სასამართლოში არ არსებობს გავლენიანი ჯგუფი — მიქაუტაძე, რომელიც "კლანის" წევრად მოიაზრება
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი, გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ე.წ. კლანის წევრად განიხილავენ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არანაირი გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს. სისტემაში გავლენიან ჯგუფებზე ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფო კილაძემ იკითხა, რომლის თქმით, ე.წ. კლანურ მმართველობაზე საზოგადოებაში წარმოდგენა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა.
გიორგი მიქაუტაძის მტკიცებით, სასამართლო სისტემაში არსებობს გუნდი, რომელიც დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობასა და განვითარებაზე ზრუნავს.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში სასამართლოს მოუწია ბევრი რეფორმის გავლა. ის რეფორმები, რომელსაც თქვენ გვთავაზობდით საბოლოო ჯამში პრაქტიკაში ჩვენი განსახორციელებელია. ეს არ არის მარტივი პროცესი. ამ პროცესში, ბუნებრივია, გვიწევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვა და შესაძლებელია, რომ ამ პოლემიკაში გაჩნდეს განცდა, რომ სასამართლო სისტემა გარკვეულწილად ჩაკეტილია, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ საქმით ვუდასტურებთ ყველას, რომ ეს ასე არაა", — განაცხადა მიქაუტაძემ.
დღეს, 22 ოქტომბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. 2017 წლიდან იგი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს მდივანი. 2016-2017 წლებში, გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, 2012 წლიდან კი ამავე სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.
მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლეა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიქაუტაძეს სწორედ სასამართლო სისტემის გავლენიანი ჯგუფის ერთ-ერთ წევრად მოიაზრებენ. მიქაუტაძეს, ასევე, დეკემბრის ე.წ. 10-კაციანი სიის ერთ-ერთ ავტორად მოიხსენიებენ. აღნიშნული სიის სადაო მოსამართლეებს შორის თვითონ მიქაუტაძეც იყო.
გიორგი მიქაუტაძის საქმეები
2015 წელს გიორგი მიქაუტაძემ თბილისის მერიიდან პირის უკანონოდ გათავისუფლებისა და შრომით ურთიერთობებში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საქმე განიხილა. დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენასთან ერთად, მოსარჩელე მოითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების აქტის ბათილობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას.
მოსარჩელე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სასამართლოს მიმართა ახლადმიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე დაყრდნობით,თუმცა მოსამართლე მიქაუტაძემ უარი თქვა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლაზე.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დისკრიმინაციის საკითხის გადაწყვეტისას, მოსამართლეს არ შეუფასებია არც ერთი წარმოდგენილი მტკიცებულება, ასევე, სრულად უგულებელყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მოთხოვნები. მოსამართლემ მიუთითა, რომ "მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლის გარეშე, ვერ შეაფასებდა, მართლაც განხორციელდა თუ არა დისკრიმინაცია".
მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველ რიგში, არსებითი იყო სწორედ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შეფასება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია.
საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
- გიორგი მიქაუტაძის სახელთან არის დაკავშირებული მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, უკონკურსოდ დაწინაურების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ე.წ. 10-კაციანი სიის ფორმირებასთან დაკავშირებით;
- გიორგი მიქაუტაძის მდივნობის დროს ცნობილი გახდა, რომ წინა მდივნის პერიოდში, განადგურდა საბჭოს სერვერი და წაიშალა საბჭოს სხდომების არაერთი ჩანაწერი;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევიდან 7 თვეში, გიორგი მიქაუტაძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა;
- მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომლის მიერ განხილულ საქმეში, გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, მალევე უვადოდ დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე ისე, რომ გიორგი მიქაუტაძე მონაწილეობდა მის გასაუბრებაში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კრიტიკის შემდეგ კენჭისყრის ეტაპზე, მან თვითაცილების საკითხი დააყენა.
გიორგი მიქაუტაძის სახელს უკავშირდება 2016 წლის გონიოს სანაპიროზე მომხდარი ინციდენტი. მოქალაქის განცხადებით, ინციდენტის დროს გონიოს სანაპიროზე მოსამართლემ მის 13 წლის შვილს სცემა.
გამოძიება არასრულწლოვნის ცემის მუხლით დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, მიქაუტაძის მიერ მოზარდის ცემაზე გაკეთებული განცხადების შედეგად, დაზარალებულად მოსამართლე სცნეს. ცემის საქმე არ გამოძიებულა და დღეს ხანდაზმულობის ვადა გასულია.
პროკურატურამ არასრულწლოვანის ცემის მუხლით დაწყებულ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და გამოძიება გააგრძელა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტზე. შედეგად, არასრულწლოვანი პირის მშობლები სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები