ხალვაშის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ რუსთავი 2-მა რეიტინგების მთვლელი კომპანია შეცვალა
ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა რეიტინგების მთვლელი კომპანია შეცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ თივი ემარ საქართველოში, რომლის მომხმარებელიც არხი იყო და ახალი პარტნიორი ტრი მედია ინტელიჯენსიც.
როგორც თივი ემარ საქართველოს დირექტორმა, ნინო გოგოლაძემ On.ge-ს განუცხადა, რუსთავი 2-მა პირველი იანვრიდან მათთან ხელშეკრულება აღარ გააფორმა. On.ge-ს სურდა არხის დირექტორის, პაატა სალიასგან მოესმინა რეიტინგების მთვლელი კომპანიის შეცვლის მიზეზი, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
სწორედ არხის მფლობელისა და დირექტორის შეცვლის შემდეგ დაიწყო რუსთავი 2-ზე რეიტინგის კლება და თითქმის განახევრდა. რეიტინგი არხის სახეებისა და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ახალ არხზე გადასვლასთან ერთად ეცემოდა.
მანამდე არსებული მენეჯმენტი, ნიკა გვარამია დირექტორობის დროს, მუდმივად რჩებოდა თივი ემარ საქართველოს მომხმარებელი. გვარამიას მსგავსად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიებისთვის ტრი მედია ინტელიჯენსის საქმიანობა კითხვის ნიშნებს აჩენს.
რუსთავი 2-ის მსგავსად რეიტინგების მთვლელი კომპანიის შეცვლა არ მოუწევთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს: მთავარ არხს, ფორმულას, TV პირველსა და კავკასიას. გადაწყდა, რომ თივი ემარ საქართველო ბაზრიდან აღარ გავა და საქმიანობას გააგრძელებს.
როგორ გაჩნდა თივი ემარ საქართველოს კონკურენტი
იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა აცხადებდა ერთსა და იმავეს – სარეკლამო ბაზარზე რეიტინგების მთვლელი ორი კომპანიის საჭიროება არ არსებობდა, 2016 წლიდან ბაზარზე ოპერირება დაიწყო ტრი მედია ინტელიჯენსმა. კომპანიის ბაზარზე შემოსვლიდან მალევე გაირკვა, ვინ შეიძლება ყოფილიყო მათი მომხმარებელი და ვინ – არა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სატენდერო პირობები შეცვალა, იმედი კი აცხადებდა, რომ "მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში" ითანამშრომლებდა. ტრი მედია ინტელიჯენმსმა შეთანხმებას ვერ მიაღწია მაშინ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიებათან: რუსთავი 2-თან, TV პირველთან, კავკასიასთან და ა.შ.
წლების განმავლობაში ტრი მედია ინტელიჯენსი თი-ვი ემ-არ საქართველოზე გაცილებით დაბალ ფასად სთავაზობდა მომსახურებას საჯარო უწყებებს და ტელევიზიების ერთი ნაწილი მისი მომხმარებელი გახდა, თუმცა ამან კონკურენტის მუშაობას ხელი მაინც ვერ შეუშალა.
თი-ვი ემ-არ საქართველოსთვის პრობლემები 2016 წელს არ დაწყებულა. ამას წინ უსწრებდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან რამდენიმეთვიანი სასამართლო დავა. უწყება მათგან იმ ოჯახების მისამართების მიწოდებას ითხოვდა, სადაც რეიტინგის მთვლელი მოწყობილობები იდგა. თი-ვი ემ-არ საქართველო მიიჩნევდა, რომ თუ მისამართებს გაამხელდნენ, რეიტინგების გაზომვა სანდოობას დაკარგავდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები