შალვა პაპუაშვილი: დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში
სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების შემდეგ შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებას, EU-ს ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევის შესახებ, ბრიფინგზეც გამოეხმაურა.
"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე — რა შემთხვევაში შეიძლება ქართული ოცნების გეგმებში აღარ შედიოდეს ევროკავშირის წევრობა და შეიძლება თუ არა ქართულმა ოცნებამ განაცხადი უკან გამოიწვიოს?, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ამაზე ხელი არ მოუწერიათ და ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში". მისივე თქმით, "დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში".
"ასეთი გადაწყვეტილებებზე მსჯელობით და ფიქრით, თავად სცილდება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს, რომელიც გულისხმობს თანასწორობას მისი წევრებისა და გულისხმობს, რომ არსებობენ პირველხარისხოვანი ერები და მეორეხარისხოვანი ერები. რა თქმა უნდა, ჩვენ მეორეხარისხოვან ერებად ყოფნას არც ჩვენ, არც უკრაინელებს და უკრაინის პრეზიდენტმა ამაზე განაცხადა თავისი კატეგორიული პოზიცია, რომ მეორეხარისხოვნად ყოფნას არ აპირებს ევროკავშირში. რა თქმა უნდა, არავინ არ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში.
…მე მე ვთქვი კიდევაც, რომ ეხლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციური უფსკრულისკენ გაქანებას. იმიტომ, ეს პრობლემა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის კი არ არის, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება წევრ ქვეყნებზე საბოლოო ჯამში. წევრ ქვეყნებში მოხდება ეს სეგრეგაცია, სადაც დიდი ერები პატარა ერების საკითხებს, უფრო სწორად, პირველხარისხოვანი ერები მეორეხარისხოვანი ერების საკითხს გადაწყვეტენ. ამიტომ დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში," — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ტვ პირველის" ჟურნალისტის განმეორებით დასმულ კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი საქართველოს ვეტოს უფლებას ჩამოართმევს, აპირებს თუ არა ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "სამწუხაროა, რომ საერთოდ ასეთი იდეა ვიღაცის თავში დაიბადა და სერიოზულად განიხილება".
"ჩვენ გვაინტერესებს რას აპირებს ევროკავშირი. ეს ჯერჯერობით განცხადება არის, თუმცა კიდევ ერთხელ – სახიფათოა. თუკი აქამდე წევრი ქვეყნების სხვადასხვა ლიდერები საუბრობდნენ ამაზე — მერცმა თქვა და მიიღო საკადრისი პასუხი ზელენსკისგან ამასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა არ განიხილავს მეორეხარისხოვან ერად ყოფნას. ამ შემთხვევაში ეს განცხადება უკვე ოფიციალური ევროკავშირის პოზიციად იქნა წარმოდგენილი. სამწუხაროა, რომ საერთოდ ასეთი იდეა ვიღაცის თავში დაიბადა და სერიოზულად განიხილება. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა დავაკვირდეთ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ამ იდეის განხილვაც კი," — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ახალი წევრები, გაწევრიანების ხელშეკრულებებში გათვალისწინებული ახალი "დამცავი" პუნქტების საფუძველზე, 15 წელზე მეტი ხნით ვეტოს უფლებას დაკარგავენ.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები