ერთი წელი ბიძინა ივანიშვილის ემოციური მიმართვიდან
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / ქართული ოცნება
ერთი წლის წინ, 2018 წლის 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ბიძინა ივანიშვილის 6-წუთიანი ემოციური ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს და ხალხს "მართვის ხარვეზების გამოსასწორებლად" ერთ წელს სთხოვს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ივანიშვილის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმათა ნახევარზე მეტი ვერ მიიღო. მისი შედეგი თითქმის გაუთანაბრდა ოპოზიციონერი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ხმებს, რაზეც ივანიშვილმა თქვა, რომ "დასაშვები გახადა მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე".
"მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს", — ამბობს ივანიშვილი მეორე ტურამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ივანიშვილმა მაშინ მიმართა მათ, "ვინც გულგატეხილია" და აღნიშნა, რომ მას "კარგად ესმის მათი გულისტკივილისა და იმედგაცრუების".
ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მისთვის გასაგები იყო ხალხის უკმაყოფილება, ვინაიდან "არ გაუმჯობესდა მათი ყოფა".
"ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე, ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს; უკმაყოფილონი ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა", — აცხადებს ივანიშვილი და ქვეყნის მთავარ გამოწვევად "სიდუხჭირეს" ასახელებს.
იგი საუბრობს იმაზეც, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები, ასევე, აქცენტი გააკეთა ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში ახალგაზრდების მოზიდვაზე. მიუხედავად ამ მოწოდებისა, პარტიის ლიდერმა "ქართული ოცნების ძველ გვარდიას" მოუხმო დასახმარებლად:
"საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს".
სალომე ზურაბიშვილის "არჩევის ფასი"
ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ მეორე ტურის საარჩევნო კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა და მასში როგორც "ძველი გვარდიის", ისე მოქმედი სახეები ჩაერთვნენ. ივანიშვილის "დაძახილს" სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი განცხადებით გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი. არჩევნებამდე ორი დღით ადრე მან საზოგადოებას მოუწოდა: "ერთად ვუთხრათ უარი მიხეილ სააკაშვილსა და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას".
კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ ძველი სახეებიც. 15 ნოემბერს, დილით, ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად საარჩევნო ბანერებზე გამოსახული ბიძინა ივანიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის, პრემიერ მამუკა ბახტაძის, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტოები დახვდათ.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგიონებში, კერძოდ სამეგრელოში ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაციაში ადანაშაულებენ მაშინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას. ამ მხრივ ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა ია კერზაიას დაუსრულებელი საქმეა. კერზაია ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი იყო, რომელიც ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე სკოლის დირექტორი რუსთავი 2-თან ყვებოდა, რომ არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა. ოჯახის წევრები და ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კერზაია ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო გარდაიცვალა.
სალომე ზურაბიშვილის არჩევას უკავშირდება ინიციატივა, რომელსაც ოპონენტები "ამომრჩევლის მოსყიდვად" აფასებენ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცხრა დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ ამბავი გააჟღერა. მამუკა ბახტაძის თქმით, პროექტის ღირებულება სულ 1,5 მილიარდია და სრულ ღირებულებას ივანიშვილის ფონდი ქართუ დაფარავს.
საბოლოოდ, ივანიშვილმა "მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე" დაძლია და მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. იგი საქართველოს მეხუთე და ბოლო არჩეული პრეზიდენტი გახდა. "პოლარიზებული", "ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით", — ასე შეაფასა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ წინასაარჩევნო პერიოდი.
გამოუსწორებელი "მართვის ხარვეზები"
2019 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს კვლევისას მოსახლეობის 49 პროცენტმა თქვა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება".
"მოსახლეობის სიდუხჭირეზე" გამოთქმული ივანიშვილის წუხილიდან, 5 ნოემბრიდან 5 ნოემბრამდე ერთი დოლარი 25 თეთრით გაძვირდა. 2019 წლის ნოემბერში ერთი აშშ დოლარის ფასი თითქმის 2,9770 ლარია, ერთი ევრო კი 3,3093 ლარი ღირს. ამასთან, საქსტატმა ინფლაციის მაჩვენებელი დათვალა და აღმოჩნდა, რომ 2019 წლის ოქტომბერში იგი 6,9 პროცენტს გაუტოლდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოქტომბერშიც წინა თვეების მსგავსად, კვლავ გაძვირდა სურსათი.
ამას გარდა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხზე პროცენტი გაზარდა. შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, თითქმის 102 700 სესხზე პროცენტი გაეზარდა.
ბოლო ერთი წელი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ, პოლიტიკური კრიზისითაც ხასიათდება, რაც 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. ამ დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდომი რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის დანახვას, 3-თვიანი სამოქალაქო პროტესტი და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
ამ ამბის გამო სამოქალაქო პროტესტის გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლისთვის შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ათასობით მოქალაქე ითხოვდა. შეიქმნა პროტესტის ჰიმნად ქცეული სიმღერა: "გამოდი გარეთ". მაშინ, როდესაც მომიტინგეები ხელისუფლებისგან რეაგირებასა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელოდნენ, შს მინისტრი, გიორგი გახარია გადაყენების ნაცვლად დააწინაურეს და პრემიერის პოსტზე წარადგინეს, მამუკა ბახტაძე კი ფეისბუქპოსტით გადადგა. შედეგად, ხელისუფლებამ შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისი, "რუსული ტურისტულ ემბარგო", ტურისტების რაოდენობის სიმცირე, ლარის გაუფასურება და სიღარიბის ზრდა, სამოქალაქო პროტესტს დააბრალა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია

კომენტარები