ოცნების დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა დაგროვებით საპენსიო სისტემას ჯერ მხარი დაუჭირა და შემდეგ დატოვა
ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვა. ის დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო და კენჭისყრის დროს კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.
დეპუტატის განმარტებით, საპენსიო სისტემა მაღალი შემოსავლების გამო დატოვა. ის ამბობს, რომ თანხების დაგროვება არ სჭირდება და 65 წლის შემდეგ დეპუტატის პენსიაზეც უარს იტყვის.
"ყოველ წელს მე მაქვს მრავალმილიონიანი შემოსავალი და მე არ ვაპირებ, საერთოდ, არც დაგროვებითი პენსიით სარგებლობას და არც ჩვეულებრივი პენსიით სარგებლობას. სირცხვილია, რომ ჩემი შემოსავლის ადამიანმა პენსიაზე უარი არ ვთქვა. მე დავტოვე იმიტომ, რომ, საერთოდ, პენსიის აღებას არ ვაპირებ. ალბათ, ოქტომბერში საპენსიო ფონდს გავუგზავნი წერილს, რომ 65 წლის შემდეგ პენსია არ დამინიშნონ და დარჩეს საპენსიო ფონდში", — განუცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა On.ge-ს.
კითხვაზე, რატომ დაუჭირა მხარი დაგროვებით საპენსიო სისტემას, ოქრიაშვილი ამბობს, რომ "საჭიროა", თუმცა მისი შემოსავლების ადამიანისთვის — არა. მან მოუწოდა "მდიდრებს საქართველოში", რომ უარი თქვან როგორც დაგროვებით, ისე სახელმწიფო პენსიაზე.
ქონებრივი დეკლარაციის 2018 წლის მონაცემებით, კახაბერ ოქრიაშვილის თავის სახელზე რეგისტრირებული აქვს ერთი საცხოვრებელი სახლი სოფელ წავკისში, ორი ბინა დმანისში, 9 მიწის ნაკვეთი გარდაბანში, სოფელ წავკისში. ასევე, ჰყავს სამი მსუბუქი მანქანა, ორი ტოიოტას ფირმის, ხოლო ერთი BMW, რომელთა ყიდვაც 13 200 ევრო და 103 500 დოლარი დაუჯდა.
ოქრიაშვილი არის შპს ალფას, შპს მანდარინის, შპს პატრიამედიკას, შპს სანიმედის, შპს აქსამედიკალისა და შპს ლინატის 100%-იანი წილის მფლობელი. ის ფლობს წილებს სხვა კომპანიებშიც, მათ შორისაა შპს პსპ ფარმა, საიდანაც ერთი წლის განმავლობაში 7 600 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. მისი წლიური ხელფასი პარლამენტში 52 500 ლარია.
2019 წლის 11 ივლისის მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მონაცემები On.ge-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდეს.
40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი სახელმწიფო.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები