ბანანი გადაშენების საფრთხის წინაშე — ფუზარიუმმა სამხრეთ ამერიკას მიაღწია
ფოტო: Steve Hopson
1990-იან წლებში სოკო ფუზარიუმის ერთ-ერთმა შტამმა, კერძოდ TR4-მა აზიაში, ავსტრალიაში, აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში ბანანის პლანტაციების უზარმაზარი რაოდენობას გაანადგურა და მილიონობით დოლარის ზარალი გამოიწვია.
ამ დრომდე, TR4 ამერიკის კონტინენტებზე არასდროს დაფიქსირებულა. 8 აგვისტოს კოლუმბიის სოფლის-მეურნეობის ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სოკო ფუზარიუმი სამხრეთ ამერიკის სანაპიროებზე უკვე ფიქსირდება.
გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ლაბორატორიულმა ტესტებმა TR4-ს არსებობა კოლუმბიაში, გუახირის ნახევარკუნძულზე, ჯამში 175 ჰექტარ ფართობზე დაადასტურა.
ადგილობრივმა მთავრობამ ნახევარკუნძულზე სოკოს გავრცელების შეზღუდვის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კოლუმბიის სოფლის-მეურნეობის ინსტიტუტი ფუზარიუმთან საბრძოლველად პრევენციულ ღონისძიებებს იწყებს. აეროპორტებში, საზღვარზე და საზღვაო პორტებში სანიტარული კონტროლი გამკაცრდება. დაიწყება პლანტაციების რეგულარული შემოწმება, როგორც თვითმფრინავებით, ისევე მიწაზე. ბანანის პატარა მწარმოებლებს კი ბიოუსაფრთხოების სისტემების დანერგვის მიზნით დაფინანსება გაეზრდებათ.
ჯერჯერობით უცნობია, საკმარისი იქნება თუ არა ეს ზომები TR4-ის შესაჩერებლად. TR4-ის სპორები ნიადაგში ათწლეულები ძლებს. ფუზარიუმის გავრცელების შეჩერება ყველა დაინფიცირებული მცენარის განადგურებისა და პლანტაციების დახურვის გარეშე შეუძლებელია.
ამჟამად არ არსებობს არც ერთი პრეპარატი, რომელიც TR4-ის მიმართ ეფექტურობას ავლენს.
"TR4-ის დაფიქსირება ნიშნავს, რომ უკვე ძალიან დაგვიანებულია. დიდი ალბათობით, პათოგენი უკვე იმაზე ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე გვგონია", — აცხადებს ვაგენინგენის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგი გერტ კემა.
სწორედ სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს მსოფლიოში ბანანის ხუთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი. ასევე ამ რეგიონშია აშშ-ს 10 ყველაზე მსხვილი მომმარაგებელიც. ამის გამო რეგიონში TR4-ის გავრცელებას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
გარდა ამისა, TR4 მილიონობით ადგილობრივს უკიდურეს პრობლემებს შეუქმნის, რადგან მათი უმეტესი ნაწილი მთავარ საკვებად ბანანს იყენებს.
მეცნიერებს ამერიკის კონტინენტებზე TR4-ის გამოჩენის შესაძლებლობა დიდი ხანია აშინებთ.
აღსანიშნავია, რომ "ბანანის კატასტროფა" მსოფლიომ ერთხელ უკვე გამოიარა. 1960-იან წლებში ლათინურ ამერიკაში ფუზარიუმის (პანამას დაავადება ერთ-ერთი შტამი გავრცელდა, რამაც პლანტაციების უმეტესი ნაწილი გაანადგურა. ამ დროს კაცობრიობა საკვებად ბანანის ერთ-ერთ ჯიშს, კერძოდ გროს მიშელს იყენებდა. გროს მიშელის პლანტაციების განადგურების შემდეგ ფერმერები ბანანის ახალი ჯიშის, პანამას დაავადების მიმართ რეზისტენტული კავენდიშის გამოყენებაზე გადავიდნენ, რომელიც, როგორც ცნობილია, ნაკლებად ტკბილია.
ამჟამად მსოფლიოში ექსპორტირებული ბანანის 99 პროცენტი კავენდიშის ტიპს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ კავენდიშს ამჟამად გავრცელებული TR4-ის შტამისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია.
ამჟამად კი კაცობრიობას არ აქვს ბანანის მომდევნო ჯიში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კავენდიშს ჩაანაცვლებს, ისე, როგორც ეს გროს მიშელის შემთხვევაში მოხდა.
არსებობს ბანანის განსხვავებული ჯიშები, რომლებიც TR4-ის მიმართ რეზისტენტულია, მაგრამ ეს ჯიშები ჩვენთვის ცნობილი ბანანისგან ფორმით, ფერითა და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდებიან.
კავენდიშის განადურების შემთხვევაში, მისაღები იქნება თუ არა კაცობრიობისთვის ახალი, განსხვავებული გემოს ბანანი, ჯერჯერობით გაურკვეველია.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა

კომენტარები