დღეს, 9 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ თბილისის ზღვაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, კანალიზაციის მილების უკანონო დაერთებებია და, მათ შორის, "ერთი დღესაც გამოვლინდა".

ამით თბილისის მთავრობის წევრი თავისუფლების მონიტორის სიუჟეტს გამოეხმაურა. ვიდეოში ნათქვამია, რომ თბილისის ზღვაში, რომელიც მოსახლეობის წყალმომარაგების ერთ-ერთი წყაროა, საკანალიზაციო მილით ფეკალური მასები იღვრება.

"თვალით ხილული არაა და რთული დასადგენია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდა გამოვლენა. ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიზიკური სამუშაოები. თითოეული საკომუნიკაციო ნაგებობა პრაქტიკულად გაშიშვლდება, შევხედავთ, სად რა არის დაერთებული", — თქვა ირაკლი ხმალაძემ და აღნიშნა ისიც, რომ თბილისში სასმელი წლის ხარისხი კონტროლდება მუდმივად და ის "სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს".

9 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას ტექნიკის შეძენა და უკანონო დაერთებების მოძებნა დაავალა.

თავისუფლების მონიტორის ინფორმაციით, საკანალიზაციო წყლის თბილისის ზღვაში ჩადინების შესახებ მერიამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცოდა, თუმცა დუმდა.