15 ფილმი, რომელმაც ტარანტინოს შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა
ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც რეჟისორები საკუთარ ნამუშევრებში საყვარელი ფილმებიდან სცენების, ან დეტალების რეფერენსებს აკეთებენ ხოლმე. კვენტინ ტარანტინოს არასდროს დაუმალავს ის ფაქტი, რომ მასზე ბევრმა რეჟისორმა და ფილმმა იქონია გავლენა. ის ბავშვობიდან აღმერთებდა კინოს და როდესაც 1980 წელს ვიდეო არქივში მუშაობდა, დროთა განმავლობაში ამ სფეროში უდიდესი ცოდნა დააგროვა.
ტარანტინო ყოველთვის ღიად აღიარებდა, რომ საყვარელი ფილმებიდან სხვადასხვა ელემენტებს სესხულობდა და საკუთარ ფილმებში იყენებდა.
მის ერთ-ერთ ცნობილ ფილმზე, Reservoir Dogs-ზე ამბობდნენ, რომ 1987 წელს გამოსულ ჰონგ კონგურ ფილმს, City on Fir-ს ერთ-ერთზე აკოპირებს. ამაზე რეჟისორმა უპასუხა:
ყველაფრის მიუხედავად, ძველი ფილმების ვიზუალური თხრობით ტარანტინოს აღტაცება აშკარა და ნათელია. მისი კომენტარი როგორ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს, ის ჭეშმარიტად პოსტმოდერნულია და "მოპარვა" ქურდობად არ უნდა აღვიქვათ.
ბევრი ფილმი, რომელიც ტარანტინოს შთაგონება გახდა 1950 და 1970 წლების შუალედში იყო გადაღებული. მისი საყვარელი ფილმებიდან 15 ყველაზე საინტერესო ნამუშევარი ამოვარჩიეთ.
15. Kiss Me Deadly (Robert Aldrich, 1955)
Kiss Me Deadly მაკულატურის მსგავსი ორმოცდაათიანი წლების ამბავია. გამოსვლის პერიოდში საკმაოდ პოპულარული იყო და უდიდესი გავლენა მოახდინა Pulp Fiction-ზე.
14. The Dirty Dozen (Robert Aldrich, 1967)
The Dirty Dozen რობერტ ოლდრიჩის კიდევ ერთი ფილმია, რომელმაც ტარანტინო შთააგონა, თუმცა სრულიად განსხვავებული კუთხით. ეს ფილმი უზარმაზარი გავლენა იყო მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე გადაღებული Inglourious Basterds-სთვის. რომელსაც რეჟისორი საკუთარ Dirty Dozen-ს უწოდებს.
13. Lady Snowblood (Toshiya Fujita, 1973)
Lady Snowblood იაპონური ექშენ ფილმია, რომელიც ლეგენდას შურისმაძიებელ ქალზე გვიამბობს. ის აპირებს დასაჯოს ადამიანები, რომლებმაც მის ოჯახს ავნეს. სწორედ ეს ფილმი იყო Kill Bill-ის ინსპირაცია. ამ ფილმების სიუჟეტური ხაზი თითქმის იდენტურია. მოკალი ბილის პირველ ნაწილში, სცენა, სადაც უმა თურმანის გმირი თოვლიან ბაღში ორენს ებრძვის, სწორედ ამ ფილმიდან არის გადმოტანილი. ასევე, ანიმაციის ნაწილში, სადაც ორენი იაკუძების ბოსს ხმალს უყრის და ეკითხება - "ჩემი სახე ხომ არ გეცნობა?" მსგავსია Lady Snowblood-ის სცენისა, სადაც კაჯის პერსონაჟი ადამიანს, რომელმაც დედამისი გააუპატიურა ეკითხება - "ეს სახე იმ ქალს არ გახსენებს, რომელიც გააუპატიურე?", შემდეგ კი კლავს.
12. Game of Death (Robert Clouse, 1978)
საბრძოლო ხელოვნების ცნობილი ოსტატი ბრიუს ლი ფილმის - Game of Death-ის გადაღების პროცესში გარდაიცვალა. ფილმი 5 წლის შემდეგ დასრულდა და გარდაცვლილის როლს მისი ორეულები თამაშობდნენ.
ტარანტინომ ბრიუს ლის მიმართ მოკალი ბილის პირველ ნაწილში დიდი პატივისცემა გამოხატა. ლის ყვითელი კომბინიზონი აცვია, რომელსაც შავი ზოლები აქვს. უმა თურმანის პერსონაჟიც სწორედ ასეთ კომბინიზონშია გამოწყობილი. ამას გარდა, ფილმს ბევრი მსგავსი ბრძოლის სცენა აქვს, ისეთი რომელსაც ბრიუს ლის ფილმშიც ვხედავთ.
11. The Searchers (John Ford, 1956)
The Searchers ერთ-ერთი დიდებული ჰოლივუდური ვესტერნია, რომელიც 1950 წელს გადაიღეს, იმ პერიოდში, როდესაც ჟანრი პიკში იყო. არსებობს აზრი, რომ მოკალი ბილი ვესტერნი უფროა, ვიდრე საბრძოლო ხელოვნების შესახებ ფილმი.
ქორწილის რეპეტიციისას, უმა თურმანის გმირი ეკლესიაში შედის. ამ დროს კადრში ვხედავთ, რომ კარს მიღმა უდაბნოა. სწორედ ასეთი კადრია მაძებრებშიც, სადაც ჯონ ვეინის პერსონაჟის მსგავსად შემოდის კადრში. ასეთი სცენა Inglourious Basterds-შიც არის გამოყენებული, როდესაც შოსანა მინდორში გარბის, ამ ყველაფერს კი მაყურებელი სახლის ღია კარიდან უყურებს.
10. The Thing (John Carpenter, 1982)
ტარანტინოს სამეცნიერო ფანტასტიკის ჰორორი არასოდეს გადაუღია, თუმცა ჯონ კარპენტერის The Thing, რომელიც საშინელებათა ჟანრის კლასიკაა და უცხოპლანეტელებზე მოგვითხრობს — მაინც გახდა ტარანტინოსთვის რაღაცის მომცემი. The Hateful Eight-ში ზუსტად მსგავს გარემოს ვხვდებით. ამ ორ ფილმს ჟანრობრივად არაფერი აკავშირებთ, თუმცა მათ მსგავსი ატმოსფერო აქვთ — საერთო დაძაბულობა. სიუჟეტი ორივე შემთხვევაში იზოლირებულ ლოკაციაზე ვითარდება, თოვლსა და ყინვაში, სადაც მხოლოდ ქარის ხმა ისმის. არცერთი პერსონაჟი სანდო არ არის, ადამიანები რიგრიგობით იხოცებიან. The Thing-ში მთავარ გმირს კურტ რასელი თამაშობს, ტარანტინოსთან კი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.
9. Foxy Brown (Jack Hill, 1974)
ტარანტინოს ყოველთვის უყვარდა შავკანიანთა ექპლუატაციის ჟანრის ფილმები, რომლებსაც სამოცდაათიან წლებში იღებდნენ. მსახიობი პემ გრიერი ცნობილია ამ ჟანრში შესრულებული როლებით და მის რეპუტაციას საკმაოდ კარგი ეფექტი ჰქონდა ტარანტინოს Jackie Brown-ში. ფილმი სწორედ ამ ჟანრის მიმართ სიყვარულს გამოხატავს.
Foxy Brown გრიერის ყველაზე ცნობილი ფილმია, ჯეკი ბრაუნი კი იმას გვაჩვენებს, რომ მსახიობს თავისუფლად შეუძლია ითამაშოს ძლიერი ქალის როლი, რომელიც არავის აძლევს უფლებას განზე გაწიონ, განსაკუთრებით კი კაცებს. ის ერთნაირად წინააღმდეგობრივია, როგორც პოლიციასთან, ისე კრიმინალური სამყაროს ძალებთან. ის ახერხებს შექმნას სქემა, რომლის დახმარებითაც ციხეს თავს აარიდებს და თან გამდიდრდება. ორივე ფილმის მთავარი გმირის გვარი ბრაუნია, ფილმების სახელებად კი პროტაგონისტების სრული სახელებია არჩეული.
8. The Killing (Stanley Kubrick, 1956)
The Killing და Reservoir Dogs ჰეისტის (კრიმინალური ფილმების ქვეჟანრი) წარმომადგენლები არიან. ამ ფილმებმა საკუთარი ავტორების წარმატებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს.
7. The Taking of Pelham 1 2 3 (Joseph Sargent, 1974)
Reservoir Dogs არ გვაჩვენებს ძარცვას, რომელიც მძარცველებმა ჩაიდინეს. ტარანტინოს ფილმისგან განსხვავებით The Taking of Pelham 1 2 3 ბოლომდე აჩვენებს პროცესს და მის კრახს. მძარცველები დაუნდობელი განგსტერები არიან, ზოგიერთ მათგანს მძევლების ბედი საერთოდ არ ადარდებს. ისევე, როგოც ტარანტინოს პერსონაჟები, ამ ფილმშიც მძარცველები კოდურ სახელებად ფერებს იყენებენ.
6. Rio Bravo (Howard Hawks, 1959)
როდესაც ტარანტინო ჯეკი ბრაუნს იღებდა, უნდოდა ისეთი ფილმი შეექმნა, რომელსაც საკმარისი დრო ექნებოდა ამბის კვანძის გასახსნელად. ამ ყველაფერთან ერთად კი მაყურებელს პერსონაჟები ახლოს უნდა გაეცნო და მათ მიმართ თანაგრძნობა გასჩენოდა. მისი წინა ორი ექშენ ფილმისგან განსხვავებით, ჯეკი ბრაუნის ტემპი საკმაოდ ნელია. ეს ყველაფერი კი 1959 წელს გადაღებული Rio Bravo-სგან მოდის, ტარანტინო ამ ფილმს ყველაზე კარგ გასართობ ფილმად ასახელებს. ეს არის ის განსაზღვრული ტონი, რომელიც მას ჯეკი ბრაუნისთვის სურდა.
ტარანტინომ ერთხელ თქვა "თუ გოგო სერიოზულად მომწონს, რიო ბრავოს ვაჩვენებ ხოლმე და ჯობს მოეწონოს."
5. Carrie (Brian De Palma, 1976)
Carrie სტივენ კინგის ნოველების ერთ-ერთ პირველ ადაპტაციას და ტარანტინოს ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმს წარმოადგენს. ქერისთან ყველაზე ახლოს ტარანტინოს ფილმებიდან მოკალი ბილი დგას. ორივე შემთხვევაში მთავარი გმირი ქალია, რომელსაც თანამოაზრეებმა უღალატეს, ყველაფერი კი სისხლით დამთავრდა.
4. Band of Outsiders (Jean-Luc Godard, 1964)
ამ ფილმმა ტარანტინოს ხედვაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. Band of Outsiders კრიმინალურ დრამას ჟანრის კლიშეებისგან ათავისუფლებს . ტარანტინოს თქმით, მას ისეთი პრინციპით უნდოდა ფილმების კეთება, რა პრინციპითაც "აუთსაიდერებმა" ჟანრი შეცვალეს. ამ დასკვნამდე მაშინ მივიდა, როდესაც ფილმის რეცენზია წაიკითხა, სადაც ეწერა - "ეს ისეთი ფილმია, თითქოს ფრანგმა პოეტმა ჩვეულებრივი ამერიკული კრიმინალური ნოველა აიღო და მისი გადმოცემა ისე დაიწყო, თითქოს რომანი ყოფილიყო, სადაც სილამაზეს და სიღრმეს სიტყვებს მიღმა ხედავდა."
ამ ფილოსოფიის და ხედვის გარეშე, ტარანტინოს ფილმები იოლად შეიძლებოდა ჰოლივუდური კლიშეებით სავსე ექშენ ფილმი ყოფილიყო. თუმცა, ამის ნაცვლად ტარანტინომ თავად შექმნა საკუთარი კლიშეები.
ტარანტინოს იმდენად უყვარს ეს ფილმი, რომ თავის საპროდიუსერო კომპანიას A Band Apart დაარქვა, რაც სწორედ ფილმის სახელიდან მომდინარეობს. მან ასევე მედისონის სცენა აიღო, რომელიც Pulp Fiction-ში გამოიყენა (ტრავოლტას და თურმანის ცეკვა რესტორანში).
3. A Better Tomorrow II (John Woo, 1987)
A Better Tomorrow II ხშირად ყველაზე კარგ ჰონგ კონგურ ექშენ ფილმად სახელდება, რომელიც ოდესმე გაადაუღიათ. ეს ფილმი რეჟისორ ჯონ ვუს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარა.
ტარანტინომ ცნობილ კინომცოდნესთან, როჯერ ერბერტთან ინტერვიუში თქვა, რომ როდესაც პირველად A Better Tomorrow II ნახა, არ ეგონა, რომ ამ ფილმში კინოს ისტორიაში ყველაზე საუკეთესო ორმხრივი სროლის სცენა იქნებოდა. მისი აზრით, ამ ფილმის გზას დიდი განვითარება უნდა ჰქონოდა, სხვაგვარად არაფერს აზრი არ ექნებოდა, რაც აქამდე მომხდარა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ტარანტინოს თავის ფილმებში - Reservoir Dogs, Pulp Fiction, Inglourious Basterds, Django Unchained და The Hateful Eight სიტუაცია ჩიხში შეჰყავს, რასაც დაძაბულ ორმხრივ სროლამდე მივყავართ. მისთვის დიდი დასასრული ყოველთვის ნიშნავს დიდ სროლას.
2. City on Fire (Ringo Lam, 1987)
ტარანტინოს საკმაოდ ბევრი ფილმიდან მოპარვას სდებენ ბრალად, თუმცა ბევრის აზრით Reservoir Dogs პლაგიატია. ფილმი 1987 წელს გამოსულ ჰონგ კონგურ ფილმს City on Fire ზუსტად აკოპირებს. სიუჟეტები ძალიან მსგავსია, სადაც ჩანერგილი პოლიციელი მძარცველების ჯგუფში მუშაობს.
1. The Good, The Bad, and The Ugly (Sergio Leone, 1966)
იმ ფილმების რიცხვში, რომლებმაც ტარანტინოს რეჟისორობა გადააწყვეტინა და მისი რეჟისორული ხედვა განსაზღვრა The Good, The Bad, and The Ugly პირველია.
მას თავისი კარიერის განმავლობაში ბევრჯერ უთქვამს, რომ ეს მისი საყვარელი ფილმია. მისი ადრეული ფილმები სერჟიო ლეონეს კლასიკურ ვესტერნს არ გაგახსენებთ, თუმცა მოკალი ბილის საგა აუცილებლად.
მოკალი ბილის პირველი ფილმის გამხსნელ კადრში ბილი უმა თურმანის პერსონაჟს ელაპარაკება, სანამ ესვრის. ეს სცენა ძალიან მსგავსია ლეონეს ფილმის იმ სცენისა, რომელშიც კლინტ ისთვუდს სახეში იარაღს უმიზნებენ. იმის მიუხედავად, რომ Inglourious Basterds ვესტერნი არაა, მაინც ტოვებს "სპაგეტი ვესტერნის" (სამოციანი წლების ვესტერნების რეჟისორები ძირითადად იტალიელები იყვნენ, რის გამოც ჟანრს ასეთი მეტსახელი შეარქვეს.) შეგრძნებას ტოვებს, განსაკუთრებით ფილმის პირველი სცენა.
The Good, The Bad, and The Ugly გვაჩვენებს სოფლის უშნო მიწებს და ველურ დასავლეთში ცხოვრების უშნო რეალობას, რაც ორმოცდაათიანი და სამოციანი წლების ფილმებში იშვიათი იყო. ასეთ ფილმებში ამ პერიოდში სრულიად საპირისპიროდ აღწერდნენ.
-
გადახედვარუსული მედიები: ბაშარ ალ-ასადი, ოჯახთან ერთად, მოსკოვში ჩავიდა რუსული მედიები: ბაშარ ალ-ასადი, ოჯახთან ერთად, მოსკოვში ჩავიდა
-
გადახედვააჩი არველაძე: აქ დავდიოდი აპრილის დღეებში, და ყველაზე მეტი რაზეც ვბრაზდები, არ მეშინოდა არაფრის, მაგრამ ახლა მეშინია აჩი არველაძე: აქ დავდიოდი აპრილის დღეებში, და ყველაზე მეტი რაზეც ვბრაზდები, არ მეშინოდა არაფრის, მაგრამ ახლა მეშინია
-
გადახედვათათა თავდიშვილი: გამოიცანით, რა უნდა მექნა ისეთი,რომ ჩემს შესაჩერებლად ახლო დამიზნებით რეზინის ტყვია გამოეყენებინათ თათა თავდიშვილი: გამოიცანით, რა უნდა მექნა ისეთი,რომ ჩემს შესაჩერებლად ახლო დამიზნებით რეზინის ტყვია გამოეყენებინათ
-
გადახედვაგიორგი ვაშაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული — გავრცელებული ცნობით, მას გამოკითხვაზე იბარებენ გიორგი ვაშაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული — გავრცელებული ცნობით, მას გამოკითხვაზე იბარებენ
-
გადახედვაბექა ყორშია 2 200-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს ბექა ყორშია 2 200-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს
-
გადახედვაემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს ელისეის სასახლეში უმასპინძლა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს ელისეის სასახლეში უმასპინძლა
-
გადახედვაგიორგი კვირიკაშვილი: თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში, შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა გიორგი კვირიკაშვილი: თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში, შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა
-
გადახედვაკახა კალაძე: ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ახალისებენ ძალადობას კახა კალაძე: ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ახალისებენ ძალადობას
-
გადახედვაკახა კალაძე: დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები კახა კალაძე: დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები
-
გადახედვაგიორგი ქოჩორაშვილი: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს! თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს! გიორგი ქოჩორაშვილი: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს! თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს!
-
გადახედვაNGO-ების განცხადება გუშინდელ მოვლენებზე: დაკავებული პირების უმრავლესობას აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება NGO-ების განცხადება გუშინდელ მოვლენებზე: დაკავებული პირების უმრავლესობას აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: პოლიცია არის გაჩუმებული, ამ დანაშაულს უყურებს და ხმას არ იღებს მამუკა ხაზარაძე: პოლიცია არის გაჩუმებული, ამ დანაშაულს უყურებს და ხმას არ იღებს
-
გადახედვასაია: ნაცემია დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა საია: ნაცემია დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა
-
გადახედვა"რესპუბლიკის მოედანზე" მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს "რესპუბლიკის მოედანზე" მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვა"ნაცმოძრაობა" ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერც ახალ წელს — ირაკლი კობახიძე "ნაცმოძრაობა" ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერც ახალ წელს — ირაკლი კობახიძე
-
გადახედვაბათუმელი ჟურნალისტები თბილისში აქციებზე დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ ბათუმელი ჟურნალისტები თბილისში აქციებზე დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ეს გმირი პოლიციელები არიან ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ეს გმირი პოლიციელები არიან
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ვინც ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით თუ უნებლიედ, თავად ახალისებს ძალადობას ირაკლი კობახიძე: ვინც ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით თუ უნებლიედ, თავად ახალისებს ძალადობას
-
გადახედვაოცნების პრემიერი: მედიაზე თავდასხმა პროვოკაციაა ოცნების პრემიერი: მედიაზე თავდასხმა პროვოკაციაა
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია ირაკლი კობახიძე: სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა ირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა
კომენტარები