TI: ისთერნ პრომოუშენის თანამშრომელთა ნაწილი კულტურის სამინისტროში მუშაობს
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის პირველი მოადგილე, კახი კანდელაკი იმ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა, რომელიც მისი მამის კომპანიის, Eastern Promotion-ის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს და მათზე გადაწყვეტილებას იღებს. კულტურის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკებთან დაკავშირებული კვლევის შედეგები TI-მ დღეს, 6 მაისს, გაასაჯაროვა.
ორგანიზაციის ინფორმაციით:
დავით მენაბდე კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორია და ასევე, 2014 წლის 21 აგვისტოდან 2016 წლის 17 თებერვლამდე სამინისტროს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრიც იყო:
"ის ფონდსა და კომისიაში საქმიანობის პერიოდში პარალელურად ისტერნ პრომოუშენისა (45%) და ინთერნეშენალ ივენთის (47.5%) წილებს ფლობდა და გარკვეული დროით ამ უკანასკნელის გენერალური დირექტორიც იყო. ისთერნ პრომოუშენს რეგულარულად, უკონკურსოდ, აფინანსებდა სამინისტრო. ამ გადაწყვეტილებას კი კომისია იღებდა, რომლის წევრიც თავად დავით მენაბდეც იყო".
ისთერნ პრომოუშენისა და ინთერნეიშენელ ივენთის თანამშრომელთა ნაწილი კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდში პარალელურად არიან დასაქმებულები.
ორგანიზაცია ასევე საუბრობს იმაზეც, რომ კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჯაზ ფესტივალების მოწყობაა, რაც მის წლიურ ბიუჯეტში პირდაპირ არის მითითებული. TI-ის ინფორმაციით, სამინისტროს მტკიცებით, ჯაზ ფესტივალზე დანახარჯები გამართლებულია ფესტივალის პერიოდში ტურისტების რაოდენობის ზრდის გამო, თუმცა, ტურისტების რაოდენობის ზრდის ანალიზი სამინისტროში არ მიმდინარეობს:
"ეს მონაცემი განსაკუთრებით საინტერესოა, იმ პირობებში, როდესაც, მაგალითად, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისთვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა (600 000 ლარი) კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ხარჯების (1 808 500 ლარი) მესამედს (33%) შეადგენს; თბილისის ჯაზ ფესტივალისთვის გათვალისწინებული სახსრები კი (400 000 ლარი) საერთაშორისო ფესტივალების და ღონისძიებების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი დაფინანსების (1 670 000 ლარი) მეოთხედია (24%)".
TI-ის ცნობით:
2015 წელს კულტურის სამინისტრომ თბილისისა და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალების ორგანიზების ფარგლებში ისთერნ პრომოუშენი (რომლის მეწილეები მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრი და ყოფილი ბიზნეს პარტნიორები იყვნენ) დაახლოებით 1 მილიონი ლარით უკონკურსოდ დააფინანსა:
"ჯაზ-ფესტივალების დაფინანსებაში სახელმწიფოს წილი დაუსაბუთებლად მაღალია. 2014 წელს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის 1 029 164 ლარის ოდენობის ბიუჯეტის დაახლოებით 62,7% სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 33,7 % თავად ისთერნ პრომოუშენი მიერ გაწეული ხარჯები იყო, 3,6% კი კერძო დამფინანსებლებიდან (სპონსორები/მხარდამჭერები) მოზიდული".
2015 წელს შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მთლიანი ბიუჯეტი 1 634 539 ლარი იყო, რაც პროექტის წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 605 375 ლარით (59%-ით) მეტი დაჯდა:
"კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2015 წელს ამ ხარჯის 36,9 % გაიღო, თუმცა ვინაიდან უწყებამ უფრო დეტალური ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რთულია დაფინანსების სხვა წყაროებისა და მათი პროცენტული წილის განსაზღვრა".
2015 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მუსიკალურ ღონისძიებებზე გაცემული თანხების (4 762 767 ლარი) 29% მიხეილ გიორგაძესთან, კახი კანდელაკთან და დავით მენაბდესთან დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.
კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან და მის მოადგილეებთან დაკავშირებული 10 კომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც კულტურის სფეროში საქმიანობენ, რეგულარულად იღებენ შეკვეთებს/დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მათ შორის, კულტურის სამინისტროდან ან მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან.
გიორგაძესთან და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კომპანიები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსავლებს/დაფინანსებას კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით იღებენ.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ კულტურის სამინისტროსთვის გარკვეული რეკომენდაციები გასცა, რომელთა შესრულებაც ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების თავიდან აცილებისათვის არის საჭირო.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები