თელაველი და გურჯაანელი მევენახეები რუსთავი 2-თან აქციას მართავენ. ისინი ღვინის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებენ გვარამიას და მოუწოდებენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს, დატოვონ ტელევიზია.

"ეს საზიზღრები, ესენი მოშროდნენ აქედან. ჩვენ არავის არ ვეკუთვნით. ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, ცოტა ყურები მოიბერტყონ, რა. ესენი მოგვაშორონ. თუ ამათ ამის შნო არ აქვთ, ჩვენ გავაკეთბთ ამას", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მანამდე აქციის მონაწილეები გომბორის გადასახვევთან შეიკრიბნენ და იქ დაანონსეს, რომ ტელევიზიასთან მისვლას გეგმავდნენ.

ნიკა გვარამიამ გადაცემა კვირის აქცენტებში ექსპორტიორები შეურაცხმყოფელად მოიხსენია და განაცხადა: "რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო".