კოპენჰაგენი ბათუმში — სოკარის ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგი გრძელდება
ევროპის 2020 წლის ფეხბურთის ჩემპიონატთან დაკავშირებით კომპანია სოკარი კრეატიულ კამპანიას განაგრძობს. 25 ივლისს ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე კიდევ ერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გაიხსნა. როგორც სხვა ავტოგასამართი სადგურები, ახალიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში გამოგზაურებთ. სადგურის ვიზუალური გაფორმება ქალაქ კოპენჰაგენისთვის დამახასიათებელ ელემენტებს შეიცავს. ჭრელი სახლები, გემები და ვიწრო არხები სადგურის დიზაინში დანიის ყველაზე პოპულარული ბრენდის, "ლეგოს" ელემენტებითაა გამოკვეთილი.
განახლებული ავტოგასამართი სადგურის გახსნას სპეციალურად მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილზე გამოფენილი იყო უკვე რებრენდირებული სადგურებისა და დაგეგმილი პროექტების ამსახველი ფოტომასალა. სტუმრებს ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა, ლევან გიორგაძემ უმასპინძლა.
ბათუმში, კოპენჰაგენის ავტოგასამართ სადგურზე ნებისმიერი სახის მაღალი ხარისხის საწვავის მიღების გარდა, ელექტრომობილების დატენვასაც შეძლებთ. სადგურზე 2 სწრაფი და 1 ჩვეულებრივი დამტენია დამონტაჟებული.
კოპენჰაგენი სოკარის მეხუთე რებრენდირებული სადგურია. დანარჩენი 4 განახლებული სადგური რომში, ამსტერდამში, ბუდაპეშტსა და გლაზგოში გამოგზაურებთ. ავტოგასამართი სადგურების გაფორმებაზე ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს.
სოკარის კრეატიული კამპანია ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება. UEFA-ს ინიციატივით, ეს ჩემპიონატი გლობალურად აღინიშნება და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. გლობალურ ღონისძიებებში კომპანია სოკარიც ჩაერთო.
კამპანიის ფარგლებში, მთლიანობაში 11 ავტოგასამართი სადგურის ახლებურად გაფორმებაა გათვალისწინებული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით. ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის წარმოჩენისგან თავს იკავებს. 2020 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანია 2019 წლის დეკემბერში სრულდება.
სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის "პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი" ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები