15 ფილმი, რომელიც თბილისის კინოფესტივალზე არ უნდა გამოტოვოთ
ფოტო: Cinéart / Pyramide Films
დეკემბრის მოახლოება თითქმის ყველას თანაბრად უხარია - ატმოსფეროში საახალწლო განწყობის მაჩვენებელი ერთიორად იმატებს. თუმცა, ქართველ კინომანებს სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი აქვთ ხოლმე: თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი.
ტრადიცია არც წელს დარღვეულა და 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით კინოთეატრი ამირანი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს, რომელსაც წელს საიუბილეო 20 წელი უსრულდება.
წლევანდელი ფესტივალი თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ტარდება და როგორც ყოველთვის მრავალფეროვან პროგრამას გვთავაზობს: იქნება ეს ქართული პანორამა, რეჟისორი ფოკუსში, ევროპული ფორუმი, ჰორიზონტები, ამერიკები თუ ბრიტანული კინოს რეტროსპექტივა.
თბილისის კინოფესტივალზე შესაძლებლობა გვეძლევა წლის მიწურულს კინომოყვარულებმა ამ წლის მნიშვნელოვანი კინოსურათები შევაფასოთ. მართალია, შეზღუდულად, მაგრამ ამ სტატიაში სწორედ იმ გამორჩეულ ფილმების შესახებ გიამბობთ, რომლებიც წლევანდელ ფესტივალზე არ უნდა გამოტოვოთ.
1. ყმაწვილი აჰმედი — ჟან-პიერ და ლუკ დარდენები
თანამედროვე კინოსამყაროში ძმები დარდენები ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი რეჟისორები არიან: მათი ყოველი ახალი სურათი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კინოფესტივალის ტრიუმფატორია. მათ შორის გამონაკლისი არც ყმაწვილი აჰმედი აღმოჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ ფილმის შინაარსიდან (ისლამი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი) გამომდინარე კრიტიკოსები შიშობდნენ, რომ დარდენების ამ ფილმს ბევრი სოცლიალურ-პოლიტიკური განწყობების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდა (ნაწილობრივ ასეც მოხდა), წლევანდელ კანის ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის პრიზი სწორედ ძმებ დარდენებს გადაეცათ.
2. ვწუხვართ, შინ არ დაგვხვდით — კენ ლოუჩი
ძმები დარდენების გვერდით აუცილებლად უნდა ვახსენოთ ევროპული კინოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანესი ხელოვანი — კენ ლოუჩი, რომელმაც სოციალური პრობლემებით სავსე ფილმებით თანამედროვე კინემატოგრაფიაში უკვე დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. ამას ცხადყოფს თუნდაც ის, რომ ლოუჩი იმ იშვიათ რეჟისორებს შორისაა, რომლებსაც ორჯერ გადაეცათ ოქროს პალმის რტო კანის კინოფესტივალზე: 2006 წელს ფილმისთვის The Wind That Shakes the Barley და 2016 წელს I, Daniel Blake. მისი ახალი ფილმიც ვწუხვართ, შინ არ დაგვხვდით, რომელიც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს ერთი ოჯახის გადარჩენისთვის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს, კანის წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
3. ღორი — გიგა ლიკლიკაძე
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ქართული პანორამის ფარგლებში განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი ფილმებია წარმოდგენილი. მათ შორის ერთ-ერთია რეჟისორ გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი ღორი, რომლის სიუჟეტიც ერთი შეხედვით საკმაოდ აბსურდული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს — ერთ-ერთი მთავარი გმირი, ბაჩანა გამტაცებლების ხელში ხვდება და მის გამოსასყიდად 300 ლარს ითხოვენ, ოჯახი კი უსახსრობის გამო გამტაცებლებს ღორს სთავაზობს —, თუმცა, როგორც ფილმის რეჟისორი ამბობს, ის ნამდვილ ამბავს ეფუძნება, რაც ეკრანზე გაცოცხლებულ ისტორიას განსაკუთრებულ ემოციას ჰმატებს.
4. უსასრულობის შესახებ — როი ანდერსონი
2019 წლის ვენეციის კინოფესტივალზე გამორჩეულ შვედ რეჟისორს, როი ანდერსონს ვერცხლის დათვი გადაეცა საუკეთესო რეჟისურისთვის. რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვეძლევა, მისი სწორედ ის სურათი ვიხილოთ კინოთეატრ ამირანში, რომელმაც მას წელს ეს გამარჯვება მოუტანა — უსასრულობის შესახებ. ფილმში, რომლის თითოეული კადრიც ფერწერული ტილოს ნიმუშს ჰგავს, რეჟისორი მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ხედვით ადამიანური ბუნების მშვენიერებასა და საშინელებას ერთდროულად გვაჩვენებს.
5. უარყოფითი რიცხვები — უტა ბერია
წლევანდელი ფესტივალის ეროვნულ კონკურსზე კიდევ ერთი დებიუტანტი რეჟისორის ფილმი იქნება წარმოდგენილი: უტა ბერიას უარყოფითი რიცხვები. კინოსურათის სიუჟეტი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში ვითარდება და იქაურ გაუსაძლის ყოფას კამერის მახვილი თვალით დეტალურად აღწერს. მაყურებლები, რომლებმაც უკვე ნახეს ფილმი, ირწმუნებიან, რომ ქართულ კინოში ჩვენ თვალწინ ახალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შესაბამისად, ვინც გულშემატკივრობს მშობლიურ კინოს, თბილისის კინოფესტივალზე ამ ფილმის დიდ ეკრანზე ხილვის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.
6. ჩუმი სინათლე — კარლოს რეიგადასი
თბილისის XX საერთაშორისო კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცნობილ მექსიკელ ხელოვანს - კარლოს რეიგადასს, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლათინოამერიკელ რეჟისორად მიიჩნევენ. ამირანის დარბაზების დიდ ეკრანზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ყველა მისი რჩეული ფილმი იხილოს, მათ შორის იქნება ჩუმი სინათლეც, რომელიც რეჟისორმა 2007 წელს გადაიღო და მექსიკის კონსერვატიული საზოგადოების ყოფა აღწერა. ამ ფილმით რეიგადასი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა.
გარდა იმისა, რომ წელს კარლოს რეიგადასის შემოქმედებას დიდ ეკრანზე ვნახავთ, ამავდროულად ის საქართველოსაც ეწვევა. თიბისი სტატუსი კინოს მოყვარულებს 8 დეკემბერს ლეგენდარულ რეჟისორთან შეხვედრის საშუალებასაც მისცემს.
7. კომეტები – თამარ შავგულიძე
კომეტები რეჟისორ თამარ შავგულიძის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომლის პრემიერაც ცოტა ხნის წინ კანადაში, ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ფილმის სიუჟეტი ბავშვობის მეგობრების, ნანასა და ირინას შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს და წარსულში გატარებულ საუკეთესო წლებს იხსენებენ. ქართულ კინოში მეტისმეტად იშვიათად თუ შევხვდებით ორი ქალის ურთიერთობის შესახებ წამყვან და დამოუკიდებელ ისტორიას, შესაბამისად, ეს ფილმი თუნდაც ამის გამო იმსახურებს ყურადღებას — რამდენად საინტერესოდ მოახერხებს რეჟისორი აქამდე ჩრდილში დარჩენილი ისტორიების ხმამაღლა მოყოლას.
აღსანიშნავია, რომ ფილმის ოპერატორი გიორგი შველიძეა, რომელიც ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზის მფლობელი გახდა ფილმ ნამეში შესრულებული საოპერატორო ოსტატობის გამო. შესაბამისად, უკვე წინასწარ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ დიდ ეკრანზე კიდევ ერთი თვალისმომჭრელი სანახაობა გველოდება.
8. სუვენირი — ჯოანა ჰოგი
ყოველ წელს თბილისის კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა ხოლმე. წელს ეს ქვეყანა დიდი ბრიტანეთია და კლასიკური კინოს რეტროსპექტივასთან ერთად, უახლესი ბრიტანული ფილმების ხილვის შესაძლებლობაც გვეძლევა. მათ შორისაა გამორჩეული ბრიტანელი რეჟისორი ქალის, ჯოანა ჰოგის 2019 წლის ფილმი სუვენირი. ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული კინოსურათში, რომელიც კინოსკოლის სტუდენტის დრამატული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობ, ერთ-ერთ მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს. ფილმის პრემიერა Sundance Film Festival-ზე შედგსა, სადაც სუვენირი გრან-პრით დაჯილდოვდა.
9. ოქროს ძაფი — ლანა ღოღობერიძე
ლანა ღოღობერიძე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი კინორეჟისორია, რომელმაც შექმნა ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ფილმები, როგორებიცაა როცა აყვავდა ნუში და რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე. თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ კი ეს სახელოვანი არტისტი მაყურებლების წინაშე ახალი ფილმით წარსდგება — ოქროს ძაფი, რაც ნამდვილად ის იშვიათი მოვლენაა, რომელიც კინოს ნამდვილმა ქომაგებმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.
10. ალმოდებული ქალის პორტრეტი — სელინ შიამა
თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალზე კანის 2019 წლის ფესტივალის კიდევ ერთი პრიზიორი ფილმის ხილვის საშუალება გვეძლევა: სელინ შიამას ალმოდებული ქალის პორტრეტი, რომელიც კანზე საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო ქვიარ ფილმის ნომინაციაში ერთდროულად გახდა გამარჯვებული. ფრანგმა რეჟისორმა თავის ფილმში მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს მცხოვრები მხატვარი ქალის ამაღელვებელი ცხოვრების შესახებ მოგვითხრო, რომელმაც უკვე დაიმსახურა არაერთი კინოკრიტიკოსის დადებითი შეფასება.
11. სიმართლე — ჰიროკაძუ კორეედა
მას შემდეგ, რაც 2018 წელს თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის, ჰიროკაძუ კორეედას ფილმი Shoplifters კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა და ოქროს პალმის რტო გადაეცა, როგორც წლის საუკეთესო ფილმს, მისი წლევანდელი ნამუშევარი მეტისმეტად შეუმჩნეველი დარჩა. სიმართლე — ასე ჰქვია კორეედას ახალ ფილმს, რომელიც მისი პირველი არაიაპონური კინოსურათია: რეჟისორმა ერთგვარ ექსპერიმენტს მიმართა და კატრინ დენევისა და ჟულიეტ ბინოშის მონაწილეობით ფრანგულენოვანი ფილმი გადაიღო. ვენეციის 76-ე კინოფესტივალზე პრემიერის შემდეგ უკვე ქართველ მაყურებლებსაც გვეძლევა საშუალება შევაფასოთ, თუ რამდენად გაამართლა იაპონელი ხელოვანის ამ თამამმა გადაწყვეტილებამ.
12. მათიასი და მაქსიმი — ქსავიე დოლანი
კანადელი რეჟისორი, ქსავიე დოლანი ლამის თანამედროვე კინოს ვუნდერკინდად აღიარეს, რომელმაც შეძლო და ოცი წლის ასაკში კანის ფესტივალზე სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმით I Killed My Mother გაიბრწყინა. თავისი ხელწერით ამ ახალგაზრდა რეჟისორმა მალევე მიიქცია მილიონობით მაყურებლის ყურადღება, რის გამოც მისი ყოველი ახალი ფილმი ერთმანეთზე უფრო წარმატებული იყო ხოლმე. თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე კი შესაძლებლობა გვაქვს დოლანის ახალი კინოსურათი ვიხილოთ და გავიგოთ, რამდენად შეიცვალა და განვითარდა ხელოვანი თავისი პირველი ფილმის გამოსვლიდან ათი წლის შემდეგ.
13. თავისუფლება — ალბერტ სერა
შარშან საქართველოს ცნობილი ესპანელი რეჟისორი, ალბერტ სერა ეწვია და კინოხელოვნების შესახებ მასტერკლასი ჩაატარა. წელს მისი კიდევ ერთხელ ხილვის შესაძლებლობა არა, თუმცა მისი უახლესი ფილმის დაგემოვნების საშუალება გვეძლევა: ფილმში თავისუფლება თავისი ჩვეული ხელწერით ეს ესპანელი რეჟისორი მეთვრამეტე საუკუნის ფრანგული არისტოკრატიის პარიკებისა და ფუშფუშა კაბების მიღმა ცხოვრებას აშიშვლებს.
14. მარტინ იდენი — პიეტრო მარჩელო
ვისაც საყვარელი წიგნების ეკრანიზაციების ხილვა უყვარს, წლევანდელი ფესტივალის პროგრამა არც მათ დასწყვეტს გულს: იტალიელმა რეჟისორმა, პიეტრო მარჩელომ ჯეკ ლონდონის საკულტო რომანი მარტინ იდენი სრულიად ახლებური შტრიხებით გააცოცხლა. რეჟისორმა სიუჟეტის განვითარება ჯეკ ლონდონისეული ამერიკის ნაცვლად იტალიაში გადმოიტანა და მწერლის შემოქმედებითი ცხოვრების ახლებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. როგორც ჩანს, დაკისრებულ მოვალეობას თავი განსაკუთრებულად კარგად გაართვა მთავარი როლის შემსრულებელმა, ლუკა მარინელმა, რომელსაც ვენეციის კინოფესტივალზე კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა.
15. არ გამოიხედო! — ნიკოლას როუგი
თბილისის კინოფესტივალზე არა მარტო უახლესი კინოსურათების ჩვენებები, არამედ უკვე კლასიკად აღიარებული ფილმების რეტროსპექტივაც იმართება ხოლმე. რადგანაც წელს მთავარ ფოკუსში ბრიტანული კინოხელოვნება მოექცე, ამ ქვეყნის რამდენიმე კლასიკური კინოსურათის ხილვის შესაძლებლობა გვეძლევა, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული მათგანი გასული საუკუნის კინოშედევრია. მათ შორისაა ნიკოლას როუგის 1973 წელს გადაღებული ფილმი არ გამოიხედო!, რომელიც ჟანრული კინოს მოყვარულებს განსაკუთრებულად მოეწონებათ: დაქორწინებული წყვილის, ჯონ და ლორა ბაქსტერების ტრაგიზმითა და ხრწნით სავსე ისტორია თრილერისა და საშინელებათა ჟანრის შემზარავად გამორჩეული ნიმუშია.
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
გადახედვა
















კომენტარები