შრომისუუნარო გამხადეთ, მაგრამ ბრძოლისუნარიანობა არ დამიკარგავს — მესხიძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
"მართალია, შრომისუუნარო გამხადეთ, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ, რომ ბრძოლისუნარიანობა არ დამიკარგავს. იმ სამარცხვინო ლაქას, რომლის ჩამორეცხვასაც ასე ძალიან აჩქარებდა მოსამართლეს, ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს, რადგან ღირსებისთვის რომ იბრძოლო, ღირსება უნდა გაგაჩნდეს", — ასე გამოეხმაურა ეკა მესხიძე, რომელიც საჯარო რეესტრის ყოფილ ხელმძღვანელს, პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უგრეხელიძის სარჩელი ღირსების შელახვაზე.
მესხიძე წერს, რომ "ივანიშვილი-წულუკიანი-მინდია უგრეხელიძის" სასამართლოსგან სხვა არაფერს ელოდა და ისიც უკვირს, რომ არ დაიჭირეს. მისი თქმით, "მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს" კიდევ ერთი მოსამართლე ზაალ მარუაშვილი მიემატა ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო. ის მოსამართლესა და უგრეხელიძის ადვოკატებ მიმართავს:
"ბატონო მოსამართლე, თქვენს შვილს, სულ ახლახანს რომ მოევლინა ამ ქვეყანას, თქვენს პატარა სიხარულ გოგოს რომ მსგავსი ნაძირალა დაჩაგრავს და შეავიწროვებს რომ გაიზრდება (და თქვენიც ადვოკატებო), იმედი მაქვს ცოცხალი ვიქნები და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დავიცავ. ის რაც ერთი წლის განმავლობაში სისაძაგლე მოისმინეთ და მტკიცებულებების სახით იხილეთ, მსგავსი გადაწყვეტილება რომ მიიღეთ, უკვე გასაგებია რა დღეში ხართ და ნამდვილად მეცოდებით".
მესხიძე ამბობს, რომ ბრძოლას აგრძელებს და გაასაჯაროებს ყველა მტკიცებულებას, სახახლო დამცველის დაკსვნასთან ერთად, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მესხიძეს დაევალა მედიებში უარყოს ბრალდებები უგრეხელიძის მიმართ. მესხიძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მისივე თქმით, ქალს ცნობების უარყოფა მანამ არ ევალება, სანამ გასაჩივრების ვადა აქვთ.
უგრეხელიძის საქმეზე სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროება აქვს დადგენილი. ადვოკატის თქმით, ეს დასკვნა არ საჩივრდება და სასამართლოს არ უთქვამს, რომ ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება არ განხორციელებულა, რადგან მხოლოდ უგრეხელიძის სარჩელს განიხილავდა.
მესხიძე ამბობდა, რომ საჯარო რეესტრში მუშაობის პერიოდში, ყოველდღიურად უწევდა უგრეხელიძისაგან დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა. მისი თქმით, სიტუაციის გამწვავება არ სურდა და ამიტომ ითმენდა. მისივე თქმით, დუმილის დარღვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საჯარო რეესტრში დაკავებული თანამდებობდა დატოვა და ახალ სამსახურში პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან მუქარისა და ღირსების შემლახავი განცხადებები გაგრძელდა. უგრეხელიძემ სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 27 მარტს დატოვა, სასამართლოში კი 14 ივნისს იჩივლა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები