როცა ხელოვნება რეალობად იქცევა — 2026 წლის 9 ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო
ფოტო: Reuters / Gabriel von Max
ექსპერტებმა 2026 წლის ყველაზე თვალშისაცემი ფოტოები შეაფასეს და მათსა და ხელოვნების ისტორიის შედევრებს შორის პარალელები გაავლეს.
აი, ის 9 ფოტო, რომლებმაც წელს მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო:
1. ნიკოლას მადუროსა და სილია ფლორესის დაკავება
ფოტო: Getty Images
ფოტო: Charles Eastlake
2026 წლის იანვრის დასაწყისში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი დააკავეს. ფოტოზე ისინი შეიარაღებულ აგენტებთან ერთად ხელბორკილებით, წელში მოხრილნი არიან აღბეჭდილნი.
ძლიერი ლიდერების ასეთი მოულოდნელი დამხობა და ძალაუფლების დაკარგვა ექსპერტებმა ვიქტორიანული ეპოქის მხატვრის, ჩარლზ ისტლეიკის, ნამუშევარს შეადარეს, რომელმაც ნაპოლეონი ტყვეობისას აღბეჭდა.
2. ბაგარუმბას მოცეკვავეები
ფოტო: Alamy
ფოტო: Piet Mondrian
იანვარში, ინდოეთის ქალაქ გუვაჰატიში, ბოდოს საზოგადოების წევრებმა ტრადიციული "პეპლების ცეკვით" გინესის რეკორდის დამყარება სცადეს. სტადიონზე ზემოდან გადაღებულმა ფოტომ მოცეკვავეთა სხეულები ფერად, უწყვეტ გეომეტრიულ მოზაიკად აქცია. რიტმული მოძრაობის გეომეტრიასთან შერწყმამ, ზუსტად გაიმეორა მხატვარ პიტ მონდრიანის ცნობილი აბსტრაქტული ნამუშევარი Victory Boogie Woogie.
3. უკრაინული დრონი
ფოტო: Reuters
ფოტო: Francisco De Goya
უკრაინის ფრონტის ხაზთან იანვარში გადაღებულ ფოტოზე, ჯარისკაცი ჰაერიდან სათვალთვალო დრონს იჭერს. ქვემოდან გადაღებულ კადრში მასშტაბის აღსაქმელად სხვა საგანი არ ჩანს — მებრძოლი გოლიათს ჰგავს, რომელიც ნამდვილ თვითმფრინავს შუა ფრენისას იტაცებს. ეს გიგანტური ფიგურა ფრანსისკო გოიას ცნობილ ნახატ The Colossus-ს ჰგავს.
4. ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავება
ფოტო: Reuters
ფოტო: Sir Charles Bell
კადრი, რომელშიც დაკავებული ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი პოლიციის განყოფილებიდან მანქანით მიჰყავთ, სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა. ყოფილი პრინცის სახეზე აღბეჭდილი შოკი სერ ჩარლზ ბელის 1806 წლის ცნობილი წიგნის — The Anatomy of Expression in Painting — ერთ-ერთ ჩანახატს შეადარეს.
5. პანჩი — მარტოსული მაიმუნი
ფოტო: Reuters
ფოტო: Gabriel von Max
თებერვალში, იაპონიის ქალაქ იჩიკავას ზოოპარკში გადაღებული ფოტო წლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კადრი გახდა. ფოტოზე პატარა იაპონელი მაკაკა, სახელად პანჩია აღბეჭდილი, რომელიც მის გვერდით მჯდომ სათამაშო ორანგუტანგს დიდი სიყვარულით შესცქერის. პანჩის სევდიანი და უპასუხო მზერა მე-19 საუკუნის ბოლოს მოღვაწე გერმანელი მხატვრისა და პრიმატოლოგის, გაბრიელ ფონ მაქსის ცნობილ ნახატ Monkey Before Skeleton-ს ჰგავს.
6. კატა სირიაში
ფოტო: Reuters
ფოტო: Gerrit Dou
2026 წლის ამ ფოტოსურათში მატრასებითა და ბალიშებით დატვირთული მანქანის ვარდისფერი მინიდან კატა რაღაცას გაოცებული შეჰყურებს. ტვირთი იმ ქურთი ლტოლვილების ნივთებია, რომლებიც სირიის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, მშობლიურ სახლებში ბრუნდებიან. დევნილობასა და სახლში დაბრუნებას შორის გაჩერებული კატა თავისი უძრაობით ექსპერტებმა მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი ოსტატის, ჟერარ დუს ცნობილ ნახატ Cat on a Ledge-ს მიამსგავსეს.
7. აფროსნების კადრი სიდნეიში
ფოტო: Getty Images
ფოტო: Nikolay Dubovskoy
აპრილში, სიდნეის ნავსადგურში გადაღებულ კადრში იახტა პირდაპირ ცისარტყელას მკვეთრ, ფერად ზოლში შედის. მეზღვაურების ცისარტყელას თითქმის ხელშესახებ ფერებთან მიახლოება ძალიან ჰგავს 1892 წელს რეალისტი მხატვრის, ნიკოლაი დუბოვსკოის მიერ დახატულ ტილოს.
8. დედამიწის ჩასვლა
ფოტო: Nasa
ფოტო: Hieronymus Bosch
შემდეგი 6 აპრილს, ხომალდ Artemis II-დან ნასას ასტრონავტ ქრისტინა კოხის მიერ გადაღებული ფოტოა, რომელშიც ფერადი დედამიწა მთვარის უსიცოცხლო, ნაცრისფერი ზედაპირის მიღმა ნელ-ნელა ჩადის. კოსმოსის ცივ და ბნელ სიცარიელეში მარტოდ დარჩენილი პლანეტა სწორედ ისეთი დაუცველი ჩანს, როგორიც იერონიმუს ბოსხის გენიალურ ტილოზე — Garden of Earthly Delights.
9. საფეხბურთო მოედანი ღაზაში
ფოტო: Reuters
ფოტო: LinkedIn
ღაზაში გადაღებულმა სატელიტურმა ფოტომ, რომელშიც ისრაელთან ორწლიანი კონფლიქტის შედეგად განადგურებულ ნანგრევებს შორის მწვანე საფეხბურთო მოედანი ჩანს, მსოფლიო გააოცა. კონტრასტი მოედნის იდეალურ გეომეტრიასა და მის მიღმა არსებულ მწარე რეალობას შორის, ექსპერტების აზრით, ძალიან ჰგავს ძველ სპარსულ სტილს, რომელსაც Chahar Bagh-ს (ოთხ ბაღს) უწოდებდნენ.
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
კომენტარები