რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი
ფოტო: Shutterstock
ბავშვები განვითარების სხვადასხვა ეტაპს განსხვავებული სისწრაფით აღწევენ. ეს ვრცელდება გარემოს აღქმაზე, ფეხის ადგმასა და იმის გააზრებაზეც კი, რომ მათი შეხედულებები, შესაძლოა, სხვების შეხედულებებისგან განსხვავებული იყოს. და როცა საქმე ენასა და მეტყველების დაწყებას ეხება - არც აქ არსებობს ერთი განსაზღვრული ასაკი.
ცხადია, არსებობს კომუნიკაციის უნარების განვითარების კონკრეტული ეტაპები, რომელსაც ბავშვების უმრავლესობა გარკვეულ ასაკში ლახავს და ხშირად მშობლებს უჭირთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ მათი შვილები სხვებზე გვიან იწყებენ ლაპარაკს. ბავშვების უმეტესობისთვის ეს სხვაობები ნორმალურია და ისინი ყოველგვარი ჩარევის გარეშე ეწევიან თანატოლებს.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე კომუნიკაციის დაწყების დაგვიანება, შესაძლოა, მეტყველების გრძელვადიანი დარღვევის ნიშანი იყოს. რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომლებსაც აქვთ ეჭვები თავიანთი შვილების მეტყველების შესაძლო შეფერხებებზე?
მეტყველება ყველაფერი არაა
ფოტო: Shutterstock
როგორც წესი, ბავშვები ტიტინს საშუალოდ 6 თვიდან იწყებენ, პირველ სიტყვას კი 10-დან 15 თვემდე ასაკში ამბობენ (უმეტესობა ლაპარაკს 12 თვიდან იწყებს). ამის შემდეგ ბავშვები სიტყვების მარაგის შევსებას იწყებენ და დაახლოებით 18 თვიდან ახერხებენ მარტივი წინადადებების შედგენას.
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ენა არ არის მხოლოდ ბგერები, რომლებსაც პირით გამოვცემთ. ენის გაგება ერთობ კომპლექსური საკითხია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიტყვების გამოყენების წესი, სიტყვების შინაარსის ცვლა კონტექსტების მიხედვით და სიტყვათა თანმიმდევრობაზე დაყრდნობით უნდა გვესმოდეს წინადადებების არსი. ამ ყველაფერს რეცეპტული ენის უნარები ჰქვია.
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ენის განვითარების ადრეულ ეტაპებზე ბავშვებს იმაზე მეტი ესმით, ვიდრე ამის გადმოცემა შეუძლიათ. ბავშვები ენის აღქმას იწყებენ იმაზე დაყრდნობით, თუ რას ამბობენ მათ გარშემო არსებული ადამიანები - მშობლები, დები, ძმები თუ ძიძები. სწორედ ამ გზით ავითარებენ ისინი თავიანთ ენობრივ უნარებს.
მეტყველების ზოგიერთი დეფექტი - მაგალითად, ენის ბორძიკი - მარტივად შესამჩნევია, თუმცა მეტყველების გარკვეული ტიპის ხარვეზების გამოვლენა ერთობ რთულია ხოლმე. ხანდახან ერთი შეხედვით კომპლექსური წინადადების შინაარსს ბავშვი კონტექსტიდან გამომდინარე ხვდება. მაგალითად, როდესაც შვილს ეუბნებით, "წადი, აიღე ქურთუკი და ფეხსაცმელები", მან ნათქვამი იმის საფუძველზე შეიძლება შეასრულოს, რომ სახლიდან გასასვლელად მზადებას ხედავს და სიტყვების, "ქურთუკი" და "ფეხსაცმელები", გაგება შეძლო.
თუმცა არსებობს მითითებები, რომლებშიც კონტექსტი ნაკლებად იკითხება; მაგალითად: "აიღე ლურჯი წიგნი, რომელიც დივანზე - პლედის ქვეშ დევს". ამ წინადადების შინაარსის მიხვედრა ენის უკეთესად ცოდნას მოითხოვს და ბავშვებისთვის, რომელთაც გარკვეული ტიპის ენობრივი პრობლემები აქვთ, რთულად გასაგები შეიძლება აღმოჩნდეს. პრობლემის გამოაშკარავების სირთულეს, როგორც წესი, სწორედ ეს ფაქტი განსაზღვრავს - ბავშვმა, შესაძლოა, კონტექსტის აღქმით მოახერხოს ნათქვამის გაგება, ამ დროს კი ენის განვითარების მხრივ შეფერხება ჰქონდეს.
ფოტო: Shutterstock
როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
როგორც წესი, ბავშვებისთვის დამთრგუნველია ის ფაქტი, რომ ვერ იგებენ, რა ხდება მათ გარშემო და ვერც საკუთარი აზრების გადმოცემას ახერხებენ. მაგალითად, როდესაც ბავშვს ტანტრუმის შეტევები ხშირად ემართება და ამ დროს იმის გადმოცემა უჭირს, თუ რა აწუხებს, ეს, შეიძლება, ენის გაგებასთან დაკავშირებული რაიმე სირთულის ან შეფერხების მანიშნებელი იყოს. თუ აღმოაჩენთ, რომ ბავშვს მარტივი მითითებების შესრულების პრობლემა აქვს, ეს, შეიძლება, გამოწვეული იყოს იმით, რომ მას ენის გაგება უჭირს.
ბავშვების 70-80% ენის განვითარების შეფერხების ფაზას დაახლოებით 4 წლის ასაკში აღწევს თავს. დანარჩენების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოხატული იყოს ენის განვითარების დარღვევა, იგივე DLD. სკოლამდელი ასაკის ბავშვების შემთხვევაში ექსპერტებსაც კი უჭირთ თქვან, დროებით შეფერხებასთან გვაქვს საქმე თუ DLD-სთან. ვარაუდობენ, რომ ენის განვითარების დარღვევა 15-დან 1 ბავშვში ვლინდება და მან, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ენის როგორც ექსპრესიულ, ისე რეცეპტულ უნარებზე და ზრდასრულობის პერიოდშიც გაგრძელდეს.
ბავშვებს, რომლებსაც DLD უდგინდებათ, შესაძლოა, დამატებითი დახმარება და ჩარევა დასჭირდეთ. "დაველოდოთ და ვნახოთ" მიდგომის გამოყენების ნაცვლად, უმჯობესი იქნება, პროფესიონალთან მივიდეთ და მისი რჩევები და რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. სპეციალისტთან ვიზიტი მიზანშეწონილია, თუ: თქვენი შვილი 18-დან 30 თვემდე ასაკისაა, უჭირს ენის გაგება, კომუნიკაციისას იყენებს ძალიან ცოტა ჟესტს და ნელა ითვისებს ახალ სიტყვებს.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს ენის განვითარებაში
ენა ერთობ მოქნილი სისტემაა. მისი განვითარების რა ეტაპზეც უნდა იყოს ბავშვი, ყოველთვის შეგიძლიათ, დაეხმაროთ მას შესაბამისი უნარების სწრაფად განვითარებაში.
მაგალითად, როდესაც ბავშვთან ერთად თამაშობთ, დააკვირდით მისი თვალების მოძრაობას და ეცადეთ, ამოიცნოთ ნივთები, რომლებსაც ისინი უყურებენ. თუ ბავშვი გეტყვით, "ბაჭია ყუთი", თქვენ შეგიძლიათ უთხრათ, რომ "კი, ბაჭია ყუთში ზის. გინდა, ამოვიყვანოთ ყუთიდან?" ეს დაეხმარება ბავშვს როგორც ახალი სიტყვების გაგებაში, ასევე მოქმედებების, კონტექსტისა და სიტყვათა წყობის აღქმაშიც.
ბავშვები სამყაროს წიგნების მეშვეობითაც შეიმეცნებენ, რაც მათი ლექსიკონის გამდიდრებას უწყობს ხელს.
ფოტო: Shutterstock
იკითხეთ წიგნები ერთად: ეს ძალიან ეხმარება ბავშვს ენის განვითარებაში, თანაც, წიგნებში ისეთი სიტყვების პოვნაც შეგიძლიათ, რომელთაც რეალურ სიტუაციებში, შეიძლება, ვერც შეხვდნენ. მაგალითად - თქვენმა შვილმა სწორედ წიგნებიდან შეიძლება გაიგოს ჟირაფის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზოოპარკში მის ნახვას ვერ შეძლებს.
დაუსვით კითხვები: ძალიან მნიშვნელოვანია კითხვის დასმისა და მოსმენის უნარების განვითარებაც. კომუნიკაციისას ხშირად გამოიყენეთ რატომ? და როგორ? კითხვები, რომ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მიიღოთ ბავშვისგან. მოერიდეთ ისეთი კითხვების დასმას, რომლებზე პასუხებიც მხოლოდ კი ან არა შეიძლება იყოს.
ერთად უყურეთ ვიდეოებს: რაც შეეხება ვიდეოების ან ტელევიზორის ყურებას, ესეც ეხმარება ბავშვს ენის ათვისებაში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენც მასთან ერთად უყურებთ, განიხილავთ სცენებს და ესაუბრებით ამა თუ იმ ეპიზოდზე.
მარტივი ჭეშმარიტებასავით კი ჟღერს, თუმცა მაინც ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ორმხრივი კომუნიკაცია თქვენი შვილების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ეს არამხოლოდ ენის ათვისებას უწყობს ხელს, არამედ სოციალური კომუნიკაციის უნარების გამომუშავებასაც ეხმარება, რაც, საბოლოოდ, ბავშვის თვითდამკვიდრების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ამავე თემაზე:
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
კომენტარები