"მშრალი და ძალიან მოსაწყენი", — ასე აფასებს პრეზიდენტის გამოსვლას დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი. მისივე თქმით, ვერ დაინახა ის თუ რა არ მოსწონს პრეზიდენტს ხელისუფლების მიმართ.

"ის არ არის მხოლოდ უმრავლესობის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა რომ უმრავლესობის და მათ შორის ჩემი მხარდაჭერით არჩეულია. მე ველოდი რომ ის იქნებოდა ზეპარტიული. ველოდი რომ უფრო კრიტიკული იქნებოდა, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მიმართ. აქ არის ბრალეულობა ხელისუფლებისა იმ კრიზისის მიმართ, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა", — განაცხაად დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილისგან განსხვავებით, მისი ყოფილი თანაგუნდელი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით კმაყოფილია. მისი თქმით, თვითონ რომ მდგარიყო ტრიბუნაზე, იმავე თემებზე გააკეთებდა აქცენტს.

ზურაბიშვილს აკრიტიკებენ ენმ-შიც. როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილმა ისეთ საკითხებზე ისაუბრა, თითქოს არა ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ უცხო პლანეტიდან ჩამოსული იყო.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 4 მარტს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრებოდა. ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქცია დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.

გაიგეთ მეტი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე: