10 საათისთვის საიას დამკვირვებლებმა 17 საჩივარი დაწერეს და 5 შენიშვნა დააფიქსირეს
ფოტო: კესო მამფორია / On.ge
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ამ დროისთვის საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 17 საჩივარი დაწერეს და 5 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფიქსირდა პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ არსათანადო ქცევასთან დაკავშირებით, კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების რამდენიმე ფაქტი.
რამდენიმე დარღვევა საიას დამკვირვებლის მითითების ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის მითითების შედეგად აღმოიფხვრა.
საია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც აღიქმება, როგორც კონტროლი ამომრჩევლის ნებაზე.
ასევე, ორგანზიაცია მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ არჩევანის დაფიქსირებისას ნება თავისუფლად გამოავლინონ და არ დაარღვიონ საარჩევნო კანონმდებლობა კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღებით.
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა
თელავის #13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ საიას დამკვირვებელს. მას არ მისცეს შესაძლებლობა, გასცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საიას თხოვნით, ჩაერია პროცესში.
მარნეულის #48 უბანზე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის პროცედურებს არ დაასწრო დამკვირვებლები.
კომისიის წევრის მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება
ჭიათურის #14 უბანზე კომისიის წევრმა წინასწარ დაარტყა ბეჭედი 2 ბიულეტენს.
ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე
სამგორის #8 უბანზე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციის დროს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების „All Media“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.
წილისყრის პროცედურების დარღვევები
დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში მონაწილეობაზე ან უკვე წილისყრის ჩატარების შემდეგ, აღნიშნული ფუნქციის გამოვლენისას, უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის წაღებაზე (მთაწმინდის #8, გორის #79 და #64, ზუგდიდის #9 უბანზე.)
საიასთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ასეთ დროს კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ასეთი წევრები არც სხვა ფუნქციების გამოსავლენ წილისყრაში მიიღებდნენ მონაწილეობას და შეასრულებდნენ თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
საიას მიაჩნია, რომ კომისიის წევრების მიერ წილისყრაზე უარი ან წილისყრის შედეგად გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე უარი, წარმოადგენს კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვან ან ბრალეულ შეუსრულებლობას, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების პროცედურების კანონის მოთხოვნების თანახმად წარმართვას.
საიას ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურამდე, 7 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავდა კენჭისყრის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაეშვა. ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს და არ გაჰყვება გადასატან ყუთს.“[1]
ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება კანონა: საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს.
საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურზე აღნიშნული საკითხი საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს განმარტებით, გადასატან ყუთზე გაყოლა საარჩევნო კომისიის წევრის ვალდებულებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ განმეორებითი კენჭისყრის დღეს 22 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული კომისიის წევრები გაყვნენ გადასატან ყუთს.
ასევე სასამართლომ განმარტა, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება უნდა მიეცა ასეთი კომისიის წევრისათვის მონაწილეობა მიეღო შემდგომ წილისყრაში კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გამოვლენის დროს.
თელავის #13 უბანზე საარჩევნო კომისიების წევრებმა თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები.
თელავის #45 უბანზე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ წილისყრაში არ მიაღებინა მონაწილეობა არც "ქართული ოცნების" და არც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებს. თავმჯდომარემ განმარტა, რომ ხელმძღვანელობდა ცესკოს მიერ 23 ოქტომბერს მიღებული #72/2016 დადგენილებით. საიას დამკვირვებელმა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეატყობინა, რომელმაც შესაბამისი მითითება მისცა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი დაიწერა.
არაუფლებამოსილი პირები საარჩევნო უბანზე
მთაწმინდის #20 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის ოთახში იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, დაცვის პოლიციის თანამშრომლები. საუბნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული პირები უბანზე 8 საათამდე უნდა ყოფილიყვნენ. საიას დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა დატოვეს უბანი.
საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული ხარვეზები
ნაძალადევის #27 უბანზე საკონტროლო ფურცელზე პირველი ამომრჩევლის მონაცემების ნაცვლად მიუთითეს დამკვირვებლის მონაცემები. უბანზე მიიტანეს ახალი საკონტროლო ფურცელი, რის გამოც კენჭისყრის პროცესი 20 წუთის შემდეგ დაიწყო.
ქუთაისის #47-ე ოლქის #8 უბანზე საკონტროლო ფურცელი არასწორად შეივსო. არასწორად არის მითითებული ოლქის ნომერი.
ქუთაისის #49-ე ოლქის 80 უბანზე ასევე დაფიქსირდა საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსების ფაქტ. საკონტროლო ფურცელზე ხელმოწერა დაავიწყდა კომისიის 2 წევრს.
მარნეულის #68 უბანზე 7 საათზე (უბნის გახსნის დროისათვის) უბანს არ მიეწოდებინა ელექტროენერგია. კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრები კაბელის მოსატანად გააგზავნა.
30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 400-მდე დამკვირვებლით აკვირდება.
-
დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა
გადახედვა
-
სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა
გადახედვა
-
ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
გადახედვა
-
რომის პაპი: ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება რომის პაპი: ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება
გადახედვა
-
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს
გადახედვა
-
ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
გადახედვა
-
პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა
გადახედვა
-
თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
-
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს
გადახედვა
-
26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
გადახედვა
-
მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო) მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო)
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
კომენტარები