ნიკა რურუას შტაბის უფროსი, დავით ჯაფარიძე იარაღის ტარების ფაქტზე დააკავეს. განცხადება ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გააკეთა. რურუა აღნიშნულს უკანონოდ იარაღის ჩადებას უწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, რომ დაკავება 236-ე მუხლზე დაყრდნობით მოხდა, რაც "ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას" ითვალისწინებს.