საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს ინფორმაციით, მარნეულის 35-ე საარჩევნო ოლქის 35-ე უბნის საარჩევნო კომისიას სოფელ ქესალოში არ აქვს სადემონსტრაციო ოქმი. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნისთვის სადემოსნტრაციო ოქმი არ გადაუცია. პრობლემის აღმოსაფხვრელად საუბნო საარჩევნო კომისიამ თავად შექმნა სადემონსტრაციო ოქმი (დახატა) და განათავსა საარჩევნო უბანში.