თსუ-ს მე-2 კორპუსის რეაბილიტაციისას მილიონ ლარზე მეტი არარაციონალურად დაიხარჯა — აუდიტი
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაციისას 1 116 000 ლარზე მეტი არარაციონალურად დაიხარჯა. აუდიტის ანგარიშში ამ შესყიდვის დროს გამოვლენილ რამდენიმე უარყოფით გარემოებაზე მიუთითებენ.
აუდიტის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად შეირჩა მშენებლობის ე.წ. Design-Build მეთოდი. მათი ინფორმაციით, ტენდერის სავარაუდო ღირებულება იყო 5 829 000 ლარზე მეტი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ და გაიმარჯვა უმცირესი ფასის წარმომადგენელმა — შპს დიკა 2010-მა, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 5 192 000 ლარი.
"სამშენებლო პროექტების განხორციელების DB მეთოდის ერთ-ერთ უარყოფით მხარეს წარმოადგენს შესყიდვის საშუალებად ტენდერის გამოყენების სირთულე. იმის გამო, რომ აღნიშნული მეთოდი გულისხმობს საპროექტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ერთი კონტრაქტორისგან შესყიდვას, ტენდერის გამოცხადების ეტაპზე არ არსებობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა), რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სწორად განფასდეს შესასრულებელი სამუშაოები და შედეგად, ადეკვატურად განისაზღვროს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება", — წერია ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კორპუსის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის ღირებულების გაანგარიშების დროს არ არის გათვალისწინებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტარიფები. მათივე თქმით, ნებართვების ღირებულების დადგენას არ ესაჭიროებოდა ბაზრის კვლევა, რადგან ის გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ და მისი ფასები ფიქსირებულია.
აუდიტში აღნიშნავენ, რომ ამის გამო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა გაზრდილია ჯამურად მილიონ 116 ათას ლარზე მეტით (225,8 ათასი ლარით, მომსახურებების ნაწილში + 890,5 ათასი ლარით, სამუშაოების ნაწილში), რამაც შექმნა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის რისკი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები