ქლამიდიოზის საწინააღმდეგო ვაქცინამ კვლევის პირველი ეტაპი გაიარა
ქლამიდიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, რომლითაც მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 131 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკით, 2017 წელს 1,7 მილიონი შემთხვევა იყო აღწერილი და ამ მაჩვენებლით ქლამიდიოზი ყველაზე უფრო გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადება გახლდათ აშშ-ს ტერიტორიაზე. თუმცა, ეს მაჩვენებელი შესაძლოა ჭეშმარიტ სურათს არ ასახავდეს და რეალური რიცხვები გაცილებით მაღალი იყოს: დაავადების კლინიკური ნიშნების ამოცნობა ხშირად საკმაოდ რთულია და ზოგჯერ იგი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ქლამიდიოზს ანტიბიოტიკებით ებრძვიან და ეს მეთოდი ძალზე ეფექტურია, თუმცა მკურნალობის არ არსებობის პირობებში მას შეუძლია ქალების რეპროდუქციულ სისტემას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. ინფექციის სამიზნე საშვილოსნოს ყელია და სტატისტიკურად 6-დან 1 ქალის შემთხვევაში იგი საშვილოსნოსა და ფალოპის მილებზეც ვრცელდება. საბოლოო ჯამში მძლავრი ვითარდება ანთებითი პროცესი, რასაც უშვილობის გამოწვევა შეუძლია.
ქლამიდიოზის ვაქცინის კვლევაში 32 ჯანმრთელი ქალი იღებდა მონაწილეობას და მათ შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს ორი ვაქცინიდან ერთ-ერთი და პლაცებო. ორივე მათგანი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო აღმოჩნდა და ორივე შემთხვევაში ორგანიზმში იმუნური პასუხი განვითარდა, პლაცებო-ჯგუფისგან განსხვავებით. კვლევის მონაცემები ჟურნალში Lancet Infectious Diseases გამოქვეყნდა.
"ეს იმედისმომცემი შედეგები ძალზე წამახალისებელია. გრძელვადიან პერსპექტივაში ქლამიდიოზს ქალებში უამრავი გართულების გამოწვევა შეუძლია, ამიტომაც მის საწინააღმდეგო ვაქცინას საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა ექნება" — წერს გამოქვეყნებული სტატიის თანმხლებ კომენტარში ტონი დარვილი, პედიატრ-ინფექციონისტი.
როგორ მუშაობს ვაქცინა?
ქლამიდიოზის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა საკმაოდ რთულია, რადგანაც დაავადების გამომწვევი ბაქტერია, Chlamydia trachomatis, საკმაოდ კომპლექსური სიცოცხლის ციკლით ცხოვრობს. ორგანიზმის ინფიცირებისას ისინი რეპროდუქციული ორგანოების უჯრედებში იჭრებიან. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შემდგომ, მეცნიერები ვაქცინის მიერ გამოწვეული იმუნური პასუხის ორ ვარიანტს ელოდნენ:
- ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები ბაქტერიებს უჯრედის გარეთ შეებრძოლებიან
- იმუნური სისტემის ცილები და უჯრედები (T უჯრედები) დაავადების გამომწვევს უშუალოდ უჯრედის შიგნით შეებრძოლებიან.
კლინიკური კვლევის ფარგლებში ქლამიდიოზის ვაქცინის ორი ვარიანტი გამოიცადა. ორივე მათგანმა წარმატებით გამოიწვია იმუნური პასუხი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უფრო ეფექტური შედეგით გამოირჩა. შემდგომი კვლევები სწორედ ვაქცინის ამ ვერსიაზე კონცენტრირდება. მომდევნო ეტაპზე შემოწმდება, თუ რამდენად დაიცავს ვაქცინა დაავადების რისკის ზღვარზე მყოფ პაციენტებს.
თუ ვაქცინა კლინიკური კვლევის ყველა ეტაპს გაივლის და მისი გამოყენება ფართო მოხმარებისთვის ნებადართული გახდება, აცრების იდეალურ ასაკად 11-12 წელი მოიაზრება. ეს ის ასაკია, რა დროსაც ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო აცრებს აკეთებენ.
რა სიტუაციაა საქართველოში?
2016-2018 წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქლამიდიოზი სიხშირით მეორე ადგილზეა ტრიქომონიაზის შემდგომ. აღნიშნული მაჩვენებელი საერთოა როგორც ზრდასრული ადამიანებისათვის, ასევე მოზარდთათვისაც.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების უმეტესობისგან ეფექტური თავდაცვის საშუალებაა პრეზერვატივის სწორად და მუდმივად გამოყენება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინფიცირების შემთხვევაში ადამიანმა დროულად მიმართოს ექიმს და დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სქესობრივ პარტნიორებს. ქლამიდიოზი სრულად ექვემდებარება მკურნალობას და მედიკამენტების დროულად მიღების შემთხვევაში ადამიანის სრული გამოჯანმრთელებით სრულდება.
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
კომენტარები