევროკავშირს ამაში დამეხმაროს?
ტრენინგი და უნარები ევროკავშირის მხარდაჭერის უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოში და პროფესიული განათლებისა და ტრენინგისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი დაფინანსება. ევროკავშირმა ახლახან დაიწყო 150 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს პროფესიული განათლების მიღებას და შრომის ბაზრის განვითარებას. 5-წლიანი პროგრამა საქართველოს 105 000 მოქალაქეს დაეხმარება დასაქმებაში. რაც შესაძლებელი იქნება მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გავრცელებით, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესებით, და სამეწარმეო ტრენინგის მხარდაჭერით.
რაც შეეხება პირდაპირ მხარდაჭერას, ინდივიდუალური EU4Youth პროგრამები – თქვი დიახ: სამუშაო უნარები, ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და მონაწილეობის მხარდაჭერა კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში, დასაქმების გაუმჯობესების პოტენციალის მხარდაჭერა და უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის — აქცენტს აკეთებს 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების უნარებზე, განსაკუთრებით საქართველოს ნაკლებად ხელსაყრელი პირობების მქონე რეგიონებში; პროგრამები ახალგაზრდებისთვის უზრუნველყოფს ტრენინგს, რჩევებს და სტაჟირებას შემდგომ დასაქმების მიზნით.
30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებს ევროკავშირი სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობებს მისი ერაზმუს + ახალგაზრდობის პროგრამებით. თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ საქართველოს 10,000 ახალგაზრდა მოქალაქეს, რომლებმაც უკვე აითვისეს ახალი უნარები და მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობით, ან მოხალისედ საზღვარგარეთ მუშაობით ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში.
ხოლო თუ უმაღლეს განათლებას ღებულობთ, ერაზმუს + პროგრამა გთავაზობთ სტუდენტურ გაცვლებს და სამაგისტრო პროგრამებს ევროპაში. პროგრამის ვებსაიტზე გაიგებთ მეტს ყველა შესაძლებლობის შესახებ, მათ შორის მიიღებთ ინფორმაციას განაცხადის შეტანის შესახებ.
არსებობენ ქალები, რომლებმაც ჩემსავით დაიწყეს საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით?
ასეთი ქალი უამრავია!
ნატამ, მანანამ, ირინამ და დალიმ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) გრანტი მიიღო. ნატა და ირინა თბილისიდან არიან, მანანა — წალკიდან, დალი კი — ზემო ალვანიდან. ნატალიას მოჰყავს კიტრი, ირინას — პომიდორი, მანანა ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს ხელმძღვანელობს, ხოლო დალი აწარმოებს თაფლს და საგანმანათლებლო კურსებს ატარებს. ყველა მათგანმა განავითარა საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის ტრენინგის და გრანტის დახმარებით.
ირინა გლოველმა და თეკლა მამაგეიშვილმა საკონსულტაციო მომსახურება მიიღეს პროგრამიდან ქალები ბიზნესში. პროექტი თეკლას თვალის კლინიკის საქმიანობის უფრო სტრატეგიულად დაგეგმვასა და ფინანსური რესურსების მოზიდვაში დაეხმარა, ხოლო ირინამ საკუთარი საინჟინრო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მოსაწესრიგებლად დახმარება მიიღო, რამაც მისი მოგება 7.5%-ით გაზარდა.
მანანა ჩქარეული სახლში მუშაობდა მკერავად. EFSE პროგრამის სესხების დახმარებით მან შეძლო საკუთარი აღჭურვილობის განახლება, სათანადო სამუშაო სივრცის და პერსონალის დაქირავება საკუთარი ბიზნესის განვითარების მიზნით. მალე მისი კომპანია დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდება.
დიანა ბაქრაძემ და ანა ვარამაშვილმა პროექტის დაუცველი ახალგაზრდობის მხარდაჭერა საქმიან მოქალაქეებად გახდომაში სწავლის, ტრენინგის და დასაქმების დახმარებით ფარგლებში უნარების ტრენინგითა და სტაჟირებით ისარგებლეს, რაც დამოუკიდებელი პროფესიული ცხოვრებიკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კიდევ უფრო მეტ წარმატების ისტორიის სანახავად ეწვიეთ ვებსაიტს, გაიგეთ მეტი ქალაქ ბოლნისის ჩართულობაზე პროექტში მერები ეკონომიკური ზრდისთვის და შეიტყვეთ ხუთი ქართველი ქალის შესახებ, რომლებმაც ისარგებლეს ევროკავშირის დახმარებით სხვადასხვა სექტორებში.
ვის უნდა ვთხოვო დახმარება?
ეწვიეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ვებსაიტს და იპოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია საქართველოს ყველა სხვადასხვა რეგიონისთვის, გადაამოწმეთ პროგრამის ინტერაქტიული რუკა რეგიონული ინიციატივების, კონტაქტების, საინფორმაციო ცენტრების და კოოპერატივების საპოვნელად თქვენ მახლობლად.
ეწვიეთ პროგრამის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ვებსაიტს, იხილეთ, არის თუ არა თქვენი ქალაქი ხელმომწერთა შორის და რას აკეთებს ის დასაქმების და ბიზნესის მხარდასაჭერად თქვენს მახლობლად.
თუ უკვე გაქვთ ბიზნესი და ეძებთ საშუალებას მისი განვითარებისთვის, იხილეთ ტრენინგის და დაფინანსების არსებული შესაძლებლობები პროგრამის ფარგლებში EU4Business საქართველოში.
განათლების და ახალგაზრდებისთვის საინტერსო პროექტებისთვის დაუკავშირდით ეროვნულ ერაზმუს + ოფისს საქართველოში.
არ დაგავიწყდეთ, თვალი მიადევნოთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდს უახლესი ინფორმაციის მისაღებად და ახალი შესაძლებლობების გასაცნობად.
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
კომენტარები