დადასტურდა, რომ თსუ-ს რექტორის ნაშრომში პლაგიატია — იაგო კაჭკაჭიშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაშრომი, რომლითაც დისერტაცია დაიცვა პლაგიატია. ამის შესახებ ინფორმაცია ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა გაავრცელა.
On.ge-სთვის ის დოკუმენტი გახდა ხელმისაწვდომი, რომელითაც კაჭკაჭიშვილი რექტორს პლაგიატში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, დოკუმენტი ილიას უნივერსიტეტმა გასცა, თუმცა უნივერსიტეტი პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზეზით, მხოლოდ მიმოწერას ადასტურებს.
"გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის ("სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები", ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას", — წერა კაჭკაჭიშვილის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაში.
თსუ-ში აცხადებენ, რომ მაშინ, როცა რექტორმა სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა წყაროების მითითების სხვა სტანდარტი არსებობდა და არ აპირებენ ამ საკითხით ხელახლა დაინტერესდნენ. ამას გარდა, უნივერსიტეტში აცხადებენ, დისერტაციის ავტორი ტექსტში მადლობას უხდის იმ ჯგუფს, ვინც ტექსტის სადავო ნაწილზე იმუშავა.
"ის 8% რა თანხვედრასაც აჩვენებდა პროგრამა არანაირად არ შეიძლებოდა მიგვეჩნია პლაგიატად. აქ იყო მოხმობილი ტექსტი საკანონმდებლო დადგენილებიდან და ამავე დროს, ტექსტშივე იყო რომ ეს დადგენილებაა და იყო დასახელებული ავტორები, რომლებმაც იმუშავეს, რომ პარლამენტს ეს დადგენილება მიეღო და ის ინსტიტუციებიც კი, მთელი ჩამონათვალი. მეტიც, მადლობაც კი არის მიძღვნილი ამ ჯგუფისადმი, ვინც ამაზე იმუშავა, მართალია ეს შემდეგ ბიბლიოგრაფიაში არ იყო ასახული, მაგრამ ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება ყოფილიყო", — განმარტავენ თსუ-ში.
უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ტექსტზე სხვადასხვა პლაგიატის მაჩვენებელი დადგინდეს.
თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ მასალა 2019 წელს რადიო თავისუფლების და სტუდია მონიტორმა მოამზადა. შარვაშიძე პლაგიატს უარყოფდა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რექტორის დისერტაციაში უცვლელად გადატანილია 2002 წელს ღია საზოგადოების ფონის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტის ტექსტი. სტუდია მონიტორის გამოძიების მიხედვით, ტექსტს წყარო მითითებული არ აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტის წინააღმდეგ ეთიკის ქარტიაში დავობს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები