რატომ შეიძლება უშლიდეს მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ტრანსფორმაციას ხელს
On.ge-ს ინტერვიუ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასთან იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ნაციონალურ მოძრაობაში, რატომ ვერ მოხვდნენ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები პარლამენტში, როგორ გადალახა პატრიოტთა ალიანსმა ხუთპროცენტიანი ბარიერი და რას უნდა ველოდოთ ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში შესვლისგან.
როგორ შეაფასებთ არჩევნების მიმდინარეობასა და მის შედეგს?
არჩევნები შედგა, თუმცა, ეს სამაგალითო არჩევნები არ იყო. მოლოდინი იყო, რომ ეს არჩევნები 2012-ისაზე უკეთესი თუ არა იქნებოდა, იმ დონეზე მაინც ჩატარდებოდა. თუმცა, თუნდაც მარნეულსა და ჯიხაშკარში განვითარებულმა მოვლენებმა ჩრდილი მიაყენა მას. რაც შეეხება შედეგებს, ყველას ეგონა, რომ შედეგად უფრო მულტიპარტიულ პარლამენტს მივიღებდით. მოვლენები რეალურად საპირისპიროდ განვითარდა და საზოგადოება იმ დისკურსის ტყვეობაში აღმოჩნდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა შექმნეს. იყო გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ამ ორმა ძალამ რადიკალიზაცია მოახდინა: იქედან სააკაშვილი იმუქრებოდა, ზღვას გადმოვცურავ, ამას ვიზამ იმას ვიზამ და ჩვენ ვიმარჯვებთ და ამან აიძულა ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელსაც ატანა არ აქვს ენმ-სი, რომ ოცნებისთვის მიეცა ხმა, რადგან აზრი არ აქვს მესამე ძალას მივცეო ხმა. აქედან გამომდინარე, ნაწილმა ენმ-ს, ნაწილმა კი ოცნებას მისცა ხმა და რაც ყველაზე ცუდია, მესამე ტიპის პარტიებს არ ეყოთ ხმები.
თუმცა, მაინც დარჩა პატრიოტთა ალიანსი - მესამე ძალა, რომელსაც ეყო ხმათა რაოდენობა და გადალახა ბარიერი...
ამ პარტიის რეიტინგი გამოწვეულია იქიდან, რომ ის ძალიან კარგად მუშაობდა წლების განმავლობაში ამაზე. რაც მთავარია რეგიონებში მუშაობდა და აქვთ ძალიან დიდი ფინანსები და ეს ეტყობა კიდეც მათ სიას, მილიონებს ეგრევე მოჰკრავ თვალს. ამას ემატება ისიც, რომ მათი მესიჯები საკმაოდ გასაგებია, უფრო მეტად მუშაობენ მოსახლეობის იმ სეგმენტზე, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ეს 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახო. ვგულისხმობ მათ ქსენოფობიურ, პრორუსულ დამოკიდებულებებს. პლუს ის გულაცრუებული ამომრჩეველი, რომელიც სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა და ასეთი მთელი კონგლომერატი შეაგროვეს. მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ საკუთარი ტელევიზია, რომელიც როგორც სახალხო ტელევიზია ისე გამოიყენეს. მე ის უფრო მიკვირს, უფრო მეტი ხმა რომ ვერ აიღეს.
ენმ ახსენეთ. ერთი მხრივ გვესმის, რომ სააკაშვილი მოუწოდებს მაჟორიტარობის კანდიდატებს, არ მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა. თუმცა, მეორე მხრივ, პარტიის სხვა ლიდერები ამბობენ, რომ "ბრძოლა გრძელდება". მიმდინარეობს თუ არა პარტიაში გახლეჩისა და დასუსტების პროცესი და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
ეს დისკუსია იმ აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებს, რომელიც დიდი ხანია ნაციონალურ მოძრაობაშია. ამის მაგალითია თუნდაც გირჩისა და ვაშაძის გამოყოფა. ეს უკავშირდება თვითონ მიხეილ სააკაშვილის როლს პარტიაში და მის მომავალს პარტიასთან დაკავშირებით.
რას გულისხმობთ კონკრეტულად?
ვგულისხმობ იმას, რამდენად მომგებიანია პარტიისთვის მიხეილ სააკაშვილთან აფილირება. ამას აქვს როგორც პლუსები, ისე მინუსები. პლუსები არის ის, რომ როგორც ბევრი თვლის, იმ შედეგში, რაც დაიდო, დიდი წვლილი მას მიუძღვის. თუმცა, არის მოსაზრება, როგორც პარტიაში, ისე მის მხარდამჭერებში, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა უკვე მძიმე ტვირთი პარტიისთვის და რეალურად პარტიას საშუალებას არ აძლევს ტრანსფორმაცია მოახდინოს. მოსახლეობის ნაწილს იმის დაჯერება უჭირს, რომ ენმ დისტანცირებულია სააკაშვილისგან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სააკაშვილი თვითონ მოუწოდებდა, "მე გადმოვცურავ ზღვას" და ა.შ. ამან კიდე უფრო შეურყია ენმ-ს იმიჯი.
როგორ გგონიათ, მოსალოდნელია პარტიის ორ ნაწილად გახლეჩა უახლოეს მომავალში?
რეალურად, ნაკლებად მოსალოდნელია, ალბათ. ენმ ძალიან შეკრული პარტიაა და იდეოლოგიურად ძალიან მყარი ელექტორატი ჰყავს. მას შეიძლება პატარა ჯგუფები გამოეყოს, როგორც ეს გირჩის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ისინი მაინც მოახერხებენ ამის დაძლევას. მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, უნდა იყოს თუ არა პარტია ინსტიტუციონალიზებული, დაეყრდნოს შიდა დემოკრატიულ პრინციპებს თუ ქარიზმატულ ლიდერზე სურთ იყონ დამოკიდებულნი.
თქვენი საუბრიდან თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ამ ეტაპზე პარტია შესუსტებულია..
ვიტყოდი, რომ პარტია ახლა წყალგამყოფ ხაზზეა, რადგან მათ მიერ დაანონსებული შედეგი იმაზე ბევრად მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს არჩევნებმა აჩვენა. ისინი ამომრჩეველს ეუბნებოდნენ, რომ ფაქტობრივად, ჩვენ ვიმარჯვებთ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ესე არ არის. ახლა ძალიან რთულია, ამომრჩეველს, რომელსაც არწმუნებ, რომ იმარჯვებ და ხელისუფლებაში ბრუნდები, აუხსნა, რომ არათუ ვერ იმარჯვებ, არამედ 27%-ს იღებ. ეს გამბედაობას მოითხოვს ახლა პარტიის ლიდერებისგან, რომ ახსნან, რით იყო აღნიშნული განპირობებული.
როგორ გგონიათ, დარჩა ენმ-ს მეორე ტურებში გამარჯვების შანსი?
შეიძლება რამდენიმე ოლქში მხოლოდ. ქვეყნის საარჩევნო ისტორიას თუ დავაკვირდებით, ზოგადად ასე ხდებოდა, რომ ვინც პროპორციულ სისტემაში იმარჯვებს, ავტომატურად, განსაკუთრებით რეგიონებში, იმავე პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ ხოლმე. ალბათ ნაკლებად უნდა ველოდოთ სურპრიზებს. თუმცა, თბილისის რამდენიმე უბანში შეიძლება სხვა შედეგები დაიდოს. საერთოდ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის სჯობდა, რომ ქართულ ოცნებას ვერ მოეგროვებინა კონსტიტუციური უმრავლესობა და მაჟორიტარულ ოლქებში მაინც ვერ მოეპოვებინა ასეთი შედეგი.
რას მოგვცემს შედეგად ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში შესვლა?
როგორც კი რომელიმე პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის პარლამენტში, ხდება ის, რაც მომხდარა და ძალაუფლება... მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართული ოცნების ლიდერები გვეუბნებიან, რომ ასე არ მოიქცევიან, იმავეს გვეუბნებოდა სააკაშვილი თავის დროზე და სხვა მმართველებიც. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა უნდა, უნდა გვქონდეს ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც შეაჩერებდა ამას და გარანტიები გვექნებოდა. მაგრამ ჩვენ როგორ შევაჩერებთ ამას, როდესაც თვითონ მმართველი პარტია ცდილობს ხელისუფლების სამივე შტოზე ჰქონდეს გავლენა, პრეზიდენტის ინსტიტუტზეც, რომელიც დამოუკიდებელი იყო. ისინი პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევაზე მაშინ იწყებენ უკვე საუბარს, როდესაც ჯერ საბოლოო შედეგები არ არის გამოცხადებული. ეს საზოგადოების ნაწილს უკვე აშინებს და იწვევს კითხვებს, რით შეიძლება ამის დაბალანსება. და რადგან ამას ოპოზიციური პარტიები ვერ აკეთებენ, ძირითადი ტვირთი გადავა სამოქალაქო საზოგადოებაზე და ამას გარკვეული კატაკლიზმები შეიძლება მოჰყვეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოცნება ამ ცდუნებას ვერ გაუძლებს და შეიძლება შედეგად მივიღოთ ის, რაც ენმ-ს მმართველობის ბოლო პერიოდში მივიღეთ.
თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები - 2 პროდასავლური პარტია დარჩა პარლამენტს გარეთ, ძალიან დაბალი შედეგით. რატომ ვერ შეძლეს მათ პარლამენტში შესვლა? რით აიხსნება, რომ თავისუფალი დემოკრატები "დანებდნენ", ხოლო რესპუბლიკელები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ?
ბურჭულაძის ბლოკის შემოსვლამ შეიძლება ითქვას, რომ გაფლანგა მესამე ძალის რესურსი. მისმა მენეჯმენტმა არა მხოლოდ მის პარტიას მიაყენა ზიანი, არამედ თუნდაც თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს. როცა ნახა ამომრჩეველმა, რომ ეს მესამე ძალა არ გამოდის, იფიქრეს, ნახევარი სახლში დარჩა, ზოგმა ოცნებას დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, ფაქტორი იყო ისიც, რომ თვითონ ამ პარტიებმა ვერ იმუშავეს, განსაკუთრებით რეგიონებში. არც ერთი მათგანის უკან რაიმე ფინანსური ჯგუფი არ მდგარა. ასევე გზავნილების თვალსაზრისით არაფერი ახალი რეალურად არ შემოუთავაზებიათ. მემგონი, მოლოდინი იყო, რომ უფრო ახალი ნარატივი ექნებოდათ, რასაც საზოგადოება აიტაცებდა. მათ ასევე შეეძლოთ რესპუბლიკელებთან ერთად ებრძოლათ, რადგან მათი ამომრჩეველი თითქმის იდენტურია.
გამოიკვეთა მოსაზრებაც, რომ პარლამენტში ის პარტიები შევიდნენ, რომელთაც საკუთარი ტელევიზიები აქვთ...
რა თქმა უნდა, ეს გამოიკვეთა, როგორც ფაქტორი, რომ პარტიები, რომლებიც მომავალში დააპირებენ წინასაარჩევნო პერიპეტიებში ჩართვას, ტელევიზია მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. იგივე GDS, იმედი, ობიექტივი ანუ ტელევიზიის გარეშე რეალურად ძალიან უჭირთ პარტიებს საკუთარი აუდიტორიის მოძებნა. და კიდევ დაფინანსების საკითხიც, რაც თავიანთ ანგარიშებში საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, რომ ამ მხრივ იყო აბსოლუტური დისბალანსი. მმართველ პარტიებს ჰქონდათ ძალიან დიდი შემოწირულობები სხვა პარტიებთან შედარებით.
-
გადახედვაპოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის მონაწილე დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვა25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე სახალხო პროტესტის ფონზე გაიხსნება 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე სახალხო პროტესტის ფონზე გაიხსნება
-
გადახედვაპარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული
-
გადახედვააქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს
-
გადახედვავაჟა სირაძე: რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? ვაჟა სირაძე: რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის?
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან
-
გადახედვაილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ხვალ პარლამენტის უკან წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ხვალ პარლამენტის უკან წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი
-
გადახედვახატია დეკანოიძე: არავის ეშინია შსს-ს განცხადების, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არის თვითმარქვია ხელისუფლება და პარლამენტი ხატია დეკანოიძე: არავის ეშინია შსს-ს განცხადების, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არის თვითმარქვია ხელისუფლება და პარლამენტი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაპარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული
-
გადახედვაგურჯაანში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს გურჯაანში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს
-
გადახედვამთავარის ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა მთავარის ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა
-
გადახედვაირაკლი კობახიძე 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს ირაკლი კობახიძე 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება მამუკა ხაზარაძე: მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება
-
გადახედვა"ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" — ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს "ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" — ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს
-
გადახედვაწილოსანი ზურაბიშვილს: თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ წილოსანი ზურაბიშვილს: თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
-
გადახედვასაქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი საქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი
-
გადახედვასახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვასაია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება საია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება
-
გადახედვალასდილის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ლასდილის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
-
გადახედვაუშგული-ლასდილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა უშგული-ლასდილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
კომენტარები