ჰაერში გაბნეული ლითონური ნაწილაკები და ძუძუს კიბო
ფოტო: კაკტუს-მედია
მასალა თავდაპირველად გამოაქვეყნდა On.ge-ს პარტნიორ კაკტუს-მედიაზე.
აქამდე ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ინდუსტრიული და სამეურნეო პროცესების შედეგად გარემოში მოხვედრილი ლითონური ნარჩენები ძუძუს კიბოს რისკის ზრდასთანაა დაკავშირებული. ადამიანებს ლითონური ნაწილაკები ძირითადად საჭმელში, წყალში და ჰაერში ხვდებათ.
ლითონი მობილურიცაა და გამძლეც, ამიტომ ის ნიადაგში, ჰაერსა თუ წყალში ადვილად ვრცელდება და დიდხანს რჩება.
ლითონურ ნარჩენებთან შეხება განსაკუთრებით დამაზიანებელი ქალებისთვისაა. ცნობილია, რომ ხშირად ლითონური ნაწილაკები მკერდისა და ძუძუს ქსოვილში ხვდება და გროვდება. სხეულში მოხვედრილ ლითონს კი ესტროგენული თვისებები აქვს: მას ჰორმონალური დარღვევების გამოწვევა და კარცინოგენული პროცესების წამოწყება შეუძლია. ამ თვისებების გამო ლითონებს — ანუ მეტალებს — სამედიცინო ლიტერატურაში "მეტალოესტროგენებადაც" კი მოიხსენიებენ ხოლმე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჰაერში გაბნეული ლითონური ნარჩენებია. რამდენიმე კვლევამ, მათ შორის კალიფორნიაში ჩატარებულმა კვლევამ სკოლის მასწავლებელთა შესახებ, აჩვენა რომ ჰაერში მძიმე მეტალების შემცველობა ძუძუს კიბოს რისკის ზრდასთანაა ასოცირებული.
მიუხედავად წარსულში რამდენიმე მცდელობისა, ჰაერში მოხვედრილი ლითონური ნარჩენების ჯანმრთელობაზე გავლენის ზუსტად დადგენა აქამდე ვერ ხერხდებოდა. ხშირად, ჰაერი უამრავი სხვადასხვა ნივთიერებითაა დაბინძურებული, რაც კონკრეტულად ლითონური ნარჩენების ეფექტის გამოყოფასა და მის ცალკე განსაზღვრას ართულებს.
კვლევა, რომელსაც ეს სტატია ეხება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს. უფრო კონკრეტულად, აქ განხილულია ათი ლითონური ელემენტის შესაძლო გავლენა ძუძუს კიბოს რისკზე. ეს ლითონებია: ტყვია, მანგანუმი, ნიკელი, ქრომი, დარიშხანი, სელენიუმი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, კობალტი და სტიბიუმი (ანთიმონიუმი, სურმა). განსაზღვრულია როგორც ამ დამაბინძურებელთა ინდივიდუალური, ისე მათი შესაძლო საერთო ეფექტიც.
მეთოდები
"ჰაერის ლითონური დამაბინძურებლები და ძუძუს კიბოს რისკი" 2019 წლის იანვარში სამეცნიერო ჟურნალ ეპიდემიოლოგიაში გამოქვეყნდა. ის ამერიკულ "დების კვლევის" მონაცემთა ბაზას ეყრდნობა.
"დების კვლევა" ამერიკის გარემოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის [National Institute of Environmental Health Sciences] პროექტია, რომელიც 2003 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ კვლევაში 50,000-ზე მეტი ქალი მონაწილეობს. ყველა მონაწილე ქალს ჰყავს ან ჰყავდა და ძუძუს კიბოს დადასტურებული დიაგნოზით.
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების დებისგან შემდგარი ჯგუფი საინტერესო იმითაა, რომ ისინი დიდწილად იმავე გენეტიკურ მემკვიდრეობას ატარებენ, რომელსაც მათი დები და ამიტომ განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამიტომ ის ფაქტორები, რომლებიც ძუძუს კიბოს რისკს ზრდიან, განსაკუთრებით კარგად ამ ჯგუფის მონაცემებში უნდა აისახებოდეს.
"დების კვლევის" ფარგლებში მონაწილე ქალები ყოველწლიურად სატელეფონო კითხვარს იღებენ, რომელიც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ კითხვებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ "დების კვლევა" მაღალი გამოხმაურების მაჩვენებლით გამოირჩევა. მონაწილეთა 90%-ზე მეტი კითხვარს ყოველწლიურად პასუხობს.
2015 წლისთვის, "დების კვლევის" ფარგლებში გამოკითხული 50,884 მონაწილე ქალიდან ძუძუს კიბო 2,587 ქალს დაუდგინდა. ამ კვლევისთვის ძუძუს კიბოს შემთხვევები რამდენიმე კატეგორიად დაიყო — პირველ რიგში, გამოიყო მენოპაუზამდელი დიაგნოზები და მენოპაუზის შემდგომი შემთხვევები. თავისთავად დიაგნოზები შემდეგ სიმსივნის ტიპის მიხედვით, ესტროგენისა და პროგესტერონის სტატუსის გათვალისწინებით და ინ სიტუ ან ინვაზიურ კატეგორიებად დაჯგუფდა. ძუძუს კიბოს შემთხვევათა 81%-ისთვის ეს ინფორმაცია ოფიციალური სამედიცინო ისტორიით დადასტურდა, დანარჩენი შემთხვევებისთვის კი კვლევა პაციენტის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ შეავსო (ძუძუს კიბოს შემთხვევაში პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია როგორც წესი ოფოციალურ სამედიცინო ისტორიაში არსებულ ინფორმაციას ემთხვევა).
რაც შეეხება მონაცემებს ჰაერში ლითონური ნარჩენების შემცველობის შესახებ, ამისთვის კვლევა ამერიკის სახელმწიფო სააგენტოების მიერ მოწოდებულ მონაცემებს დაეყრდნო. ჰაერში ლითონის კონცენტრაციის შესახებ შეგროვებულ მონაცემთა უმეტესობა ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერაა შეგროვებული, ნაწილი კი საჰაერო ტოქსინთა ეროვნული ანგარიშიდან შეიკრიბა.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი ამერიკის მასშტაბით გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზა შეიქმნა, სადაც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი ჰაერში სხვადასხვა ლითონური ნარჩენის კონცენტრაციის მიხედვით დაჯგუფდა. თითეული ლითონური დამაბინძურებლისთვის გამოიკვეთა მუნიციპალიტეტთა ხუთი დონე, ყველაზე სუფთიდან ყველაზე დაბინძურებულამდე.
აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტებს შორის, ჰაერში ლითონური ელემენტების შემცველობა მკვეთრად იცვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ ლითონური დამაბინძურებლების კონცენტრაცია ერთმანეთზე მხოლოდ ირიბადაა დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებში სადაც, მაგალითად, მაღალია ტყვიის შემცველობა, ჰაერში სხვა ლითონების კონცენტრაცია ზღვრულს, შესაძლოა, სულაც არ აღემატებოდეს. ეს მიგვითითებს, რომ ლითონური ნარჩენები ჰაერში სხვადასხვა გზით, ინდივიდუალურად, ხვდება.
საინტერესოა ისიც, რომ — მიუხედავად საპირისპირო მოლოდინისა — კვლევის მონაწილეთა შორის შედარებით მაღალი შემოსავლისა და განათლების დონის მქონე ქალები სტატისტიკურად უფრო დაბინძრებულ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ. ეს სავარაუდოდ იმით აიხსნება, რომ ჰაერი ლითონური ნარჩენებით ყველაზე მეტად ურბანულ მუნიციპალიტეტებშია დაბინძურებული.
სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით, დაბინძურების მიხედვით დაჯგუფებული მუნიციპალიტეტები "დების კვლევის" დიაგნოზთა ბაზას დაუკავშირდა, რათა თითოეული ელემენტისთვის განსაზღვრულიყო რამდენად ზრდის მეტად დაბინძურებულ მუნიციპალიტეტში ცხოვრება ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკს მონაწილე ქალთა შორის. რისკის შესაძლო ზრდა განისაზღვრა როგორც ინდივიდუალური ლითონური დამაბინძურებლებისთვის, ისე ზემოთჩამოთვლილი ელემენტების საერთო ჯგუფებისთვისაც. სტატისტიკურად გამართული შედეგების მისაღებად ანალიზი შეიცავდა ცვლადებს მონაწილე ქალთა წონის, თამბაქოს მოხმარების, შემოსავლის და სხვა ისეთი ფაქტორების შესახებ, რომლების შესაძლოა თავისთავად — ჰაერის ხარისხისგან დამოუკიდებლად — მოქმედებდნენ ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკზე.
შედეგები
აღმოჩნდა, რომ ჰაერში კადმიუმის, ტყვიისა და ვერცხლისწყლის მომატებული შემცველობა, მენოპაუზის შემდგომი ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
ამ სამი ლითონური დამაბინძურებლის გავლენა ძუძუს კიბოს რისკზე დადასტურდა როგორც მათი ინდივიდუალურ ცვლადებად გაანალიზებისას, ისე საერთო ეფექტის განსაზღვრისას. ძუძუს კიბოს სხვადასხვა ტიპებს შორის — ინვაზიური/ინ სიტუ, ესტროგენულად პოზიტიური/ნეგატიური — სტატისტიკური განსხვავებები არ გამოვლინდა. როგორც ჩანს, ჰაერში გაბნეული ლითონური ნარჩენები სხვადასხვა ტიპის ძუძუს კიბოზე მსგავსად მოქმედებს.
მუნიციპალიტეტებში, სადაც ჰაერში ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ქალებს, ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების 10%-ით უფრო მაღალი რისკი აღმოაჩნდათ, ვიდრე იმ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, სადაც ტყვიის კონცენტრაცია ყველაზე დაბალი იყო. რისკის უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდა ვერცხლისწყლის შემთხვევაში, სადაც რისკის მატება 20%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება კადმიუმს, აქ, ტყვიის მსგავსად, რისკის 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი აღმოაჩნდა სტიბიუმსაც (ანთიმონიუმი, სურმა), მისი გავლენაც 10%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა მისი ზუსტად განსაზღვრა ვერ მოხერხდა [ქვემოთ მოცემულია სტატისტიკური ანალიზის დეტალური შედეგები].
დასკვნა
ეს კვლევა სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით ჰაერში გაბნეული ლითონური დამაბინძურებლების კონცენტრაციას ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკის ზრდას უკავშირებს. აქ განსაზღვრული ეფექტები, ძირითადად, მენოპაუზის შემდგომ დიაგნოზს ეხება. ძუძუს კიბოს შემთხვევათა უმეტესობა ამ კატეგორიაში შედის. ძუძუს კიბოს სხვადასხვა ფორმებს შორის კი, როგორც ზემოთაა აღნიშნული, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლინდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტყვიის, კადმიუმისა და სტიბიუმის გამოკვეთილი გავლენები ჰაერში სხვა მძიმე მეტალების საზიანო ეფექტების არსებობას არ გამორიცხავს. ქალთა სხვადასხვა რისკ-ჯგუფებზე სხვადასხვა ლითონური ნივთიერებები განსხვავებულად ზემოქმედებენ. ამის მაგალითი კადმიუმი და სელენიუმია, რომლებიც მწეველ ქალებზე განსაკუთრებით ცუდად ზემოქმედებენ. კადმიუმის მაღალი კონცენტრაცია მწეველ ქალთა შორის ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკს ორჯერ ზრდის, სელენიუმი კი 70%-ით.
რაც შეეხება აქ განსაზღვრული ეფექტების გამომწვევ ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ მექანიზმებს, აქ დასადგენი ჯერაც ბევრია. ცნობილია, რომ ძუძუსა და მკერდის ქსოვილში ლითონური ნაწილაკების შემცველობა ესტროგენულ ალფა რეცეპტორებს ააქტიურებს, რაც ესტროგენზე დამოკიდებული სიმსივნური უჯრედების ზრდას უწყობს ხელს. ამიტომ ჰაერში გაფანტული ლითონური ნაწილაკები შეიძლება კარცინოგენად ჩაითვალოს.
სტატია თარგმნა გიორგი ცინცაძემ, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრია.
სტატიის თარგმანი ნაწილია კაქტუსის პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები", რომელიც ქალთა ფონდი საქართველოში (Women's Fund in Georgia) მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.
-
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
გადახედვა
-
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
-
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
-
მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს" მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს"
გადახედვა
-
ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს? ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს?
გადახედვა
-
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
-
მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი
გადახედვა
-
ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს? ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს?
გადახედვა
-
დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება" ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება"
გადახედვა
-
გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა
გადახედვა
-
ჰანტავირუსს საკრუიზო გემზე 3 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით ახალ ვირუსზე? ჰანტავირუსს საკრუიზო გემზე 3 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით ახალ ვირუსზე?
გადახედვა
-
ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
გადახედვა
-
IOC-მა ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა IOC-მა ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება
გადახედვა
-
ოქროს გლობუსმა AI-ის გამოყენების წესები დაადგინა ოქროს გლობუსმა AI-ის გამოყენების წესები დაადგინა
გადახედვა
-
რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ
გადახედვა
-
"მე ჩავჯდები, თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ" — ხარება სპეცრაზმელების დაკავებაზე "მე ჩავჯდები, თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ" — ხარება სპეცრაზმელების დაკავებაზე
გადახედვა
კომენტარები