ერთმანეთი გავიტანეთ იმით, რაც გვქონდა — ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები პენსიონერები
ოკუპირებული ახალგორიდან ხუთთვიანი შეზღუდვის შემდეგ გამოსულმა პენსიონერებმა განაცხადეს, რომ პენსიის არქონისას გადარჩენაში ერთმანეთს ეხმარებოდნენ. მათი თქმით, სახლში მოყვანილ პროდუქტებს მოიხმარდნენ და "ერთი-მეორე ასე გაიტანეს".
"კიდე კაი შემოდგომაა და რაღაცა გვქონდა ჩვენ ოჯახებს... ყველა ბიჭს ვეუბებოდი, ჩემს სახლში მოდით, შიმშილით არ დაიხოცოთ-მეთქი", — აცხადებენ ისინი.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პენსიონერებმა თქვეს, რომ წეროვანში აპირებენ წასვლას, რომ შვილები და შვილიშვილები ნახონ და პენსია აიღონ, "თუ მოასწრებენ" მათ ექიმთან მისვლაც უნდათ.
"აბა, ვის არ ენატრება შვილები, შვილო... რაც გვქონდა წამოვუღეთ", — ამბობენ ისინი.
პენსიონერები ამბობენ, რომ აღებული პენსიით ვალები უნდა გადაიხადონ, რადგან პროდუქტსა და მედიკამენტებს ვალად იღებდნენ.
საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით და მხოლოდ პენსიონერებისთვის დროებით გახსნა. ოკუპირებული რეგიონიდან ხუთი თვის განმავლობაში პირველად სამარშრუტო ტაქსი გამოვიდა, რომელშიც რამდენიმე ასაკოვანი პირი იჯდა. მათი თქმით, ოჯახის წევრების ნახვას და პენსიის აღებას აპირებენ.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტი 10 დღით გაიხსნა და გადმოსვლა ჯერ მხოლოდ იმ პენსიონერებს შეუძლიათ, რომლებსაც არ აქვთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშვი და იღებენ მხოლოდ ქართულ პენსიას.
ახალგორელი მოახლეობა ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, რაც, საბოლოოდ, პროტესტში გადაიზარდა. მათ დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვს განუცხადეს, რომ თუ გამშვებს პუნქტს არ გახსნიდა ისინი ე.წ. პასპორტებს დათმობდნენ, რადგან ოკუპირებულ რეგიონში არც პენსია ჰქონდათ და არც სამსახური, რომ თავი ერჩინათ ან სამედიცინო დახმარება მიეღოთ. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ადგილობრივები პენსიის ასაღებად გადასვლას და უკან დაბრუნებას შეძლებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება გამშვები პუნქტი ავადმყოფებისთვის.
ჩაკეტილი გამშვები პუნქტები და ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე
ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაპირისპირების მიზეზი აგვისტოს ბოლოს გახდა. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას ტერიტორია მათ მიერ ოკუპირებული სოფელ წნელისის შემადგენლობაში შედიოდა და პოლიციის საგუშაგოს დაშლას მოითხოვდა, რისთვისაც ქართულ მხარეს ულტიმატუმი წამოუყენა და რამდენიმე საათი მისცა. რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ქართულმა მხარემ მოთხოვნები არ შეასრულა და საგუშაგო არ დაშალა. პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ "ჰუმანიტარულ ოპერაციას" დაიწყებდნენ და ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, რამაც ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
მოსახლეობას რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება არ შეეძლო და ვერც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდა. იმის გამო, რომ ე.წ.-მა მესაზღვრეებმა პაციენტი გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს, ის გარდაიცვალა.
პაციენტების დახმარების მიზნით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიპარა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც დააკავეს და ე.წ. საზღვრის არაღიარების გამო 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გაფრინდაშვილი სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტმა შეიწყალა.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები