სენატმა დონალდ ტრამპი გაამართლა, ისტორიული იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა
ამერიკის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის ისტორიული პროცესი დასრულდა.
სენატში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: უფლებამოსილების გადამეტების საკითხში — 52-48, ხოლო კონგრესისთვის ხელის შეშლის ბრალდებაზე — 53-47. იმისთვის, რომ სენატს დონალდ ტრამპი დამნაშავედ ეცნო, ხმების ორი მესამედი იყო საჭირო. ნომებერში ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც იმპიჩმენტის მოთხოვნის შემდეგ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
დონალდ ტრამპის ოპონენტებმა იმპიჩმენტის პროცედურები სენატში დეკემბერში დაიწყეს, ისინი პრეზიდენტს უკრაინელ კოლეგაზე, ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ბრალდების მიხედვით, ტრამპმა პოლიტიკური გავლენა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ზელენსკის "დემოკრატიული პარტიის"კანდიდატ, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.
ამერიკის ისტორიაში ეს იმპიჩმენტის მესამე შემთხვევა იყო. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ "საბოლოო განაჩენს" საზოგადოება 9 თვეში არჩევნების დროს გამოიტანს.
დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ გამოუცხადა. რის შემდეგაც საქმე განსახილველად სენატს გადაეცა. იმპიჩმენტისთვის 216 ხმა იყო საჭირო, თუმცა ტრამპმა უფრო მეტი მიიღო. პირველ ბრალდებას — ძალაუფლების ბოროტად გამოყენება — 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 197 კი წინააღმდეგი იყო, 1-მა თავი შეიკავა. მეორე ბრალდებას — კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლა — 229 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 198 იყო.
ხმები პრაქტიკულად პარტიების მიხედვით გაიყო და თითქმის ყველა დემოკრატმა იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, რესპუბლიკელებმა კი პირიქით.
იმპიჩმენტის საფუძველი
ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი გახდა, რომელიც ივლისში შედგა, თუმცა მისი დეტალური შინაარსი მხოლოდ სექტემბერში გახდა ცნობილი.
საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, გამოძიება დაეწყო 2020 წლის არჩევნებში მისი სავარაუდო კონკურენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სატელეფონო საუბრამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ორი თვით შეაჩერა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დახმარების შეჩერება აღიარა და გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ევროპის სხვა ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას არასათანადოდ ეხმარებიან. სექტემბრის შუა რიცხვებში კი 400 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინამ, საბოლოოდ, მიიღო.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილება. მისი შვილი ჰანტერ ბაიდენი 2014-2019 წლებში კომპანია ბურისმაში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ყოფილმა გენპროკურორმა ვიქტორ შოკინმა კომპანიის მფლობელის, ნიკოლაი ზლოჩევსკის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უკრაინის ხელისუფლებამ ბურისმას საქმე 2017 წელს დაასრულა და ვერანაირი დარღვევა ვერ გამოავლინა.
შოკინის საქმიანობით დასავლეთში არაერთი ლიდერი იყო უკმაყოფილო, რადგან ამბობდნენ, რომ ის კორუფციას არასათანადოდ იძიებდა. 2015 წლის დეკემბერში კიევში ვიზიტისას ჯო ბაიდენმა შოკინის გათავისუფლებაც მოითხოვა. საბოლოოდ, გენპროკურორი თანამდებობიდან 2016 წელს გადააყენეს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები