სად და როდის უნდა ნახოთ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნათება?
ფოტო: Pål Ivan Eithun
პოლარული ციალი ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მაგიური შემოქმედებაა, ამიტომ გასაოცარი არაა, რომ ადამიანებს სიცოცხლეში ერთხელ მაინც სურთ ცაზე მოცეკვავე ნეონური ნათებების ნახვა.
მათ, ვინც კანადაში, ისლანდიაში ან ნორვეგიაში არ დაიბადა, თვალისმომჭრელი სანახაობის გამოსაცდელად მოგზაურობა დარჩენია. ამისთვის კი აუცილებელია იმ ადგილებისა და დროის ცოდნა, როცა ჩრდილოეთის ციალის ნახვაა შესაძლებელი.
გადავწყვიტეთ, საქმე გაგიმარტივოთ და შემოგთავაზოთ ადგილები, საიდანაც საოცარ ნათებას დაედევნებით.
1. ისლანდია
ფოტო: Babak Tafreshi
ისლანდია ის ადგილია, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთის ნათების გამო არ უნდა მოინახულოთ, თუმცა თუ მოგზაურობისას მისი გამოტოვებაც არ გსურთ, მაშინ სამოგზაუროდ აგვისტოდან აპრილამდე პერიოდი უნდა შეარჩიოთ.
2. ალასკა
თუ აშშ-ში ყოფნისას ალასკას ქალაქ ფერბენკსს სექტემბრიდან აპრილის შუალედამდე ეწვევით, დიდი შანსია, რომ ეს ზღაპრული სანახაობა არ გამოტოვოთ.
3. კანადა
ფოტო: Don Johnston
კანადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ იელოუნაიფშიც ჩრდილოეთის ნათების ნახვა აგვისტოს დასასრულიდან აპრილის შუა რიცხვებამდეა მოსალოდნელი.
4. ნორვეგია
ტრომსეს არქტიკული წრიდან 350 კილომეტრი აშორებს. ჩრდილოეთ ნორვეგიის ერთ-ერთ უდიდესი ქალაქის სიახლოვეს მოქალაქეები და ტურისტები არც ისე იშვიათად ტკბებიან ჩრდილოეთის ნათების სანახაობით. მოვლენა სექტემბრის შუალედიდან მარტის დასასრულამდე ფიქსირდება ხოლმე.
5. ჩრდილოეთ შვედეთი
ფოტო: Babak Tafreshi
შვედეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქი კირუნა ყველაფერს დაგახვედრებთ, რასაც სკანდინავიის ქვეყნებისგან ელოდებით — ყინულის სასტუმრო, აბისკუს ეროვნული პარკი და უამრავი ირემი. ამ ყველაფერს კი ჩრდილოეთის ნათებაც ემატება. ამინდი კირუნაში ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე ნორვეგიის სანაპიროზე, თუმცა სიცივისთვის მზად იყავით. ჩრდილოეთის ციალის ნახვა აქ სექტემბრის შუალედიდან მარტის დასასრულამდე შეგეძლებათ.
6. ფინეთი
ფინეთში, ლაპლანდიის რეგიონში როვანიემი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რომელიც ეროვნული პარკებითაა გარშემორტყმული. ხეების გაყინულ ტოტებზე არეკლილ ჩრდილოეთის ციალზე უფრო მშვენიერ სანახაობას ხშირად ვერ ნახავთ.
შვედეთის მსგავსად, ჩრდილოეთის ციალს ფინეთშიც სექტემბრიდან მარტამდე უნდა ელოდოთ.
7. გრენლანდია
ფოტო: Richard McManus
გრენლანდიის ჩრდილოეთით, სადაც აისბერგერბი ზაფხულობითაც კი დაცურავენ, შესაძლოა ამ საოცარ სანახაობას შეესწროთ. თუმცა, უდიდესი კუნძულისკენ ბილეთს აუცილებლად ზაფხულში ნუ იყიდით — ჩრდილოეთის ნათება აქ ყველაზე ხშირად აგვისტოდან-მაისამდე პერიოდში ხდება.
8. ავსტრალია
სრულიად გასაგებია, რომ ჩრდილოეთის ნათება ბევრად უფრო ხშირად გესმით, ვიდრე — სამხრეთის, რადგან სამხრეთ ნახევარსფეროში ნაკლები ადგილებია, სადაც შეგიძლიათ ციალს თვალი ადევნოთ. ამ საოცარი და ფერადი დიდებულების სანახავად ავსტრალია ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, სადაც ბნელი ღამეები აქტიურ ციალს სამხრეთის ჰორიზონტზე გამოკვეთილად გიჩვენებენ.
საუკეთესო დრო, სამხრეთის ციალის სანახავად, ბუნიაბოაა — ამ დროს მზე ზენიტშია ჩრდილოეთ ტროპიკის მიმართ, ამიტომ სამხრეთი ნახევარსფერო გაცილებით ნაკლებ სინათლეს იღებს. ბუნიაობა წელიწადში ორჯერ, დაახლოებით 20 მარტს და 23 სექტემბერს ხდება.
9. ახალი ზელანდია
სამხრეთის ციალის ნახვა ახალ ზელანდიაშიც შეგიძლიათ და ისევე როგორც ავსტრალიაში, ამ გამოცდილებისთვის ბუნიაობის პერიოდი უნდა შეარჩიოთ.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა








კომენტარები