სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან საოკუპაციო ძალებმა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალები ისროლეს. უწყებაში განმარტავენ, რომ შემთხვევა გუშინ, 14 თებერვალს, 20 საათზე მოხდა.

"მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", — აცხადებენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურებულა ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.