გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი — რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?
თბილისის სამშენებლო სექტორის აუცილებელი რეფორმის არასასურველი შედეგები, გვერდითი ეფექტები, უკვე სახეზეა და მათზე რეაგირება კომპლექსური მიდგომით, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი ამოცანაა.
რეგულაციებში არის ისეთი ახალი ნორმები, რომელთა მყისიერი ამოქმედება არ იყო აუცილებელი. მაგალითად, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს და დააჯარიმეს იმის გამო, რომ მეალმეს არ ჰქონდა სერტიფიკატი. არა, მეალმე ჰყავდა კომპანიას, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ახალი რეგულაციების მოთხოვნის შესაბამისი სერტიფიკატი, კომპანია დაჯარიმდა. მშენებლობაზე მეალმე ის ადამიანია, რომელიც ამწე კრანის ოპერატორს ალმით მიანიშნებს ისრის და შესაბამისად, მასზე დაკიდებული ტვირთის აწევის, გადაადგილების და დაშვების მიმართულებას.
ვიდრე საქმე ჯარიმამდე, ან მშენებლობის კანონის დაცვით მიმდინარეობის დადასტურებამდე მივა, პროცესს სჭირდება შემოწმების გავლა, რომელსაც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები ატარებენ. "მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი პრობლემას ამ შემმოწმებლების რაოდენობის სიმცირეში და მათ დაბალ ანაზღაურებაში ხედავს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მშენებლობის პროცესს.
"დღეს, მერიის ურბანულ სამსახურში 5-ჯერ ნაკლები შემმოწმებელი მუშაობს, ვიდრე საჭიროა (რომელთა მოვალეობაშიც პროექტის შემოწმება შედის). რეალურად 5–ჯერ მეტი ასეთი კადრია საჭირო. უკვე დიდი ხანია, მუნიციპალიტეტის მთავრობას გამოცხადებული აქვს ვაკანსიაც, მაგრამ ასეთი კვალიფიკაციის სპეციალისტები საჯარო უწყებაში არსებულ ხელფასზე არ იმუშავებენ. შესაბამისად, შეუვსებელია ვაკანტური ადგილები და მენაშენეებსაც რიგში უწევთ დგომა“, — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
ზემოხსენებული პრობლემები მცირე ჩამონათვალია იმ "გვერდითი ეფექტებისა“, რომლებიც ახალი რეგულაციების, შეიძლება ითქვას, მყისიერი შემოღების შედეგად გაჩნდა. ყველაზე პრობლემური კი ის არის, რომ გარკვეული დარღვევების შემთხვევაში მშენებლობები საერთოდ ჩერდება და, შესაბამისად, ფერხდება ეკონომიკის დარგი, რომელზეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7,24% მოდის. ამას თუ დავამატებთ იმ ბიზნესებს (საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა, ნივთები, ავეჯი, სარემონტო მასალები და სხვ.), გამოდის, რომ სამშენებლო სექტორი პირდაპირ და ირიბად ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის 30%–ს აჭარბებს.
აქედან გამომდინარე, „მენაშენეთა ასოციაციაში“ მიაჩნიათ, რომ რეგულაციები აუცილებელი, მაგრამ ეტაპობრივად დასანერგი იყო.
"ვეთანხმებით ამ ნორმებს, ევროპულ სტანდარტებს და არ მგონია ჩემზე მეტად ვინმეს უნდოდეს მშენებლობის განვითარების ახალ საფეხურზე ასვლა, მაგრამ მხოლოდ ამ სეგმენტით ხომ ვერ გადავა ქვეყანა ახალ სტანდარტებზე, მარტო მშენებლობა ხომ არ უნდა განვავითაროთ? იგივე, მაგალითად, დასავლური სტანდარტებით პოლიციელი უნდა აბარებდეს გარკვეულ ნორმატივებს, 15 წუთში უნდა გაირბინოს რაღაც მანძილი, პირობითად 10–ჯერ უნდა აიზიდოს ძელზე და ა.შ. დავუშვათ, მე–12 სართულზე ხდება დანაშაული და ლიფტი არ არის – პოლიციელმა ხომ უნდა შეძლოს შემთხვევის ადგილამდე მისვლა? და რა ხდება, თუ პოლიციელი ამ ნორმატივებს ვერ აბარებს? – გავუშვათ სამსახურიდან? ათიდან რვა პოლიციელს ხომ არ დავითხოვთ სამსახურიდან?“, — აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
მისივე თქმით, სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 90%–ით არის შემცირებული. ამის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზი მერიის მიერ ნებართვების გაცემის გამკაცრებაცაა. მერიის ახალი პოლიტიკის შედეგად 63%–ით შემცირდა ნებართვების გაცემა, უშუალოდ მშენებლობები კი 50%–ით შეიკვეცა.
ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ მშენებლობაში ინვესტირება ნებართვის გაცემის შემდეგ იწყება. არ არსებობს ნებართვა – არ არის ინვესტიცია. ხშირად ისეც ხდება, რომ საქართველოში ჩამოტანილი ათობით მილიონი დოლარი, ნებართვის ვერმიღების გამო, სხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში გაედინება, სადაც სულ რაღაც 2 წლის წინ თითქმის არავინ დებდა ფულს მშენებლობაში.
მენაშენეები ფიქრობენ, რომ სამშენებლო სექტორთან მიმართებაში კომპლექსური ზომების მიღებაა საჭირო იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს რეგულაციების გვერდითი ეფექტები და გზა გაეხსნას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანეს დარში.
შესაბამისად - გაზრდილი ბიუროკრატიის გამო მივიღებთ ეკონომიკის შემცირებას,ხოლო რეგულაციების შედეგად ვიღებთ გაძვირებულ ბინებს. დაახლოებით 100$-ით უკვე გაძვირებულია თვითღირებულება და შესაბამისად ეს ნელ-ნელა უკვე გასაყიდ ფასშიც ჰპოვებს ასახვას.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები