საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ახლადარჩეულ პრემიერს, გიორგი გახარიას "საქმის კაცი" უწოდა. მისი თქმით, მას ენერგიულად შეუძლია და დინამიურად შეუძლია საქმის წარმართვა.

On.ge-ს კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი გახარია 20 ივნისის ღამესაც "საქმის კაცი", როცა აქციის დაშლის დროს მოქალაქეები დაშავდნენ, კობახიძემ ასე უპასუხა:

"რა თქმა უნდა... გიორგი გახარია არის ზოგადად საქმის კაცი და შესაბამისად, მისი თითოეული ნაბიჯი ნაკარნახევი იყო ამით..."