ქეთათო ანტიოკუპაციურ აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენებას აკრიტიკებს
მომღერალი ქეთათო ფეისბუქზე სირცხვილიას აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის გამოყენებას ფეისბუქზე ეხმაურება და ორგანიზატორებს საკუთრების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს:
"როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო", - წერს ის ვრცელ პოსტში.
ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები საქართველო, ქაღალდის გემი (მე გადმოვცურავ ზღვას), ისტორიას, გვარდია და ა.შ. 13-დღიანი მშვიდობიანი აქციების დასასრულს და მსვლელობებზე სხვა მუსიკასთან ერთად, არაერთხელ გაჟღერდა.
"ირაკლის მუსიკა თავისი მაშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლით, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების", — წერს ქეთათო და დასძენს, რომ ჩარკვიანის მუსიკას სხვადასხვა ჯგუფები "ახლომხედველური მიზნებისთვის" იყენებენ, რომ "ფონს გავიდნენ".
ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ, მის შემოქმედებაზე საავტორო უფლებები ცოლს გადაეცა. ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ქეთათო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენებას საჯაროდ აპროტესტებს. 2017 წლის ბოლოს, მუსიკის კოლექციონერ ჯაბა შავიშვილს, მიღებული რეპორტის გამო YouTube-ის არხი წაუშალეს, სადაც ჩარკვიანის გარდა, ათასზე მეტი ქართული კომპოზიცია ჰქონდა განთავსებული. მაშინ შავიშვილი წერდა, რომ მის იუთუბ არხზე არსებული სიმღერების დიდი ნაწილის ასლი არ არსებობდა.
"საქმე იმაშია, რომ კეთდება ირაკლის და ჩემი ოფიციალური არხი იუთუბზე, MepeKetato Official, სადაც აიტვირთება ყველა მასალა, რაც გამოვეცით ირაკლის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომ, ხოლო იუთუბის ყველა სხვა არხზე მასალა განთავსდება მხოლოდ ჩემი თანხმობით, ვინაიდან მე ვარ საავტორო უფლების მფლობელი", — დაწერა ქეთათომ საპასუხოდ.
20 ივნისის აქცია
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.
აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
-
ენმ-ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული კანონების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ენმ-ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული კანონების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ბელარუსმა 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა ბელარუსმა 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა
გადახედვა
-
2025 წლის "ქარტიის პრიზის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ 2025 წლის "ქარტიის პრიზის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გადახედვა
-
ირანის ხელისუფლებამ ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი დააკავა ირანის ხელისუფლებამ ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი დააკავა
გადახედვა
-
EU ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას დასთანხმდა EU ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას დასთანხმდა
გადახედვა
-
MAC: მზია ამაღლობელის დაკავება საყოველთაოდ არის შეფასებული, როგორც ავტორიტარული რეჟიმის გამოვლინება და ჟურნალისტზე ზეწოლის მაგალითი MAC: მზია ამაღლობელის დაკავება საყოველთაოდ არის შეფასებული, როგორც ავტორიტარული რეჟიმის გამოვლინება და ჟურნალისტზე ზეწოლის მაგალითი
გადახედვა
-
ნინო ოკრიბელაშვილი: ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს აქვს ერთი მთავარი პრობლემა: თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება ნინო ოკრიბელაშვილი: ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს აქვს ერთი მთავარი პრობლემა: თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება
გადახედვა
-
უნგრელი მომიტინგეები, სახელმწიფო დაწესებულებებში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გამო, ორბანის გადადგომას ითხოვენ უნგრელი მომიტინგეები, სახელმწიფო დაწესებულებებში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გამო, ორბანის გადადგომას ითხოვენ
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში "არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში" ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის, სექსუალურად ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში "არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში" ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის, სექსუალურად
გადახედვა
-
OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა — როგორია და რას გვთავაზობს GPT-5.2 OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა — როგორია და რას გვთავაზობს GPT-5.2
გადახედვა
-
რა გვხდის სხვა ცხოველებზე აღმატებულს? — კაცობრიობის პარადოქსი რა გვხდის სხვა ცხოველებზე აღმატებულს? — კაცობრიობის პარადოქსი
გადახედვა
-
სუპერდედამიწაზე, სადაც წელიწადი 10 საათს გრძელდება, მკვლევრებმა უჩვეულო რამ შენიშნეს სუპერდედამიწაზე, სადაც წელიწადი 10 საათს გრძელდება, მკვლევრებმა უჩვეულო რამ შენიშნეს
გადახედვა
-
შპს "თბილსერვის ჯგუფიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო შპს "თბილსერვის ჯგუფიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო
გადახედვა
-
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან ნაწილ-ნაწილით გადახდისას წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან ნაწილ-ნაწილით გადახდისას
-
ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება
-
ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს
-
2 000-მდე მეორადი საბურავი — თეგეტამ გიორგიწმინდას დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 2 000-მდე მეორადი საბურავი — თეგეტამ გიორგიწმინდას დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული — მთავარი სტრატეგია მოტივაციაა თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული — მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, "არანაირი პრობლემა არ არის" იმაში, რომ ირაკლი კობახიძე და პუტინი თურქმენეთში ფორუმს ესწრებიან შალვა პაპუაშვილის თქმით, "არანაირი პრობლემა არ არის" იმაში, რომ ირაკლი კობახიძე და პუტინი თურქმენეთში ფორუმს ესწრებიან
გადახედვა
-
ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები პოლიტიკური მიზნისთვის ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები პოლიტიკური მიზნისთვის
გადახედვა
-
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე — თიბისის ახალი კამპანია შეადარე, სცადე, დაიმტკიცე — თიბისის ახალი კამპანია

კომენტარები