თბილისის მეტროში, დიდუბე-ღრმაღელის მონაკვეთზე, მიწისზედა სივრცეში მატარებლის შუშა ქვით ჩაიმსხვრა და სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა 6 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ, სავარაუდოდ, ქვა გარედან ესროლეს ვაგონს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე და 124-ე მუხლებით დაიწყო. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.