როგორც დამოუკიდებელი ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძე თავის ფეისბუკზე წერს, ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ აქცია გაიმართება.

აქციაზე შეკრებილი აქტივისტები შსს-ს მათ წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას მოსთხოვენ:

"მეგობრებო, ხვალ 17:00-ზე, შსს-ს შენობასთან (კახეთის გზათკეცილზე), ლგბტ აქტივისტები ვგეგმავთ საჯარო შეკრებას, რომელიც მიზნად ისახავს გუშინ ღამე ტრანსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშრებით ეფექტური გამოძიების, დამნაშავის სათანადოდ დასჯის მოთხოვნას და ზოგადად ლგბტ თემის წევრების მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშულების თაობაზე შსს-ს მხრიდან სტატისტიკის წარმოების ვალდებულების შესრულების მოთხოვნას, რაც მათ შინაგან საქმეთა მინისტრის მინისტრის ბრძანებით ევალებათ.

ვაჩვენოთ საზოგადოებას რომ ვარსებობთ, რომ ჩვენი უფლებები ილახება, რომ საჯაროდ შეკრება სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევიდან გამომდინარეობს".

გუშინ ღამით თბილისში ტრანსგენდერი ქალი მძიმედ დაჭრეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. 32 წლის ტრანსგენდერ ქალს თავი გაუჩეჩქვეს და ყელი გამოჭრეს.

ნინო ბოლქვაძემ On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ დაზარალებული კომაში იმყოფება.