ნინო წილოსანი ევროკავშირის გაფართოების ახალ პირობებზე: "ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ"
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც ახალ წევრებს ეროვნული ვეტოს უფლება 15 წლით შეეზღუდებათ, პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრიუსელის მხრიდან ორმხრივი შეთანხმებების დარღვევა და ორმაგი სტანდარტების გამოყენება ჯერ კიდევ საქართველოს მიერ ეროვნული კანონმდებლობის მიღების პროცესში გამოიკვეთა.
წილოსანის განცხადებით, საქართველო პარტნიორების მხრიდან არაპროპორციული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.
"მთელ ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ არა მხოლოდ ახლა, არამედ სწორედ მაშინ, როდესაც საქართველომ თავისი ეროვნული კანონმდებლობის მიღებაც კი ვერ შეძლო ისე, რომ სასწაული ზეწოლის და შანტაჟის ობიექტი არ გამხდარიყო ევროკავშირის პოლიტიკოსების თუ ბიუროკრატების მხრიდან, ზუსტად იმ მომენტში დაიწყო ევროკავშირის ბიუროკრატიამ იმ ურთიერთმოლაპარაკებული, ორმხრივად შეთანხმებული პირობების დარღვევა, რომელიც საქართველოს და ამ დიდ კავშირს ჰქონდა", — თქვა წილოსანმა.
ნინო წილოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰქონდა სუვერენული უფლება მიეღო საკუთარი კანონები, რომლებიც თავისი არსით დასავლურ ღირებულებებს არ ეწინააღმდეგებოდა.
"ჩვენ გვქონდა უფლება, რომ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა მიგვეღო, ამ კანონმდებლობით არ ვეწინააღმდეგებოდით არაფერს ევროპულს და დასავლურს, თუმცა ამის მიუხედავად იყო უთანასწორო და რაც მთავარია, ორმაგი სტანდარტებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები მიღებული", — განაცხადა წილოსანმა.
წილოსანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ახალი მოდელი არსებითად ცვლის იმ პირველად პირობებს, რომლებზეც ქვეყანამ თავის დროზე თანხმობა განაცხადა.
"ეს ყველაფერი გრძელდება იმით, რომ დღეს ჩვენ გვესმის, როგორ უუფლებო წევრების მიღებას აპირებენ გაფართოების შემთხვევაში და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ თავის დროზე, როდესაც ასოცირებას მოვაწერეთ ხელი, როდესაც კონსტიტუციაში ჩავწერეთ 78-ე მუხლი...", — განაცხად ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ახალი წევრები, გაწევრიანების ხელშეკრულებებში გათვალისწინებული ახალი "დამცავი" პუნქტების საფუძველზე, 15 წელზე მეტი ხნით ეროვნული ვეტოს უფლებას დაკარგავენ. ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები