სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს ჩორჩანაში ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. როგორც დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა აღნიშნა, დეპარტამენტი მოუწოდებს მხარეებს, რომ სიტუაციის გადასაჭრელად გამოიყენონ ევროპის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი და იმოქმედონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ერთად.
ამასთანავე, აშშ მოუწოდებს რუსეთს, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა არხი გამოიყენოს.
გუშინ, 29 აგვისტოს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ მათ ქართული მხარისგან სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს აღება და "პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვეს". შეხვედრა კი "ქართული მხარის მიერ კონსტრუქციულ დიალოგზე არწასვლის" გამო დატოვეს.
ოსურმა მხარემ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგოს ასაღებად დრო პარასკევს, დილის 6 საათამდე მისცა. ეს ულტიმატუმი ქართულმა მხარემ არ შეასრულა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ ოსური მხარისგან ულტიმატუმის პათოსით საუბარი [საგუშაგოს დაშლაზე] გაუგებარი და "კატეგორიულად მიუღებელია". მისივე თქმით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან არსებული ტერიტორია 2008 წლის ომამდეც და მის შემდეგაც მიიჩნეოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიად.
ამის შემდეგ ცხინვალის ინიციატივით ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახა ქემოკლიძის თქმით, შეხვედრაზე დე ფაქტო ცხინვალის მხარემ თქვა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მათი განზრახვა არასდროს ყოფილა. ამის შესახებ მან სოფელ ჩორჩანასთან განაცხადა, სადაც შეხვედრა დასრულდა.
მისივე განცხადებით, საგუშაგოს ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა. ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში, საგუშაგო თავის ადგილას რჩება. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ კვირაში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.
საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ ოსური მხარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში საგუშაგოს აშენებას აპირებს. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, მათი მოთხოვნა უცვლელია.
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
კომენტარები