სალომე ზურაბიშვილს Freedom House-მა ვაშინგტონში მარკ პალმერის ჯილდო გადასცა
სალომე ზურაბიშვილს Freedom House-მა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის მარკ პალმერის ჯილდო გადასცა.
ჯილდოს გადაცემის სპეციალური საზეიმო ცერემონია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ვაშინგტონში გამართა.
ორგანიზაციის განმარტებით, ეს ჯილდო ბოლო წლებში სალომე ზურაბიშვილის განსაკუთრებული როლის ხაზგასმაა საქართველოს ევროპული კურსისა და დემოკრატიული განვითარების დაცვის საკითხში. ასევე, პრეზიდენტ ზურაბიშვილისათვის 2026 წლის მარკ პალმერის პრემიის გადაცემა, მისი პრინციპული ლიდერობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების აღიარებაა.
"სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2018 წლის დეკემბერში აირჩიეს და ქვეყნის პირველი ქალი სახელმწიფოს მეთაური გახდა. ის პარიზში, ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში 1970-იან წლებში შევიდა და მაღალი თანამდებობები ეკავა პარიზში, ნიუ-იორკში, რომში, ვაშინგტონში, ნჯამენასა და ბრიუსელში. 2004 წელს, საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, 2003–2004 წლებში იყო საფრანგეთის ელჩი საქართველოში.
საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მან წინ წასწია საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკა, ხელი მოაწერა NATO-ს ძირითად შეთანხმებებს და მოლაპარაკებები ჩაატარა ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმაზე. 2005 წელს მან წარმატებით შუამდგომლობდა რუსეთის ძალების გაყვანას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
2006 წელს მან დააარსა და 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ პარტიას საქართველოს გზა. 2010 წლიდან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის მიმართ სანქციების მონიტორინგის ჯგუფს. 2016 წელს პარლამენტის დამოუკიდებელ წევრად აირჩიეს, 2018 წელს კი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისადმი ერთგულება.
მან შექმნა "პეტრას დეკლარაცია", რათა კოორდინირებულიყო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის ძალისხმევა. 2024 წელს, საქართველოს დემოკრატიული უკუქცევის საპასუხოდ, მან წარადგინა "ქართული ქარტია", რათა გაეერთიანებინა პროდასავლური ძალები და წინ წაეწია ქვეყნის ევროკავშირის დღის წესრიგი. საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მტკიცე დამცველი, სალომე ზურაბიშვილი ფართოდ განიხილება, როგორც პროევროპელი ლიდერი, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას", — წერია Freedom House-ის ვებგვერდზე.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები