ტელევიზიას მიმდინარე დავალიანება არ აქვს და ინკასოს საფუძველი არ არსებობს — იმედის იურისტი
ტელეკომპანია იმედის იურისტი, ანდრო ლაშხი აცხადებს, რომ ინკასოს საფუძველი არ არსებობს, რადგან მათ ტელევიზიას მიმდინარე დავალიანება არ აქვს, ძველს კი "ბოლო თეთრამდე გადაიხდიან". იმედის ეთერში, დღის ქრონიკაში საუბრისას იურისტმა კონკურენტი ტელევიზიების განცხადებას უპასუხა არათანაბარ პირობებზე.
ანდრო ლაშხის თქმით, ისინი ვალს 2017 წლიდან არ იხდიდნენ, თუმცა მიმდინარე გადასახადის გადახდა იმედმა სექტემბრიდან დაიწყო. მისივე ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ იმედს 19 მილიონი ლარი, ხოლო მაესტროს 8 მილიონი ლარის ოდენობით გადასახადი დაუგროვდა.
"გვქონდა კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან ძველ ვალზე. დღეის მდგომარეობით იმედს მიმდინარე დავალიანება არ აქვს, ბოლო თეთრამდე ვასრულებთ ვალდებულებას", — აცხადებს იურისტი.
ანდრო ლაშხი ძველი ვალის დაგროვებას რუსთავი 2-ის მიერ გადასახადის გადახდის შეწყვეტას უკავშირებს. მისი თქმით, კონკურენტმა ტელევიზიამ "დაუმსახურებელი უპირატესობა" მოიპოვა, ამიტომ იძლებულები გახდნენ, თავადაც არ გადაეხედათ გადასახადი:
"2017 წელს ტელეკომპანია იმედი იძულებული გახდა, შეეწყვიტა ბიუჯეტში ფულის გადახდა. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ტელეკომპანიის მხრიდან რაიმე საპროტესტო აქტი ან ვიღაცის მიბაძვა მოხდა. როდესაც ჩვენს პირდაპირ კონკურენტს მოუწევდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, ეს უკანასკნელი ამ თანხას არა საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად, არამედ, მაგალითად, მიმართავდა ტელეპროდუქციის გასაუმჯობესებლად გამოიყენებდა. ამიტომ, არჩევანის წინაშე დავდექით: ან კონკურენციას უნდა დავწეოდით და მიგვეღო შესაბამისი ზომები ან უბრალოდ ჩიხი იყო. ამის გამო იძულებულები გავხდით გადახდა შეგვეწყვიტა".
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 25 დეკემბერს TV პირველს, კავკასიასა და რუსთავი 2-ს ფინანსური ოპერაციები შეუზღუდა. TV პირველი გადასახადის გადახდის ვადის გადაწევას ერთი თვით ითხოვდა, თუმცა მან მხოლოდ ერთდღიანი ვადა მიიღო.
რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო ტელევიზიებს რუსთავი 2-სა და იმედს და მის ჰოლდინგში შემავალ მაესტროს ბიუჯეტის მიმართ დავალიანებაც ყველაზე მაღალი ჰქონდა (რუსთავი 2 — 28 მილიონი, იმედი — 19 მილიონი, ხოლო მაესტრო 8 მილიონი). მაშინ ფინანსთა მინისტრმა ტელევიზიებს ვალების გადახდის გრაფიკის შეთანხმება შესთავაზა და თქვა, რომ მიმდინარე დავალიანება ყველა არხს უნდა დაეფარა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები