მარიამ ბეროძის გზა მოგზაურობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
ფოტო: თიბისი
რამდენიმე წელია, მარტო მოგზაურობა ჩემი ცხოვრების მთავარ თავგადასავლად იქცა. ახალი ადგილების აღმოჩენა, ადამიანებისა და კულტურების გაცნობა ჩემი საყვარელი საქმიანობაა.
თუმცა, იყო დრო, როცა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როცა საკუთარ შესაძლებლობებს დავიჯერებდი, შიშებს გავუმკლავდებოდი და სამოგზაუროდ მარტო წავიდოდი.
პირველი ნაბიჯები
პირველად ქვეყანა დავტოვე 2017 წელს, ეგვიპტის განათლების სამინისტროს პროგრამაში მოვხვდი და 1 სასწავლო წელი კაიროში გავატარე. მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. არც ერთი ბილეთი თვითონ არ მიყიდია, სახლის პოვნაც კი სხვას მივანდე. ერთადერთი, რაც დამოუკიდებლად გავაკეთე, საკუთარ დაბადების დღეს უნივერსიტეტი გავაცდინე და კაიროში მარტომ ვისეირნე. მგონი სწორედ მაშინ შემეყარა პირველად მარტო მოგზაურობის სიყვარული. თუმცა ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი.
ამ პერიოდში ზუსტად ვიცოდი, რომ მოგზაურობისთვის საჭირო უნარები არ მქონდა: გზებს ვერ ვიმახსოვრებდი, მეშინოდა დაკარგვის, დოკუმენტებთან ურთიერთობა არ მიყვარდა და თავს არც გამბედავ ადამიანად მივიჩნევდი. ფრენის დღემდე მეშინია.
2020 წელს უცნაურ ხასიათზე გავიღვიძე. ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე, რომ ბილეთი მეყიდა და სადმე წავსულიყავი, მნიშვნელობა არ ჰქონდა სად, მთავარია გამებედა. ასე ვიყიდე კვიპროსის ბილეთები მარტომ, ასე ჩავალაგე ჩანთა მარტომ და ასე ვიმოგზაურე კვიპროსზე, ქალაქიდან ქალაქში მარტომ.
ამის შემდეგ მივხვდი, რომ საკუთარ თავში აქამდე უცნობი ძალები აღმოვაჩინე. თუ იქამდე დაკარგვის მეშინოდა, ახლა უცხო ქვეყანაში დაკარგვა და სასტუმრომდე უცხო გზების აღმოჩენა მომწონდა. მიყვარდა ყველა ემოცია, რაც უცხო ადამიანებთან საუბარს, უცხო კერძების დაგემოვნებასა და ქუჩაში უცხო ანბანის კითხვას მოჰქონდა.
გადაწყვეტილება
შემდეგ სამსახურები გამოვიცვალე და სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა გავბედე. მერე მივხვდი, რომ ქვეყნების აღმოსაჩენად 1 კვირა აღარ მაკმაყოფილებდა და ერთხელაც გადავწყვიტე, რომ ნეპალში მთელი თვით უნდა წავსულიყავი. და თან ანაპურნის საბაზო ბანაკი უნდა დამელაშქრა.
ვინ იფიქრებდა?! მართლა ავდექი და ბილეთები ვიყიდე. მოგზაურობა რომ ახლოვდებოდა, ვერ ვიძინებდი, ის ძველი შიში თავს არ მანებებდა. გვიან მივხვდი, რომ მთელი სიამოვნება და თავგადასავალი ჩემთვის ჩემს შიშებთან გამკლავებაა.
ნეპალში, ანაპურნის საბაზო ბანაკზე, 4130 მეტრზე 10-დღიანი მარტო ლაშქრობის შემდეგ მივხვდი, რომ აღარაფერი არსებობდა, რასაც ვერ შევძლებდი და ვერ მოვერეოდი. ეს საოცარი შეგრძნება წლებია მომყვება და როცა მჭირდება, მაძლიერებს.
ანაპურნაზე მზის ამოსვლა რომ ვნახე, მანდ მივხვდი, რომ დანაზოგი უნდა შემექმნა და ერთი ბილეთით მოგზაურობა უნდა დამეწყო. 1 წლის განმავლობაში თანხას ვაგროვებდი, შემდეგ სამსახურიდან წამოვედი და ვიეტნამში გავფრინდი. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 6 თვე გავატარე მარტომ და 5 სხვადასხვა ქვეყანა ვნახე ისე, რომ ლამის არც ერთი ადგილი არ გამომიტოვებია.
ეს იყო ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი მოგზაურობა, თავისი ათასნაირი გამოწვევითა და დაბრკოლებით.
დაჯერება
მარიამი, რომელიც კაიროში გაფრინდა და მარიამი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან დაბრუნდა სრულიად სხვადასხვა პიროვნება, თუმცა ერთი და იგივე ადამიანია. იმ სხვაობით, რომ მაშინ მარტო მოგზაურობას ვერ გავბედავდი, ბილეთის ყიდვაც კი დაუძლეველი დაბრკოლება იყო ჩემთვის.
ახლა უკვე ვიცი, რას ნიშნავს, როცა შენთვის შეუძლებელი შეგიძლია, როცა მოგზაურობისას ავადმყოფობას, ან ოკეანეში შტორმს და ბოლოს და ბოლოს, ნეპალელ მარტორქას გადაურჩები…
თუმცა, არც ერთ წამს და არც ერთ ნაბიჯს არ ვნანობ, პირიქით, რომ შემეძლოს, მთელ ცხოვრებას მოგზაურობაში გავატარებდი.
ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, სულ მეცინება. რაღაც ერთ მომენტში დავიჯერე, რომ შემიძლია მარტო ვიმოგზაურო, შემიძლია მეშინოდეს და მაინც დავფრინავდე, შემიძლია ყველაფერი, რაც მგონია, რომ არ შემიძლია…
შენც ზუსტად ამას გირჩევ — დაიჯერე გულწრფელად და უსაზღვროდ. მერწმუნე, თუ რაღაცის დაჯერებას გადაწყვეტ, აუცილებლად გამოგივა, ეს ჩემს თავზე გამოვცადე.
მარიამის ისტორიის მსგავსად, ყველა დიდი თავგადასავალი ერთი გადაწყვეტილებით იწყება.
თუ შენი მიზანი მოგზაურობა, ახალი გამოცდილება ან უბრალოდ ის ცხოვრებაა, რომელზეც ოცნებობ — დაიწყე დაგროვება დღეს თიბისისთან ერთად.
გადადი ლინკზე, გახსენი ანაბარი ჩემი მიზანი თიბისის მობაილბანკით და გადადგი პირველი ნაბიჯი შენი მომავალი თავგადასავლისკენ.
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
კომენტარები