მითები "ნამუსის ახდაზე" და სხვა ფობიები — როგორ ებრძვიან And Then We Danced-ის თბილისურ პრემიერას
ოსკარზე წარდგენილ პირველ ქართულ გეი დრამას, And Then We Danced ჰომოფობიური დაჯგუფებები დაუპირისპირდნენ. 8 ნოემბერს თბილისის კინოთეატრებში დაგეგმილი პრემიერის პარალელურად, ე.წ. ქართული მარში, გურამ ფალავანდიშვილი და სხვები სეანსების ჩაშლით იმუქრებიან.
ანტილიბერალური ჯგუფები საზოგადოებაში ავრცელებენ ისეთ მითებს, როგორიცაა ფილმის ნახვით "ნამუსის ახდა", "ფილმის თვისების შეძენა", "ვნებიანი ლტოლვის ჩამოყალიბება". ისინი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ "სიბილწისა და გარყვნილების ჩვენებას" საქართველოს კინოთეატრებში.
ქართული მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ვინც ამ ფილმზე [And Then We Danced] წავა, ან გეია, ან ლატენტური გეი. ამას გარდა, ბრეგაძე, რომელიც 8 ნოემბერს "საზოგადოების გარყვნისგან გადარჩენას" გეგმავს, ამბობს, რომ თავად უკვე ნანახი აქვს და მისი მხატვრული ღირებულება არ მოსწონს.
ფილმის ჩვენებას TV პირველის ეთერში გამოეხმაურა ეკლესიაში "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვის მხილების" სკანდალზე სასაუბროდ მიწვეული საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრეა ჯაღმაიძე. მისი თქმით, ფილმ And Then We Danced-ის პრემიერის გამო "უახლოეს მომავალში ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია".
ჰომოფობიური ჯგუფის კიდევ ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც თავს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარეს უწოდებს, ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ "ხელს შეუშლის" სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 8 ნოემბრის სამოქმედო გეგმა გააჟღერა, რომლის თანახმად, 16 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, დაიყოფიან ხუთ ჯგუფად, დაიძრებიან კინოთეატრებისკენ, გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და გათიშავენ ფილმს. ვიდეომიმართვაში მან დასძინა, რომ And Then We Danced-ის ბილეთების ყიდვა უნდოდათ, თუმცა ვერ მოასწრეს.
"მითებზე აგებული ეროვნული შიშები"
ფილოსოფიის დოქტორის, ლაშა ბაქრაძის თქმით, ზოგიერთ მითების გამავრცელებელს შეიძლება, მართლა ეგონოს, რომ ვინმეს ფილმის ნახვით "ნამუსს ახდიან", თუმცა ძირითადად ამას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ:
"ამას იყენებენ, რათა დემოკრატიული ფასეულობებით ადამიანები შეაშინონ და ავტორიტარული, ძალისმიერი სისტემისადმი სიმპათიები გააჩინონ. ამიტომაა ამ ადამიანებისათვის პუტინი და პუტინის რუსეთი კარგი".
ლაშა ბაქრაძე იხსენებს მსგავსი შინაარსის პროტესტს, როდესაც და ვინჩის კოდის ჩვენებას დაუპირისპირდნენ:
"ეგონათ, რომ მეორედ მოსვლა დაიწყებოდა, თუკი თბილისში უჩვენებდნენ. ჰომოსექსუალური თემაც აწუხებს ამ ხალხს და იმის შიში აქვთ, რომ ამან შეიძლება, რაღაც გამოიწვიოს. არ ესმით, რომ კინოში წასვლით ადამიანი ორიენტაციას არ შეიცვლის".
ლაშა ბაქრაძის თქმით, სამწუხაროა ამ პროცესებში სასულიერო პირების მონაწილეობა, ეკლესიის შიდა პრობლემების ფონზე.
ანტილიბერალური ჯგუფების მართულობაზე მიუთითებს სამოქალაქო აქტივისტი და ქალთა მოძრაობის წარმომადგენელი იდა ბახტურიძეც. მისი თქმით, ეს ჯგუფები სამთავრობო ან საეკლესიო კრიზისების დროს აქტიურდებიან ხოლმე.
იდა ბახტურიძე, ასევე, განმარტავს, რომ ძალადობრივი ჯგუფების ძირითადი ფუნქციაა მითები შექმნან, ჰომოსექსუალობა წარმოაჩინონ როგორც ეპიდემიური დაავადება და ამ მითებზე ააგონ შემდეგ ეროვნული შიშები:
"ისინი მუშაობენ პირდაპირ ამ მითების გავრცელებაზე... იმ საზოგადოებაში, სადაც ამდენი ბავშვი შიმშილობს, საოკუპაციო ხაზებთან ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვდგავართ, ადამიანები შიშის ქვეშ ცხოვრობენ და ამ ფონზე ფილმს ვუწყობთ საერთო ეროვნულ აჯანყებას".
სამოქალაქო მოძრაობის წევრი, ნოდარ რუხაძე ლევან ვასაძის, გურამ ფალავანდიშვილისა და სანდრო ბრეგაძის გააქტიურებას ხელისუფლების არასწორ პოლიტიკასა და დაუსჯელობის სინდრომს აბრალებს:
"მე, რეალურად სამჯერ ვიყავი ამ ადამიანების ალყაში მოქცეული. პირველად 13 მაისს ბასიანის ამბების დროს. მეორე 14 მაისს კანცელარიასთან პრაიდის ამბების დროს და ახლა 8-9 ივლისს 28-საათიან ალყაში ვიყავი... პოლიციელების დამოკიდებულება მათთან არის ძალიან მეგობრულ-თანამშრომლობითი.... მივდივართ ჩვეულებრივად ფილმის სანახავად კინოთეატრში, ვნახოთ, რას იზამს პოლიცია, თუმცა არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს დაიცავს".
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
კომენტარები