"ჩრდილოვანი ფლოტი", Yandex , Wildberries — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
16 ივნისს, დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ "ჩრდილოვან ფლოტს", სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
გავრცელებულ განცხადებაში ნახსენებია ხომალდი SILVAR, რომელიც, მათ თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა.
"დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები", — წერს საელჩო.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები სულ 70 სუბიექტს შეეხება. ამას გარდა, რუსული მედია წერს, რომ ბრიტანეთმა დაასანქცირა Eurofinance Mosnarbank, Yandex Bank, Wildberries Bank და Vyatich Bank.
ლონდონმა რუსეთზე ზეწოლა "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტის პარალელურად გააძლიერა, რაც უკრაინის ქალაქებსა და წმინდა ადგილებზე განხორციელებულ ბოლო სისხლიან თავდასხმებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2026 წლის განმავლობაში ბრიტანეთმა სანქციების სიას უკვე 500-ზე მეტი ფიზიკური პირი, კომპანია და გემი დაამატა.
- ანდრეი სიბიჰა: კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში
- რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა — დაიღუპა 4 ადამიანი, 30 დაშავდა
ახალი სანქციების უმთავრესი სამიზნე რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტია". შეზღუდვები დაუწესდა 20-ზე მეტ ნავთობტანკერს და იმ საზღვაო მზღვეველებს, რომლებიც რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას უწყობდნენ ხელს.
ამასთანავე, დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა G7-ის წევრებიდან, რომელმაც სანქციები დააწესა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმ ახალ გემებზე, რომლებიც რუსეთმა მილიონობით ტონის ექსპორტისთვის და ბიუჯეტის შესავსებად შეიძინა. ოფიციალური მონაცემებით, ბრიტანულმა სანქციებმა უკვე მკვეთრად შეამცირა რუსეთის ენერგეტიკული მოგება — მაგალითისთვის, პროექტმა Arctic LNG-2-მა 2025 წელს გეგმით გათვალისწინებული 13.5 მილიონი ტონის ნაცვლად, მხოლოდ 1.3 მილიონი ტონა აირის ექსპორტი შეძლო. საერთო ჯამში, ლონდონს უკვე დასანქცირებული ჰყავს 600-ზე მეტი რუსული ხომალდი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, პარტნიორებთან მუშაობა იქამდე გაგრძელდება, სანამ აგრესორი არ გაჩერდება.
"ეს სანქციები მიმართულია იმ გემების, ფულისა და აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც ზურგს უმაგრებენ რუსეთის ომის ეკონომიკას და, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნიან ევროპის უსაფრთხოებას. ჩვენს G7-ის მოკავშირეებთან ერთად მუშაობით, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლის გაზრდას პუტინსა და მისი თანამშრომლების წრეზე, სანამ რუსეთის სამხედრო მანქანა არ გაჩერდება და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა არ დაბრუნდება", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ბრიტანულმა მხარემ ასევე გაშიფრა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) ფარული ქსელი და მისი საფარქვეშ მოქმედი კომპანია შპს "ნეპტუნ კო" (LLC Neptune Co Ltd), რომელსაც დასავლური ტექნოლოგიები ფარულად შეჰქონდა რუსეთის არმიისთვის. ამ მიმართულებით სანქციები დაუწესდა 3 კომპანიასა და GRU-ს 10 ოფიცერს.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სამიზნეში ამოიღო მესამე ქვეყნების ის სუბიექტებიც, რომლებიც მოსკოვს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში ან ფულის გათეთრებაში ეხმარებოდნენ. მათ შორის აღმოჩნდნენ კომპანიები და ორგანიზაციები ჩინეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და ნიგერიიდან.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლონდონი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნება კრემლის ტაქტიკასთან შედარებით.
"იმ ფონზე, როდესაც კრემლი თავისი ომის შესანარჩუნებლად სულ უფრო მეტად მიმართავს ჩრდილოვან ტაქტიკას — თავისი მოძველებული ჩრდილოვანი ფლოტიდან დაწყებული ფარული ფინანსური ქსელებით დამთავრებული — დიდი ბრიტანეთი მათ დახურვაში ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ რჩება. ეს სანქციები დარტყმას აყენებს ამ ბუნდოვანი მცდელობების გულს, რათა პუტინის სამხედრო მანქანა შიმშილის რეჟიმში ამყოფოს და დაიცვას ბრიტანეთის უსაფრთხოება", — განაცხადა კუპერმა.
ოფიციალური განცხადების თანახმად, საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში (Évian-les-Bains) შეკრებილი "დიდი შვიდეულის" ლიდერები სწორედ უკრაინის მხარდაჭერისა და გლობალური უსაფრთხოების ამ უმთავრესი გამოწვევის გარშემო გააგრძელებენ მსჯელობას.
რუსული მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო ოთხ რუსულ საკრედიტო ინსტიტუტის: Eurofinance Mosnarbank-ს, Yandex Bank-ს, Wildberries Bank-ს და Vyatich Bank-ს.
გარდა ამისა, ბრიტანული სანქციების ქვეშ მოექცა ორი რუსული სადაზღვევო კომპანია: Rosgosstrakh და Balance Insurance.
Wildberries ბანკი RWB ჯგუფის (Wildberries-ისა და Russ-ის გაერთიანებული კომპანია) შვილობილი ბანკია.
რუსული მედია Wildberries ბანკის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ საკრედიტო ინსტიტუტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
"ბანკი ყოველთვის ორიენტირებული იყო რუსეთის შიგნით ოპერირებაზე. ბანკისა და მარკეტპლეისის კლიენტებისა და პარტნიორებისთვის მომსახურებაში არანაირი ცვლილება არ იქნება. კლიენტებს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, შეუძლიათ თავისუფლად განახორციელონ ყველა ოპერაცია — ფულადი გზავნილები, ბარათების გამოყენება, ანაბრებზე პროცენტული შემოსავლის მიღება, სესხების აღება, საანგარიშსწორებო ანგარიშების შენარჩუნება და ა.შ.", — აცხადებენ ბანკში.
რუსულ-ვენესუელური Eurofinance Mosnarbank რუსული სახელმწიფო კორპორაცია Rosgosstrakh-ის ჰოლდინგ "რტ-ფინანსის" ნაწილია.
Yandex-მა ბანკი 2021 წლის ივლისის შუა რიცხვებში 1.1 მილიარდ რუბლად შეიძინა. გარიგების შედეგად, ინტერნეტკომპანიამ საბანკო ლიცენზია მიიღო.
Vyatich ბანკს ბიზნესმენი მალიკ გაისინი აკონტროლებდა, რომლის აქტივებიც გენერალური პროკურატურის სარჩელის საფუძველზე რუსეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ იქნა ჩამორთმეული.
Rosgosstrakh VTB Group-ის ნაწილია. ჯგუფი ამჟამად მზღვეველის გაყიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და გარიგება შესაძლოა 2026 წლის ბოლომდე დაიხუროს.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები