საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პრესკონფერენციას — ერთი ევროპა ერთი კავკასია უმასპინძლა. ამ პროგრამას "შემოქმედებითი ევროპის" ფარგლებში ევროკავშირი აფინანსებს.

ერთი ევროპა ერთი კავკასია 27 თვიანი პროგრამაა, რომელიც 4 პარტნიორს აერთიანებს და მოიცავს აქტივობებს შემოქმედებითი განათლების, სოციალური ჩართულობისა და საერთაშორისო სამხატვრო მიმართულებით. პროგრამას აქვს ფესტივალი — ერთი კავკასია, რომელიც საქართველოს საზღვრისპირა რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ხორციელდება.

პრესკონფერენციაზე პროგრამის პარტნიორებმა ავსტრალიიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან წარმოადგინეს მიმდინარე გეგმები და მოდულები

პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება:

  1. ერთიანი კავკასიის პროგრამა და ფესტივალი — ამ მოდულში გამოიყენება უნიკალური სივრცე, რომელიც აერთიანებს კავკასიელ ახალგაზრდებს კონფლიქტური მხარეებიდან და მის მიღმა. გაერთიანების მიზანი ახალი საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამხატვრო და საგანმანათლებლო ინიციატივებია ქვემო ქართლისთვის. მოდული შედგება ახალი ფორმატის საერთაშორისო ფესტივალის ორი გამოშვებისგან: თავისუფალი დასწრება, მონაწილეებზე მორგებული, მულტი-აქტორული ფესტივალი თანამონაწილეობითი არქიტექტურის ინიციატივებით (აგვისტო, 2020, 2021). ამას გარდა, პროექტი მოიცავს ხელოვანებისა და ტრენერების გუნდების მიერ შექმნილ გრძელვადიან საგანმანათლებლო პროგრამას;
  2. "ინტერ-3-ლაბი" (Inter3Labs) — მოიცავს ინტედისციპლინურ, საერთაშორისო და თანა-სექტორულ, კვლევაზე დაფუძნებულ ინიციატივებს. აქ ხელოვანები და ექსპერტები ერთად იმუშავებენ ცალკეულ სოციალური გარიყვის რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან (განსაკუთრებული აქცენტით მიგრანტებზე და დევნილებზე). განხორციელდება ავსტრიაში, პოლონეთსა და პორტუგალიაში;
  3. "ერთიანი ევროპა ერთიანი კავკასია" მულტიმედია და გაგრძელება — მოიცავს 5 დოკუმენტური ფილმისა და 5 საგანმანათლებლო ანიმაციის შექმნას. ფილმები One Caucasus-ის პროგრამის ორ გამოშვებასა და ინეტ-3-ლაბების წარმოჩენას ემსახურება, ხოლო ანიმაციები პროექტის განმავლობაში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების წარმოჩენას.